ნინო ლომჯარიას განცხადებით, აქცია მანამ არ უნდა დაიშალოს, სანამ ყველა დაკავებული არ გათავისუფლდება

ყოფილი სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აქციაზე დაკავებული ყველა ადამიანი დღესვე უნდა გათავისუფლდეს. მისი თქმით, სადაც ხელისუფლება რუსული პროპაგანდით საქართველოს მოქალაქეებისთვის ტვინის გამოსარეცხად მივა, ყველგან ხალხის ძალა დახვდებათ.

„გუშინ ჩვენ ამ სცენაზე ვიდექით და ვამბობდით – „არა რუსულ კანონს!“ დღეს ხელისუფლებას მოუწია, ამ კანონზე უარი ეთქვა. ეს თქვენი პირველი გამარჯვებაა, მადლობა ამისთვის. ჩვენი 133 თანამოქალაქე აქციაზე მშვიდობიანად იდგა, ვიდრე მათ წინააღმდეგ არალეგიტიმური ძალა არ გამოიყენეს. ისინი დღეს დაკავებულები არიან. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული. არავინ დავიშლებით, ვიდრე დღესვე, ყველა მოქალაქე თავისუფალი არ იქნება. მეორე მოთხოვნაა, ამ საზიზღარი რუსული კანონის გაუქმებას, დაუყოვნებლივ ეყაროს კენჭი“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე

მსგავსი თემები