„დადექით ისტორიის სწორ მხარეს“ – ნინო ლომჯარია

„ეშინიათ საკუთარი მოქალქეების“ – აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. როგორც ლომჯარია განმარტავს, სწორედ ამ შიში გამო მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება სასწრაფო წესით გაეტანათ სხდომაზე ე.წ. უცხოეთის გავლების აგენტების შესახებ კანონპროექტი.

„გუშინ მოიტყუა „ქართული ოცნება“, როდესაც გვითხრა, რომ ხუთშაბათს განიხილავდნენ კანონს და დღეს დაიწყეს კანონის განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების. ეს არის შიშის კანონი. ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების, რომელთა უმრავლესობის არჩევანია ევროპული არჩევანი. თანამოქალაქეებს ვეტყოდი, რომ დადექით ისტორიის სწორ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ყველანი აქციაზე“,- აცხადებს ნინო ლომჯარია.

 

მსგავსი თემები