,,შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა. “ოცნებავ”, ესეც არაა თქვენი დამსახურება, ოღონდ, დასჭირდა კრემლს საქართველო და გიყენებენ,”- ასე ეხმიანება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას ეხმიანება.
,,ხელისუფლებაში ყოფნიდან მეცამეტე წელს “ქართული ოცნება” წარმატებად გვასაღებს ომის საერთაშორისო დანაშულში ძებნილ, დასანქცირებულ, იზოლირებულ, ყველასგან მოძულებულ პუტინის ხელისუფლებასთან “შეთანხმების მიღწევას”, რომ მათმა ჯართმა თვითმფრინავებმა ფსბ-ს აგენტებითურთ საქართველოში იფრინონ. ამას გვთავაზობენ ევროპასთან ინტეგრაციის სანაცვლოდ. შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა. “ოცნებავ”, ესეც არაა თქვენი დამსახურება, ოღონდ, დასჭირდა კრემლს საქართველო და გიყენებენ,”- წერს ლომჯარია.
ცნობისთვის, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაეშვა. მოქალაქეები ფრენების აღდგენას აეროპორტში პროტესტით დახვდნენ.