„აგენტების“ კანონის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად აქტივისტები პარლამენტთან შეიკრიბნენ

აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობებიდან „ჯიუტი“, „ტალღა“ და „კარი“ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათ პლაკატებიც მიიტანეს წარწერებით: „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“, „თავისუფლება ლაზარეს“, „ორი წელი ჯიუტად ევროპისკენ“. შეკრებილებს სიტყვით მიმართა აქტივისმა ნატა ფერაძემ. მისი თქმით, დღეს პარლამენტთან მისვლის მიზანი ტექნიკური დეტალების შეთანხმებაა – შეიქმნება ჯგუფი, სახელად ტალღა, სადაც მოქალაქეები აქციებისთვის მოემზადებიან და გადაწყვეტილებებს დემოკრატიულად მიიღებენ, უმრავლესობით.

მეტი...

პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყველა ქალი იყო, მარტო მე ვიჯექი კაცი, ტორტის მარწყვივით – ელისაშვილი

ერთადერთი შემთხვევა იყო ლამის ჩემს ცხოვრებაში, რომ ყველა ქალი იყო, მათ შორის, პრეზიდენტი, და მარტო მე ვიჯექი კაცი, ტორტის მარწყვივით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, არჩევნებსა და მის პერსპექტივაზე. „ყველა ქალი იყო პრეზიდენტის თამადობით, ფონი იყო გადასარევი. გეგმების დასახვაზე არ გვილაპარაკია და არც სამოქმედო გეგმაზე. უბრალოდ სადილის დროს მიმოვიხილეთ, რა არის ქვეყანაში და რაღაც აზრები გავცვალეთ. ფიცი არ დაგვიდია და ხმალი არ აგვილესავს. სადილის დროს ვსაუბრობდით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე,…

მეტი...

მაკრონს, ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადას რუსეთი სამიზნეში ამოიღებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადას რუსეთი სამიზნეში ამოიღებს. აღნიშნულის შესახებ მაკრონმა პარიზში ახალი ოლიმპიური საწყლოსნო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა. „არანაირი ეჭვი არ მეპარება, მათ შორის ინფორმაციის კუთხით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ. ემანუელ მაკრონმა გასულ თვეებში უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა რუსეთის წინააღმდეგ. ის აცხადებს, რომ მოსკოვი უნდა დამარცხდეს. საფრანგეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ერთ დღეს ევროპული ჯარები უკრაინაში წავიდნენ. საფრანგეთის მთავრობამ ასევე მიიღო უფრო მკაცრი ზომები ევროპაში სავარაუდო რუსული დეზინფორმაციის მცდელობების წინააღმდეგ.

მეტი...

კანონი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დამტკიცებულია

კანონი ქალი  დეპუტატების წინააღმდეგ  დამტკიცებულია. გენდერული კვოტები პარლამენტმა  უსწრაფეს ვადაში დაამტკიცა.  “გირჩს” ოცნებასთან  გარიგებით, მხოლოდ სამი დღე დასჭირდა  პროექტის ინიციირებიდან მის კანონად ქცევამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ პარლამენტში ქალების რაოდენობა სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შემცირდება. მანამდე კი მათთვის შეურაცხყოფის მიყენება თავის თავზე ბექა ოდიშარიამ აიღო. დეპუტატმა იძულებითი ბოდიშის შემდეგ  ქალ დეპუტატებზე თავდასხმა დღესაც გააგრძელა. ბექა ოდიშარიას სამიზნე ამჯერად სალომე სამადაშვილი იყო. მართალია,  დღეს აღარ უგინებია, მაგრამ შეურაცხმყოფელი ეპითეტები ქალის დეპუტატის მიმართ არ დაიშურა. გაბრაზებულია, რომ კამერები მას გუშინ მის პირად სივრცეში უღებდნენ. ანუ გამოდის, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატი თუ თავის…

მეტი...

ლატვიის სეიმში მოითხოვენ, ოდიშარიას საპატიო კონსულის წოდება ჩამოერთვას

ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდ კოლსი მოითხოვს, რომ ქართული ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის წოდება ჩამოერთვას. ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული 2013 წელს გახდა. სოციალურ ქსელ X-ში რიჩარდ კოლსი ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა. “ბექა ოდიშარია ამჟამად ასევე არის ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში – პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას. უპატივცემულობაა ასე გაგრძელება, საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზია”, – წერს კოლსი ტვიტერზე. გარდა ამისა, ის ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს ეხმაურება. “საქართველო კვლავ უფრო და უფრო უახლოვდება კრემლს და უფრო და…

მეტი...

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა დედას, რომელიც არასრულწლოვან გოგონას აიძულებდა, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თვლიდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და მას არ გააჩნდა არჩევანის უფლება. ბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება,…

მეტი...

სტოლტენბერგი: უცხოური გავლენის აგენტების კანონის ხელახალი ინიცირების წინააღმდეგი ვარ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებისა ხელახლა დააინიციროს კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ. მისი თქმით, რუსულ კანონს უარყოფითი გავლენა ექნება მედიასაშუალებებზე და საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებად ჩამოყალიბებაში ხელს შეუშლის. “მე ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ხელახლა დააინიციროს კანონი უცხოელი აგენტებისა თუ უცხოური გავლენის შესახებ, რადგან ეს კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევის საწინააღმდეგოა. საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა დაუახლოვდეს NATO-სა და ევროკავშირს. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო იყო ევროკავშირიც. მე საქართველოში სულ რამდენიმე კვირის წინ ვიყავი და ჩემი მთავარი გზავნილი რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იყო, რადგან ცხადია და…

მეტი...

კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ ცესკო მათ პარტიას 2024 წლის არჩევნებისთვის არეგისტრირებს

„კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელით არის ცნობილი, აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის არეგისტრირებს. პარტიის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პროცედურული ნაწილი უკვე გაიარეს და ელოდებიან, როდის გამოქვეყნდება საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე რეგისტრაციის შესახებ დადგენილება. „ხელმოწერები რაც მივიტანეთ, დაგვიდასტურეს. იქეთ კვირაში საიტზე გამოჩნდება, თქვენგან არაფერია საჭიროო… [დადგენილებას] მომავალ კვირას ატვირთავენ საიტზე“, – ამბობს კონსტანტინე მორგოშია, რომელმაც რადიო თავისუფლებისთვის კომენტარის მიცემამდე რამდენიმე საათით ადრე ფეისბუკში დაწერა, რომ მისმა პარტიამ „რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა“. ცესკოში რადიო თავისუფლებას განუმარტეს,…

მეტი...

Human Rights Watch: ახალი კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალისხმევას EU-ში გაწევრიანებისკენ

“ახალი კანონმდებლობა ჩაახშობს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ”, – ამის შესახებ Human Rights Watch X-ზე წერს და “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას ეხმაურება. ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ “შემოგვთავაზა ახალი კანონი “უცხოელი აგენტების” შესახებ, რომელიც “პირდაპირ რუსული სპექტაკლიდანაა”. ორგანიზაცია წერს იმასაც, რომ “ეს ნაბიჯი სარისკოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით”.

მეტი...

რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას – ესტონეთის საგარეო უწყება

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირების გადაწყვეტილებას ეხმაურება. უწყება წერს, რომ კანონის შემოტანა, თუნდაც შეცვლილი სახელით, ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რაც ევროკავშირმა საქართველოს ორგანიზაციაში გაერთიანების გზაზე დაუსახა. “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, თუნდაც სხვა სახელით, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად გადასცა. ის საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით იხილავდნენ, „გირჩის“ ინიციირებულია და საპარლამენტო უმრავლესობაც მხარს უჭერდა. კანონპროექტით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში. პროექტი სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ვალდებულებას აუქმებს. მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. ხოლო, 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

მეტი...

ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და პარალელებს ავლებს ყირგიზეთსა და ყაზახეთთან, რომლებმაც ეს კანონი უკვე მიიღეს. ,,ყირგიზეთშიც კანონი მეორე მცდელობით, 2 დღის წინ მიიღეს. შარშან საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, პრეზიდენტმა ჟაპაროვმა კანონი გაიწვია და წელს ხელახლა შემოიტანა. მანამდე ეს კანონი მიიღო ყაზახეთმა. მოსკოვის მთავარი ამოცანა, რაც პუტინმა პირველივე შეხვედრაზე განმიმარტა, არის პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის ამოძირკვა და ამიტომ ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია. ჩვენ ახლა, როგორც არასდროს, ერთიანობა, მობილიზაცია და შეუპოვრობა გვჭირდება. ჩვენ ეს გამოგვივა! არ გავატანინებთ…

მეტი...

SHAREs პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 3 აპრილს SHAREs პროექტის ფარგლებში გაიმართა პოლიტიკის შემმუშავებელთა რიგით მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პოლიტიკის შემმუშავებელთა სამუშაო ჯგუფის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შექმნის, განვითარებისა და გაფართოების საკითხებზე მსჯელობა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკის, თბილისის მერიის და ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების წარმომადგენლები. შეხვედრაზე SHAREs პროექტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის გზამკვლევი ენერგეტიკული გაერთიანებების კონცეფციის შესახებ. შეხვედრაზე ასევე მოეწყო დისკუსია საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების დანერგვის პერსპექტივებზე და გამოწვევებზე. კერძოდ, დისკუსიის დროს შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს: როგორი…

მეტი...

ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან და რადიკალური ოპოზიციის სიბინძურეზე არ წამოეგებიან – კახა კალაძე ფეხბურთელებზე

„არცერთი სპორტსმენი და ფეხბურთელი ამ სიბინძურეზე არ წამოეგება, რადგან ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან, ფიქრობენ ფეხბურთზე, რომ ღირსეულად გამოვიდნენ მოედანზე “ – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა კონკრეტული ოპოზიციური ძალების მხრიდან ქართველი ფეხბურთელებისგან პოლიტიკური განცხადებების გაკეთების მოთხოვნას. თბილისის მერის თქმით, ქართველი ფეხბურთელები კონცენტრირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულ თამაშსა და გამარჯვებებზე. „თუ ვინმეს მართლა არაფერი გაუკეთებია და ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება იკადროს ადამიანმა, ესენი არიან რადიკალები და რადიკალების ოპოზიცია. მათ საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებასთან. პირიქით, გაიხსენეთ, ჩვენს წარმატებულ ფეხბურთლებს როგორ აგინებდნენ,…

მეტი...

ჩემთვის ჩალის ფასი აქვს იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო „დემოკრატიის შუქურა“ – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წლების განმავლობაში ქვეყანაში ევროპული ღირებულებების მთავარი პრინციპები ფეხქვეშ იყო გათელილი. ამ დროს კი, თუნდაც ზოგიერთი ევროპელი პარტნიორი არაარსებულ დემოკრატიაზე საუბრობდა. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია შიდა და გარე კრიტიკა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც კანონს აპროტესტებენ, მისთვის ჩალის ფასი აქვს. „ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე, გვინდა ევროპასთან მეტად დაახლოება. თუმცა, რა არის ევროპული ღირებულებების მთავარი პრინციპი? ეს არის დაფუძნებული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, გამჭვირვალობაზე, განსხვავებული აზრის მიღება-მოსმენაზე, საკუთრების უფლების დაცვაზე და ა.შ. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში ფეხქვეშ იყო…

მეტი...

ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებაში.

მეტი...

პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება – კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე

როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებს. მისივე განმარტებით, არავის მიეცემა საშალება, რომ ქვეყანა უკან დახიოს და წარსულში დააბრუნოს. „პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა. ესენი არიან რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ. ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს…

მეტი...

მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტის უფლება არ მისცა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით წასვლაზე უარი უთხრა. პრეზიდენტი ვიზიტს 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გეგმავდა. განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. პრეზიდენტმა მთავრობას შესაბამისი თანხმობისთვის 27 მარტს მიმართა. უცნობია მაინც გაემგზავრება პირადი ხარჯებით ზურაბიშვილი ლიეტუვაში თუ არა.

მეტი...

გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენითაც მიიღეს

პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. „გირჩის” კანონპროექტით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში. პროექტი სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ვალდებულებას აუქმებს. მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. ხოლო, 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. კანონპროექტს მხარს არ უჭერენ ოპოზიციის ნაწილი და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები.

მეტი...

გორში, სტალინის სახლ-მუზეუმიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

გორში, სტალინის სახლ-მუზეუმიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამნაღმველები და კინოლოგები შენობაში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. ცნობისთვის, იგივე მიზეზით დღეს ევაკუაცია ზუგდიდში, დადიანების სასახლეშიც გამოცხადდა.

მეტი...

დადიანების სასახლეში ასაფეთქებელს ეძებდნენ

ზუგდიდში, დადიანებისა და ნიკოსეულ სასახლეებში ევაკუაცია იყო. სამართალდამცავები შენობებში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ინფორმაცია შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ მუზეუმის დირექტორთან შევიდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შენობებში რაიმე საეჭვო მოწყობილობები არ აღმოჩნდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა და ახალ საარჩევნო ტექნოლოგიას გაეცნო, რომლის გამოყენებითაც საქართველოს მოქალაქეები ხმას მისცემენ მოახლებულ საპარლამენტო არჩევნებზე. ,,შეხვედრა მიზნად ისახავდა პრეზიდენტის ინსტიტუციაში დასაქმებული თანამშრომლების, თავად ქალბატონი პრეზიდენტის ინფორმირებას იმ ტექნოლოგიური საშუალებების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრისა და ყველა სხვა მომდევნო არჩევნებზე. ასევე გვქონდა საშუალება დემონსტრირება გაგვეკეთებინა ამ აპარატების და თავად პრეზიდენტმაც პირადად მიიღო მონაწილეობა ამ დემონსტრაციაში”, – ამბობს კალანდარიშვილი. მან კომენტარი გააკეთა არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობაზეც, უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მკაფიო პასუხი კითხვაზე ჯერაც არ მიუღიათ, იმის მიუხედავად რომ ხელისუფლება ვალდებულია ყველა ისეთ ქალაქში გახსნას უბანი, სადაც…

მეტი...

4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღეა

4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიმართვას ავრცელებს. ,,4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღეა. ეს დღე 2010 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქუჩის ცხოველების შესახებ, რომელთა ყოველდღიური ყოფა რთული და სევდიანია. მათ ცხოვრებას ჩვენ მიერ გამოხატული მზრუნველობა ამსუბუქებს, რაზეც ისინი უპირობო სიყვარულითა და ერთგულებით გვპასუხობენ. მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობა ჩვენი, ადამიანების დაუდევრობით გამოწვეული მოცემულობაა და ახლა ჩვენი ვალია, ავიღოთ პასუხისმგებლობა ვიზრუნოთ, ერთი მხრივ, მათთვის ყოველდღიური მძიმე პირობების შემსუბუქებაზე და მეორე მხრივ, არ შევუწყოთ ხელი უკვე არსებული პოპულაციის გამრავლებას. ამისათვის მნიშვნელოვანია: დაარეგისტრიროთ და…

მეტი...

ორგანიზაციები არიან გადამგდებები, ჩვენ ვართ პრინციპული ხალხი – მდინარაძე

,,ორგანიზაციები, რომლებიც თავის სიტყვას არ ასრულებენ და ამიტომ ჩვენ ჩვენი პოზიციის შეცვლა გვიწევს, ისინი არიან გადამგდებები და ჩვენ ვართ პრინციპული ხალხი. ეგ არის სიმართლე”, – ამბობს ,,ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე კითხვაზე – ,,რა ჰქვია ადამიანს, ვინც საკუთარ სიტყვას არ ასრულებს?”. ცნობისთვის, გასული წლის მარტში ,,რუსული კანონის” გაწვევის შემდეგ ,,ოცნება” ამბობდა, რომ მსგავსი კანონის მიღებას აღარ გეგმავდნენ. მათ შორის მამუკა მდინარაძე აცხადებდა – ,,შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება დამთავრდეს, ასეთი საკითხების გადათქმის დროს”.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციას და არასამთავრობოებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. როგორც პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირება იქნება. შეხვედრას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

მეტი...

„ყველა, ვინც ნაქირავები კატალიზატორით გადის ტექინსპექტირებას, ბავშვებს წამლავს“ – დავით მესხიშვილი

ყველა, ვინც ნაქირავები კატალიზატორით გადის ტექინსპექტირებას, ბავშვებს წამლავს, – განაცხადა ტექინსპექტირების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში არსებული ტექინსპექტირების ცენტრები არათანაბარი ძალისხმევით მუშაობენ. ზოგიერთი მათგანი ზედმეტად მკაცრია, ზოგიერთი კი ლოიალური, საბოლოოდ კი ისეც ხდება, რომ ავტომობილების მეპატრონენი ავტონაწილებს ქირაობენ, გადიან ინსპექტირებას და შემდგომ ისევ გაუმართავი ავტომობილებით გადაადგილდებიან. „რომელიღაც ინსპექტირების ცენტრი შეიძლება იყოს ძალიან მკაცრი, ხოლო მეორე ძალიან ლოიალური. ერთგან შეიძლება ავტომობილი „დაბრაკონ“, ხოლო მეორეგან გაატარონ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ადამიანები მანქანის ნაწილებს ქირაობენ. მაგალითად, ქირაობენ საბურავებს, კატალიზატორებს, საწვავში ურევენ სხვადასხვა ფხვნილებსა და ნივთიერებებს, რომელიც უმატებს ოქტანობას და…

მეტი...

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის ვადა იწურება. პროცესი დღეს, 18:00 საათზე დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს ახსენებს, რომ, ვადის ამოწურვის შემდეგ, 2024 წლის გამოცდებზე ისინი ვეღარ დარეგისტრირდებიან.  

მეტი...

გამოცემა Goal-მა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა

გამოცემა Goal-მა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა: „საქართველოს ეროვნული გუნდი ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად მოხვდა. ვინ იქნება ვილი სანიოლის შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე? მეკარე „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი პირველი არჩევანია, თუმცა გიორგი ლორიას ეროვნული გუნდის რიგებში ბევრად მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. შანსი „ყარაბაღის“ კარის დარაჯს, ლუკა გუგეშაშვილსაც ექნება. მცველები მარჯვენა მცველის პოზიციაზე ოთარ კაკაბაძის კონკურენტი გიორგი გოჩოლეიშვილია, მაგრამ სამკაციან დაცვით სქემაში სანიოლი უფრო ხშირად კაკაბაძეს იყენებს. დაცვის ცენტრში, გურამ კაშიასთან ერთად, საბა კვირკველია და ლაშა დვალი თამაშობდნენ. სანიოლი ნახევარმცველებსაც იშვიათად ცვლიდა. თითქმის ყველა პოზიციაზე…

მეტი...

ფეხბურთის ნაკრებს თავი დაანებონ, ევრორეკომენდაციაა ეს კანონი მათ შორის – მდინარაძე ,,რუსულ კანონზე”

ფეხბურთის ნაკრებს თავი დაანებონ, ევრორეკომენდაციაა ეს კანონი მათ შორის, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ,,რუსულ კანონზე”. ,,მოვუწოდებ ყველას, ჩვენც ასე მოვიქცევით და ყველას მოვუწოდებთ, იმ ბიჭებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნუ გავრევთ პოლიტიკურ პაექრობაში. ვიპაექროთ ჩვენ და იმ ხალხს თავი დაანებონ, ფეხბურთის თემის გამოყენებას დაანებონ თავი. სად მივდივართ?! ევროპაში, ამ კანონითაც, დიახ, ევრორეკომენდაციაა ეს კანონი მათ შორის. სად მივდივართ?! ევროპაში. გუშინ რომ არ დაგვეინიცირებინა ეს კანონი თავის ვეოტიანად გადავიდოდა იმ პერიოდში, როცა ფეხბურთები მიდის ევროპის ჩემპიონატზე, ერთადერთი გზა იყო გუშინ დაინიცირება, რომ ფეხბურთის პერიოდს არ დაწერდა ამ კანონის…

მეტი...

,,ამ კანონს ერთი მიზანი აქვს – საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი” – კრამონი

,,ამ კანონს ერთი მიზანი აქვს – საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი”, – ასე ეხმაურება  ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ,,ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას. ,,ქართულმა ოცნებამ” კრემლში მყოფი ბატონებისგან ახალი ინსტრუქციები მიიღო. იმდენად არაკრეატიულები არიან, რომ ისევ შემოიღეს იგივე რუსული კანონი, რომელზეც ქართველმა ხალხმა თქვა არა. ამ კანონს ერთი მიზანი აქვს – საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი ქვეყნის რუსულ ჭაობში შესანარჩუნებლად. ცუდი იდეაა,” – წერს კრამონი.

მეტი...

,,ოცნება” ძირს უთხრის უკვე მიღწეულ და დაფასებულ შედეგს – კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – ფოტიგა ,,რუსულ კანონზე”

,,ოცნება” ძირს უთხრის უკვე მიღწეულ და დაფასებულ შედეგს – კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – წერს ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა ,,ოცნების” მიერ ,,რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების ინიციატივაზე. ,,ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ხალხის დაყოფას წინასაარჩევნოდ, ახდენს ზეწოლას და ძირს უთხრის უკვე მიღწეულ და დაფასებულ შედეგს – კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”, – წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

იაპონიაში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ფუკუშიმას რეგიონში, 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები ივატეს, მიაგისა და ფუკუშიმას პრეფექტურებში დაფიქსირდა, ბიძგები ასევე იგრძნობოდა დედაქალაქ ტოკიოში. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. TEPCO-მ, ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის ოპერატორმა განაცხადა, რომ არავითარი დარღვევები არ გამოვლენილა დაზიანებულ ქარხანაში ან რეგიონში სხვა ადგილებში.

მეტი...

ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა

ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ტაივანში, სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 1000-ზე მეტი, 50 კი დაკარგულად ითვლება. მეხანძრეების თქმით, ქალაქ ჰუალიენის მახლობლად გვირაბებში ჩარჩენილი დაახლოებით 70 ადამიანის ევაკუირება უკვე განახორციელეს. თუმცა მათ კონტაქტი დაკარგეს ოთხ მიკროავტობუსში მყოფ 50 ადამიანთან. მაშველები სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობენ. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში კუნძულზე ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრას ასობით მეწყრული პროცესის განვითარება მოჰყვა.

მეტი...

„ეს არ არის ზღაპრის ბოლო, ეს მისი დასაწყისია!“ – გიორგი ქოჩორაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი, სოციალურ ქსელში, ისტორიული მატჩის გამორჩეულ კადრებს აზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას“ „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“. დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება, დღე, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება! ეს არ არის ზღაპრის ბოლო, ეს მისი დასაწყისია“, – წერს ფეხბურთელი.

მეტი...

EU შეგახსენებთ, საქართველოს სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა – უმაღლესი წარმომადგენელი ,,რუსულ კანონზე”

როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერმა აღნიშნა, საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ,,საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ…

მეტი...