ახალგაზრდული აქცია გრძელდება

ახალგაზრდების აქცია რუსთავების გამზირიდან იუსტიციის სახლისკენ მსვლელობით გაგრძელდა. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიამ და შეჩერებას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. დღევანდელ აქციაზე პოლიტიკოსები არ გამოჩენილან.  

მეტი...

„საქართველოში ბინძური კრიმინალური ფული შემოვა“ – სააკაშვილი ე.წ. ოფშორების კანონზე

საქართვეოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონზე, რომელიც საქართველში ოფშორებიდან შემოტანილ ქონებას ეხება, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გაცხადებას ავრცელებს. „პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია კანონით განბაჟებას ექვემდებარება, ხოლო ივანიშვილის კანონით 300 მილიონი ლარის შემომტანი გადასახადებს არ გადაიხდის. ეს კანონი არა მხოლოდ ივანიშვილისთვისაა, არამედ სანქციების ქვეშ მოყოლილი მთელი რუსული კაპიტალისთვის, ე.ი.  საქართველოში ბინძური კრიმინალური ფული შემოვა და საქართველოს, როგორც ქვეყანას პირდაპირ დაემუქრება სანქციები. რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება. ჩემი პოლიტიკა ცივილიზებული სამყაროსთვის ქვეყნის მაქსიმალური გახსნა იყო, ხოლო ივანიშვილი საბოლოოდ კეტავს, ბოქლომს ადებს და გასაღებს კრემლს გადასცემს. გადამწყვეტი ბრძოლის დროა!”…

მეტი...

ოკუპანტების მიერ დაკავებული 3 ახალგაზრდა გაათვისუფლეს

თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს, თავისუფლები არიან. ისინი ა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

პარლამენტთან აქცია გრძელდება, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდების მსვლელობა იმართება. პლაკატებითა და დროშებით „აღჭურვილი“ ახალგაზრდები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და „სკანდირებენ“ – „არა რუსულ კანონს“. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეტესტი არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება „რუსულ კანონპროეტს“ არ გაიწვევს.  

მეტი...

„მივყავარ და დროშის სადგარ, ბოძს პირდაპირ სახით მანარცხებს“ – ელისაშილის გამოკითხვა

გამოკითხვიდან  გამოსული ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებს მისი ცემის ამსახველი ყველა ვიდეომასალა გააჩნიათ. „ეს კადრები გამომძიებელს ჰქონდა და არაერთხელ ჰქონდა ნანახი.  ამ კადრებზე დეტალურად ვისაუბრეთ. ზემოთ ეცდებიან ჩაფარცხონ ეს საქმე.  სახეზე ჩანან პოლიციელები, ვინც დაგდებულს მირტყამენ, მათ შორის პატრულის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ის ადამიანი, რომელსაც მიზანმიმართულად მივყავარ და დროშის სადგარ, ბოძს პირდაპირ სახით მანარცხებს. პირდაპირ ჩანან და მათი დაკითხვის გარეშე ანუ ისე უღმერთოდ ვერ ჩაფარცხავენ, რომ ისინი არ დაიბარონ. მაშინ მათი გამოძიება აბსოლუტურად სასაცილო იქნება“, – განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა ელისაშვილმა მედიასთან. ელისაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხეს.    

მეტი...

„ძაღლობის წარმომადგენელი პოლიციელების საქმის ჩაფარცხვა მოხდება“ – ნაცემი დეპუტატი

ოპოზიციონერი დეპუტატის – ალეკო ელისაშვილის გამოკითხვა დასრულდა. ელისაშვილი სამართალდამცველების კითხვებს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში პასუხობდა, როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიების იმედი არ აქვს და „ძაღლობის წარმომადგენელი პოლიციელების საქმის ჩაფარცხვა მოხდება“. „ძალიან სტანდარტული პროცედურა იყო. ძალიან გულმოდგინედ და აშკარად კვალიფიციური გამომძიებელი იყო, გოგონა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე მასთან პრეტენზია არ მექნება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მის დონეზე არ გადაწყდება. მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა, რეალურად და „ძაღლობის” წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება. შესაბამისად, აქ მოვედი აბსოლუტურად ფორმალურად. მიუხედავად ჩვენი რუსული ხელისუფლებისა, აქ მოვედი იმისთვის, რომ…

მეტი...

დუბაიში წყალდიდობის გამო აქლემებიც იხოცებიან (ვიდეო)

დუბაიში უმძიმესი ვითარებაა. წყალდიდობის გამო აქლემებიც იხოცებიან. ცხოველები წყალს მიაქვს.

მეტი...

„იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქათველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე  „ევრონიუსთან“ საუბრობ. როგოც შარლ მიშელი ამბობს, იმედგაცრუებულები არიან, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. „ეს კანონპროექტი რომელიც პარლამენტში კენჭისყრით მიიღეს,  საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს, პირიქით. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო” – ამბობს მიშელი ინტრვიუში. ის არ აკპნკრეტებს იმოქედებს თუ არა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაზე. „საქმე აქამდე არ მისულა, თუმცა ნებისმიერი განვითარება, რაც ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, ზეგავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შესაძლებლობებს” –  აცხადებს შარლ მიშელი.  

მეტი...

“7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ავტორები გვესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე” – თალაკვაძე

“7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ავტორები გვესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე. ამ ადამიანებმა და მათმა ლიდერებმა, რაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს დადასტურებული, მოქალაქეებს ჩაუკეტეს გასასვლელები და სამაგალითოდ, პირდაპირ ეთერში დასაჯეს ჩვენი თანამოქალაქეები უკიდურესი ძალადობით“ – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა. მისი შეფასებით, ეს ის ოპოზიციაა, რომელიც მწამებლებისა და გამტაცებლების გვერდით დგას. „გამოვიდა ქალბატონი ნაცვლიშვილი და განაცხადა, არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნასო. თუ არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნას, დღეს ვის გვერდით დგახართ? ვინ არიან შენი პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც დევნიდნენ ადამიანებს, აწამებდნენ, იტაცებდნენ. თუ გამართლება არ…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება – ანრი ოხანაშვილი

„ოპოზიციის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის ფარგლებში დაბარებული ჰყავდათ არა კონკრეტული პასუხების მოსასმენად არამედ, იმისთვის რომ ესაუბრათ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ამიტომ, ჩვენ, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება. თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებაზე ფიზიკურად ძალადობდა როცა ატერორებდნენ ხალხს და ახლა ოპოზიციიდან აგრძელებენ ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიურ ტერორს. „შეიძლება ჩემპიონის პრიზი აიღოთ…

მეტი...

ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საერთო სიის შექმნის აუცილებლობაზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ასეთ შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს. იხილეთ განცხადება: ,,ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონალური ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთიანობა პირველ რიგში არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს. ამ საერთო სიაში თავისი წარმომადგენლების დელეგირებას პარიტეტული პრინციპით ყველა ძირითადი პროევროპული ძალა გააკეთებს. საარჩევნო ნომერი შემთხვევითი წესით შეიძლება შეირჩეს. ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს. შემდეგ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და ძლიერი სპეციალისტებით დაკომპლექტდეს,…

მეტი...

რა თქმა უნდა, ვეთანხმები და სწორია – გომელაური რუსულ კანონზე

რა თქმა უნდა, ვეთანხმები და სწორია, – ამბობს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური რუსულ კანონზე. ,,მკითხეს კანონს ეთანხმებით თუ არა, აბა მითხარი, აბა მითხარი, თითებს გვიშვერდნენ, რა თქმა უნდა, მე ვარ როგორც შს მინისტრი, ასევე პოლიტსაბჭოს წევრი და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, გუნდის წევრი ვარ. ისე მეკითხებოდნენ, თითქოს რაღაც ჩამჭრელი კითხვა მკითხეს, გახარებული იყო, დიახ ვეთანხმები, რა თქმა უნდა და სწორია”, – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ლევან ხაბეიშვილს წაჰყვება იმ ბრძოლაში, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია – გია ვოლსკი

„შეიძლება არის პოლიციის მხრიდან რაღაც გადაცდომები, რომელსაც სამინისტრო გააანალიზებს, მაგრამ დამოკიდებულება ადამიანებს შორის არ იცვლება. მეორე წუთში ის პოლიციელი, რომელიც იქ იმყოფება, სიცოცხლეს დათმობს ნებისმიერი ახალგაზრდისათვის. ეს არ არის ლიტონი სიტყვა. ის პოლიციელებიც ჩვენი შვილები არიან და როცა საჭირო იქნება, ჩვენი სიცოცხლის დასაცავად დადგებიან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას მოუსმინეს. მისი თქმით, შედეგით უნდა ვიმსჯელოთ ვინ არის პრორუსული ძალა. „რა შედეგს ვხედავთ? სიყალბეს, პირფერობას, ვითომ პროდასავლურობას და უნდათ, რომ ახალგაზრდების ზურგზე შემომჯდარი შემოვიდნენ სახელისუფლო სისტემაში. არც ერთი ახალგაზრდა,…

მეტი...

ზუსტად ერთ წუთში გეტყვით, როგორი რუსები ხართ და როგორ რუსულ ინტერესებსაც ატარებთ – თალაკვაძე

„რა რუსეთზე და რა ევროპაზე ლაპარაკობთ, ზუსტად ერთ წუთში გეტყვით, როგორი რუსები ხართ და როგორ რუსულ ინტერესებსაც ატარებთ“,- მიმართა ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას რუსეთის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქმედებებზე ისაუბრა. „რუსული იყო ის, ტერიტორიები რომ ჩააბარეთ, მერე რეზოლუციაზე რომ მოუწერეთ ხელი და საკუთარი ჯარისკაცები დაადანაშაულეთ ომის დაწყებაში, ხოლო შემდეგ ლარსის გამშვებ პუნქტზე რომ ხვდებოდით, შემობრძანდით ყველანიო – ეს არის რუსული პოლიტიკა. მედია რომ დაატერორეთ, დააპატიმრეთ ჟურნალისტები, ეს არის რუსული პოლიტიკა და…

მეტი...

,,არანაირი მოლოდინი არ მაქვს – ეცდებიან, ჩაატარონ ფორმალური, სიაფანდი გამოძიება” – ელისაშვილი საგამოძიებოში მივიდა

პოლიციელების მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. ელისაშვილი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში პირადად საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს ადანაშაულებს, თუმცა ამბობს, რომ გამოძიების მიმართ არანაირი მოლოდინი არ აქვს. ,,პირდაპირ მირტყამდნენ. ეს იყო ანგარიშსწორება – ძირს დაგდებულს მოდიოდნენ და ერთმანეთს წევდნენ, რომ მუხლი ჩაეზილათ და არ ვიცი, ამის გამოძიებას თუ ვერ მოახერხებენ. რაღაცა საიდუმლო და კენედის მკვლელობა ხომ არ არის, ხელის გულზე დევს ყველაფერი. სირაძე იყო აგრესიული, მან გასცა განკარგულება, რომ შეათრიეთო და შემდეგ არაფერი არ გააკეთა, რომ აღეკვეთა ეს ყველაფერი. ის ხომ საპატრულოს უფროსია,…

მეტი...

4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს

2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ბუფალოს პოლიციის დეპარტამენტმა პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ 12 წლის ჯეილენ გრიფინის ცხედარი გასულ პარასკევს სამწელიწადნახევრიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით ბიჭის ძმა ჯავაანი სახლის წინ მოკლეს 2020 წელს სამი თვის შემდეგ, რაც მისი 12 წლის ძმა გაუჩინარდა. გრიფინის დედა, ჯოან პონზო, 2023 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. როგორც მეზობლები ამბობენ, სახლში, სადაც ბიჭის ცხედარი იპოვეს, ადამიანები ხშირად მოძრაობდნენ. პოლიციამ ფულადი ჯილდოც კი დააწესა ინფორმაციის სანაცვლოდ, თუ ვინმეს რაიმე ცნობა აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით.

მეტი...

მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ლეკვები უსაფრთხოდ ამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა თვალჭრელიძის ქუჩაზე, კერძო ტერიტორიაზე ჭაში ჩავარდნილი ლეკვები უსაფრთხოდ ამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს. ,,მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის მაშველებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ჭა თავიანთი ძალებით გადახურეს. შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

გრიგორიადისის საქმის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო. შესაბამისად, კიდევ უცნობია, როდის დატოვებს ლაზარე სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, უკვე ერთი კვირაა, საქალაქო სასამართლო და პენიტენციური დაწესებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალების ოქმის გამოსაცემად საჭირო დოკუმენტს, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს, არ აწვდიან.

მეტი...

ოპოზიციაში რამდენიმე ქალი გამოირჩევა, ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, ისე დაგვახლიდნენ თავში, როგორც არაფერი – პაპუაშვილი

ოპოზიციაში რამდენიმე ქალი გამოირჩევა, ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, ისე დაგვახლიდნენ თავში, როგორც არაფერი, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესითაა დაბარებული შს მინისტრი. მას კითხვებს ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ქალებზე ძალადობის შემთხვევებზე უსავმდნენ. ,,სამწუხარო ფაქტი გვაქვს, რომ ოპოზიციაში, განსაკუთრებით რამდენიმე ქალი გამოირჩევა და ახლაც ვნახეთ ჩვენ ქალბატონი თინა ბოკუჩავას საქციელი, რომლებიც სიტყვიერად ძალადობენ, ფიზიკურად ძალადობენ და დარწმუნებული ვარ, ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, ისე დაგვახლიდნენ თავში, როგორც არაფერი, თვალსაც კი არ დაახამხამებდნენ ეს ადამიანები, ვხედავთ მათ ქცევას, მათ ზიზღს, რომელიც გადმოეფინება. მაშინ როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ეს…

მეტი...

,,იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს” – ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გადაღებულ ერთ-ერთი ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს გოგონა, საქართველოს დროშით. ,,მომავლის და საკუთარი თავის, რომ ჯერა ადამიანს, მისთვის შეუძლებელი არ არსებობს. იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს!”, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

,,კობახიძე, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, რუსულ კანონს ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება” – კრამონი

,,კობახიძე, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, რუსულ კანონს ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა X-ზე დაწერა. „ძვირფასო კობახიძე. არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. რუსულ კანონს ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას”, – წერს კრამონი.

მეტი...

რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონს – ზურაბიშვილი

რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონს, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები შეშფოთებულები არიან, – ამბობს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი LN24-თან ინტერვიუში. ,,საქართველოს დამოუკიდებლობიდან და ბევრად უფრო ადრეც, საუკუნეებით უფრო ადრე, მაგრამ განსაკუთრებით დამოუკიდებლობის შემდეგ, ყველა გამოკითხვა გვიჩვენებს რომ საქართველოს მოსახლეობის 80 %-ზე მეტს სურს ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია და ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, ამიტომ გასაოცარი არ არის ეს გამოსვლები, რადგან ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და როგორც ევროპელი ლიდერები გვპირდებიან, თუ დავაკმაყოფილებთ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, წლის ბოლოს გვექნება საშუალება დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. და სწორედ ამ დროს არის მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის…

მეტი...

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, თბილისში, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ქ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა გ.რ-ს და კ.ბ-ს. აღნიშნულის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც დაზარალებულების თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებული ვ.ს. დაედევნა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახითაფო დაზიანება მიაყენა თავის არეში. სამივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, ორი პირის, მათ შორის ს.ქ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და იგი რეანიმაციაში გადის მკურნალობას”, – ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ს. იმავე დღეს…

მეტი...

ვწუხვარ რაც მოხდა, რატომ მოხდა და როგორ, გამოძიება დაადგენს – გომელაური პოლიციელთა მიერ ელისაშვილის ცემაზე

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა ,,მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. ,,ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა, გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, ან ეს იყო, ასე მოუვიდა, ისე მოუვიდა, იმან გადაამეტა, ამან გადაამეტა თუ ვინ გააკეთა, გამოძიება დაწყებულია, რომ მერე მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რომ თქვენ ასე თქვით და ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზე, სასამართლოზე. კადრებში ნათლად ჩანდა თუ რა ხდებოდა რეალურად, გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი, ვინ ძალადობდა, ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო. არ ვიძახი, რომ ყველა ძალადობდა, ოპოზიციის ლიდერები…

მეტი...

რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! – კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მედიის კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტის გაწვევის საფუძველს ვერ ხედავს. კახა კალაძის თქმით, დასავლეთისგან მითითებები სახელმწიფოს ინტერესებისთვის საზიანო ისეთ საკითხებსაც ეხებოდა, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. „რატომ უნდა გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, ეს იქნებოდა ევროკავშირისგან დაშორება, რომ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებდით, თუ სანქციებს არ შევუერთდებოდით და მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა. ერთი რამე გავითვალისწინოთ – ყველამ უნდა ვიფიქროთ სახელმწიფოს ინტერესებზე,…

მეტი...

არანაირი უფლება არ გვაქვს, მივუთითოთ, რომელი ქვეყნის წარმოებული უნდა იყოს პროდუქცია – კალაძე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, შესყიდვის პირობებში მწარმოებელი ქვეყანა მიუთითოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. დედაქალაქის მერი თბილისის გამგეობების მიერ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის სააღდგომო ნობათების შეძენის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესყიდვა შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა. „ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს კონკრეტული პროდუქტების შესყიდვაზე. არანაირი უფლება არ გვაქვს, მივუთითოთ, რომელი ქვეყნის წარმოებული უნდა იყოს პროდუქცია. კანონს ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი და არ შეიძლება ამის გაკეთება. შესაბამისად, თუ ჩამონათვალში არის რუსული პროდუქტი, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში.…

მეტი...

დღეს მიღებული ოფშორების კანონი, რუსულ კანონთან კომბინაციაში, პირდაპირი გზაა ცივილიზაციურ ჯოჯოხეთში – ნიკა გვარამია

დღეს მიღებული ოფშორების კანონი, რუსულ კანონთან კომბინაციაში, პირდაპირი გზაა ცივილიზაციურ ჯოჯოხეთში, – წერს ,,ახალის” თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია კანონზე, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. ,,დღეს მიღებული ოფშორების კანონი, რუსულ კანონთან კომბინაციაში, პირდაპირი გზაა ცივილიზაციურ ჯოჯოხეთში. ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ. არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება, გამორიცხულია. არა რუსულ მთავრობას!”, – წერს გვარამია.

მეტი...

შს მინისტრის ინტერპელაციით მოსმენის დროს, სალომე სამადაშვილი დარბაზიდან გააძევეს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციით მოსმენის დროს, ,,ლელო საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გომელაურის განცხადებებმა გამოიწვია. ის პარლამენტთან რუსული აქციის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ძალადობაში და პოლიციის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

მეტი...

ჩვენმა ბიჭებმა მოითმინეს ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის – გომელაური

ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება მათ სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს და მიაყენებს მათ შეურაცხყოფას. „ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება მათ სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, თავს უფლება მისცეს და ესროლოს სხვადასხვა საგნები და სცადონ მათი…

მეტი...

პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი – გომელაური

მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირება არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა გარკვეული ძალების მიზანი, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ. „პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა კარგად გვესმის, რომ გარკვეული ძალების მიზანიც, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით მაშინაც, როცა უკვე სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს. აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ, მათ ოჯახის წევრებს,…

მეტი...

,,რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით პარლამენტში, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო” – პაპუაშვილი ოპოზიციას

,,რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით პარლამენტში, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სესიაზე განაცხადა და უპასუხა დეპუტატ არმაზ ახვლედიანის შეკითხვას, რატომაა პარლამენტში დაწესებული ისევ უსაფრთხოების რეჟიმი. ,,რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, გამოწვეული არის იმით, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი გამოირჩევა რადიკალიზმით, მათ შორის, წინა დღეებთან დაკავშირებით, ვნახეთ, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიიცის და ენჯეოების მიერ მოწოდებული აქციები იზრდებოდა, ყოველ ჯერზე ხდებოდა აგრესიის გამოვლენა, მათ შორის, პოლიციელების წინააღმდეგ და სხვადასხვა საგნების სროლა. ჩვენ გვაქვს შარშან მარტიდან ცუდი გამოცდილება, რომ ოპოზიცია, რომელიც არგუმენტით ვერ ჭრის, ცდილობს, რომ…

მეტი...

ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს

პარლამენტმა ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე მას უმრავლესობამ მხარი 73 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაუჭირა. კანონპროექტით, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში. ,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტით კი საქართველო შესაძლოა სანქცირებული რუსი ბიზნესმენებისთვის შავი ფულის გადამალვის ახალი კერა გახდეს. ინიციატივის მიხედვით, თუ პირი საკუთარ აქტივებს ოფშორებიდან საქართველოში გადმოიტანს, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდება. კანონპროექტი ხელმოწერისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს და “ოცნების” უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს, დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევა ძალაში.

მეტი...

„პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს“ – ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს. მსჯავრდებულებმა ყალბი ინფორმაციის მიწოდებით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე დაარწმუნეს, თითქოსდა შეეძლოთ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა, ასევე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის მოგვარება, რის სანაცვლოდაც, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას 50…

მეტი...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტების ორგანიზებით აქცია გაიმართა

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტების ორგანიზებით, ფლორიდის შტატში, კუნძულ Key West-ზე, აქცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ რუსული კანონი საქართველოში კრიტიკული მედიის მომავალს საფრთხეს უქმნის და მხოლოდ რუსული ინტერესების გატარებას ემსახურება. ,,ვფიქრობ, გასულმა 12-მა წელმა ქართული ოცნების რუსული სახე არაერთხელ დაგვანახა, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა დგას გადამწყვეტი ბრძოლის წინაშე, დღეს, ასე უტიფრად, ქართველ ხალხს აყენებენ არჩევანის წინაშე, რუსეთი ან ევროპა, ქართველმა ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა მრავალი წლის წინ, ჩვენ ავირჩიეთ ევროპა და ჩვენ მრავალი წელია ვიბრძვით, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი, ქართველმა ხალხმა ამის ფასი არაერთხელ უკვე გადაიხადა.…

მეტი...

კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, ბუნდესტაგის უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება კანონს, სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს – როთი

კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, ბუნდესტაგის უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება კანონს, სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, – წერს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი და საქართველოს პრემიერს მიმართავს. ,,ძვირფასო, კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება “უცხოელი აგენტების კანონს”. გთხოვთ გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის”.

მეტი...

,,ქალები ვირჩევთ ევროპას” – 20 აპრილს თბილისში ქალების მარში გაიმართება

თბილისში, 20 აპრილს, 17:00 საათზე, ქალთა მოძრაობა რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშს გამართავს. ,,ქალები გამოვდივართ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, გაიწვიონ რუსული კანონი! რუსული კანონით ვერ დაგვადუმებთ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს! ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობაგამოვლილი, დევნილი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ეროვნული მისია შეუსრულებია! ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა ქალების უფლებებს და ინტერესდებოდა…

მეტი...