,,ყველას მოგეკითხებათ სამართლებრივი პასუხი”- ნინო ლომჯარია

,,პირობს ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუშინ არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალის გამოყენება, დემონსტრანტების უმოწყალოდ ცემა და დარბევა დაუსჯელი არ დარჩეს,”- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წერს.

მისი თქმით, ყველას მოეკითხება სამართლებრივი პასუხი.

,,ეს ბოთლი დღეს აღმოვაჩინე ჩანთაში, სასწრაფოს მანქანაში მომცა ექიმმა, ჩემზე მძიმედ მყოფებს რომ დავხმარებოდი. გუშინ ათასობით მოქალაქესთან ერთად მშვიდობიანად ვიდექი პარლამენტის წინ, როდესაც გაფრთხილების გარეშე ყველა მხრიდან დაიწყო გაზის ტყვიების სროლა, გასაქცევი არსად იყო, წამებში შემეკრა სუნთქვა და თვალებში დამიბნელდა, გავიქეცი ქაშუეთის მიმართულებით, სადაც ჭყლეტა იყო, გავრბოდით და გაზის ტყვიები ფეხებში გვეცემოდა, გაჭედილობაში სუნთქვა შეუძლებელი იყო, გაზი კი იმატებდა, იმ წუთას რაზეც ვფიქრობდი იყო ის, რომ ჩემი ქვეყნის პოლიცია ჭყლეტაში მყოფ ხალხს გაზს ესროდა, საშინელი წამებისთვის და ტანჯვისთვის იმეტებდა მათ, ვისაც რუსეთი არ გვინდა ეს ქვეყანა გახდეს.

პირობს ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუშინ არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალის გამოყენება, დემონსტრანტების უმოწყალოდ ცემა და დარბევა დაუსჯელი არ დარჩეს, ყველას მოგეკითხებათ სამართლებრივი პასუხი!

პ.ს. მადლობა სასწრაფოს ექიმებს, თქვენ გუშინ იყავით სინათლის სხივი”,- წერს ნინო ლომჯარია.

მსგავსი თემები