დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა. ლისაკის თქმით, დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია. „რვა დაჭრილი ჰოსპიტალიზებულია. დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ლისაკმა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სასწავლო დაწესებულება.

მეტი...

„საოკუპაციო რეჟჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა დაკავებების უკანონო პრაქტიკა“ – ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად 2023 წელი კვლავ სირთულეებით აღსავსე იყო კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ომბუდსმენი წერს, რომ გასულ წელს განსაკუთრებით საგანგაშო იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 37 პირი (აქედან, 35 კაცი და 2 ქალი), ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 26 პირი დააკავეს (აქედან, 15 კაცი, 5 ქალი და 6 არასრულწლოვანი). სახალხო დამცველი ანგარიშში წერს, რომ 2023 წელს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა…

მეტი...

რუსი დივერსანტები თბილისში(?!)

უკვე მეორე დღეა, მთელი მსოფლიოს დღის წესრიგში სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებაა, საიდანაც გაირკვა, რომ რუსეთის მკვლელობებისა და დივერსიების დანაყოფმა თბილისში იერიში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ცოლზე მიიტანა. საქართველოს დედაქალაქში განხორციელებულ სპეცოპერაციაში ყველა რუსეთის კვალს, ხედავს გარდა საქართველოს ხელისუფლებისა. “ოცნების” ლიდერები ამ სკანდალურ ამბავს სპეკულაციას უწოდებენ და ვერც კი ხვდებიან, რატომ უნდა დაიწყოს გამოძიება. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური კი მეორე დღეა, დუმს. სუსი არათუ გამოძიებას იწყებს, ერთ განმარტებასაც კი არ აკეთებს, როგორ შემოაღწია ქვეყანაში ყველაზე საშიში დანაყოფის წევრებმა, რომლებიც 10 დღის განმავლობაში უპრობლემოდ  გადაადგილდებოდნენ.

მეტი...

“112” მოსახლეობას აფრთხილებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112” მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. “გაცნობებთ, რომ 3-4 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – აღნიშნულია მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც 112-მა მოქალაქეებს გაუგზავნა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე, საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვაც.  

მეტი...

ხობში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ხობში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. (ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

მეტი...

ბათუმში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ

ბათუმში, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. დაღუპული ბექა ნაკაიძეა. როგორც ირკვევა ახალგაზრდას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ვირუსი გახდა. გარდაცვლილს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან: „ყველაზე მწარე რეალობა სიკვდილთან დამარცხებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიცოცხლე გიხარია, ახალგაზრდა და ბედნიერი ხარ. როდესაც სხვებზე უნდა იზრუნო; სხვას შენი იმედი აქვს; მშობელს სიბერე უხარია შენით; მზე ხარ დედისთვის; როდესაც მეუღლე ხარ საიმედო; ბურჯი ხარ შვილისთვის; უბრალოდ ღირსეული ადამიანი ხარ, უნდა გეცოცხლა, მაგრამ, ბედისწერამ სხვა რამ გარგუნა, დაგამარცხა და მარადიულობას მიაბარა სახელი შენი. დედის ცრემლები, სასოწარკვეთა, უსუსურობა ბედთან, ტკივილი გაუსაძლისი, ფიქრი უფიქრებელი, ცა ჩამონგრეული, მიწა გახეთქილი… დღეს ჩემს გვარში, სანათესაოში, ოჯახში…

მეტი...

ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რითაც სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე მცირდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის­ უმაღლესი რადას ვებგვერდი ავრცელებს. კანონის თანახმად, მობილიზაციის ასაკი 27 წლიდან 25 წლამდე მცირდება. შესაბამისი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონპროექტის თანახმად, კანონპროექტი პრეზიდენტის ხელმოწერით უმაღლეს რადაშია დაბრუნებული. ცნობისთვის, უმაღლესმა რადამ აღნიშნულ კანონპროექტს 2023 წლის 30 მაისს დაუჭირა მხარი.

მეტი...

წალენჯიხაში ხანძარია (ვიდეო)

წალენჯიხაში, ნაკიფუში ხანძარია, ცეცხლი თხილნარში გაჩნდა. სახანძრო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან.  

მეტი...

„საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა“ – ლევან კობიაშვილი

საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა, – ამის შესახებ სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა. „რამდენიმე მედიასაშუალებამ მომეტებული ინტერესი გამოხატა იმის შესახებ, მიიღო თუ არა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ მილოცვა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. მინდა ვუთხრა ამ თემით დაინტერესებულ მედიას, რომ საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა და მადლობა გადაგვიხადა ამ უდიდესი წარმატებისთვის. ბიძინა ივანიშვილი ათეულობით წლების განმავლობაში ახორციელებდა ქველმოქმედებას ისე, რომ მისი სახელი და გვარიც კი არავინ იცოდა და რა გასაკვირია, რომ გულითადი მილოცვა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ყოველგვარი…

მეტი...

“შეფ, რა ჰქვია იმას? გოჯი ბერი! გო-ჯი ბე-რი! გო-ჯი ბე-რი!..” – ის­მის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გასახდე­ლი­დან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კად­რებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. გა­დამ­წყვეტ მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა სა­ბერ­ძნე­თი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ით და­ა­მარ­ცხა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქვე­ყა­ნა­ში ზე­ი­მი დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ჩვე­ნი მკი­თხვე­ლიც ჯი­უ­ტად გვთხოვს, რომ კვლა­ვაც შევ­თა­ვა­ზოთ სტა­ტი­ე­ბი ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე. ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ, კი­დევ ერთი მკი­თხვე­ლის სურ­ვი­ლით მო­ვამ­ზა­დოთ სტა­ტია, თუ რა არის გოჯი ბერი, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის წევ­რებს ის გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ, მას მერე, რაც მათ­მა შეფმ­ზა­რე­ულ­მა კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლურ­მა ნაკ­რე­ბის მე­ნი­უ­ში შე­ი­ტა­ნა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის კვე­ბა­ზე სწო­რედ შეფი კონ­სტან­ტი­ნე ზრუ­ნავ­და. “შეფ, რა ჰქვია იმას? გოჯი ბერი! გო-ჯი ბე-რი! გო-ჯი ბე-რი!..” –…

მეტი...

შოიგუ ადასტურებს რუსეთის სამხედრო ფლოტის ყველა მეთაურის შეცვლას

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ფლოტის სარდლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ აცხადებს. სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურად დაინიშნა ადმირალი ალექსანდრე მოისეევი, რომელიც მანამდე ჩრდილოეთის ფლოტს ხელმძღვანელობდა. ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურის ვაკანტური ადგილი კი ვიცე-ადმირალმა კონსტანტინე კაბანცოვმა დაიკავა. შავი ზღვის ფლოტის სარდლად კი ფლოტის შტაბის ყოფილი უფროსი, ვიცე-ადმირალი სერგეი პინჩუკი დაინიშნა. ზოგიერთი ამ ცვლილების შესახებ უკვე წერდნენ რუსი სამხედრო ბლოგერები და ჟურნალისტები. 2 აპრილს კი შესაბამისი ცვლილებების შესახებ ხელმოწერილ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებებზე, სამხედრო უწყების თანახმად, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სელექტორულ თათბირზე გამოაცხადა. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში ცვლილებები ხდება უკრაინასთან ომში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წარუმატებლობის ფონზე.…

მეტი...

ნარკოდანაშაულში ბრალდებულს თელავის სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს „ბუპრენორფინს“ და „გამომშრალ მარიხუანას“. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ ნაწილი მან თბილისში გაასაღა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი (3 ეპიზოდი) და მე-4 ნაწილებით (2 ეპიზოდი) (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ…

მეტი...

აგვისტოს ომში მონაწილებისთვის, ნაწამები და მოკლული არჩილ ტეტუნაშვილის მკვლელები დღემდე დაუსჯელები არიან – ის დღეს 41 წლის გახდებოდა

არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც რუსული საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკემ იმსხვერპლა, დღეს 41 წლის გახდებოდა, საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების ორ თანამშრომელს. დაუსწრებლად ბრალდებულები არიან ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი დავით გურწიევი და ე.წ. უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსი ალიკ ტაბოევი. მათ ბრალად ედებათ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად კიდევ ორი მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაც. 2018 წლის 20 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან დატოვა ზემოხსენებული ტერიტორია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ არჩილ…

მეტი...

ერთი წელი გავიდა, მიხეილ მაზანაშვილის გარდაცვალეიბიდა – ის ბახმუტთან დაიღუპა

29 წლის მიხეილ მაზანაშვილი, შარშან 31 მარტს უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან, წინა ხაზზე ინტენსიური ბრძოლისას, სავარაუდოდ, ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ოჯახის მაზანაშვილი წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი უკრაინაში იბრძოდა. გარდაცვლილ მებრძოლი გორის რაიონის სოფელ ზერტიდან იყო. „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა მებრძოლს იხსენებს: „1 წელი გავიდა ქართველი გმირის დაღუპვიდან უკრაინაში, მიხეილ მაზანაშვილი. დიდება შენს სახელს! დიდება გმირებს!“ – წერს ქაცარავა. ბახმუტთან შარშან აპრილში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

მეტი...

,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის დამკვეთებამდე აუცილებლად მივაღწევთ – პუტინი

,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის დამკვეთებამდე აუცილებლად მივაღწევთ, – ამის შესახებ პუტინმა რუსეთის შსს-ს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ არა მხოლოდ უშუალო დამნაშავეები, არამედ ჯაჭვის ყველა რგოლი და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დამკვეთებამდე”, – აცხადებს პუტინი. შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, პუტინი მაინც ამტკიცებს, რომ მომხდარის უკან უკრაინა დგას.

მეტი...

სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, სტამბოლის ცენტრში ღამის კლუბში ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია და მომხდარზე დაიწყო გამოძიება. როგორც სტამბოლის გუბერნატორმა განაცხადა, ხანძარი 16 სართულიანი შენობის პირველ სართულზე, სავარაუდოდ სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

მეტი...

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს

სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, მეუღლე – 1987 წელს დაბადებულ მ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ნ.ხ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, –…

მეტი...

დედას 4 წლის შვილის მკვლელობაში ედება ბრალი – მან პოლიციას ცრუ ჩვენება მისცა

გაუჩინარებული 4 წლის შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვაშინგტონში ქალი დააკავეს. ბიჭის ცხედარი გზატკეცილზე იპოვეს. პოლიციის ცნობით, 27 წლის ჯანეტ გარსიას ბრალდება ედება პირველი ხარისხის მკვლელობაში. ბიჭი ოთხშაბათს გაუჩინარდა, დედამისი კი მალევე დაასახელეს ეჭვმიტანილად. როგორც აღმოჩნდა, გაუჩინარების შემდეგ დედამ პოლიციაში „ცრუ და შეცდომაში შემყვანი განცხადებები გააკეთა“. ცხედარი აღმოაჩინეს ფართო ჩხრეკის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდა 100-ზე მეტი ოფიცერი. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

მეტი...

საფრანგეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

მოსკოვის ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ქვეყნის პრემიერ მინისტრის განკარგულების მიზეზი, მოსალოდნელი ოლიმპიადაცაა, რომელსაც საფრანგეთი რამდენიმე თვეში უმასპინძლებს. დაცვა განსაკუთრებით გაძლიერდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ვაგზლებსა და აეროპორტებში, ასევე რელიგიური ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე.

მეტი...

როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა – „ნაპოლი“ ინფორმაციას ავრცელებს

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს: „სააღდგომო დასვენების შემდეგ, „ნაპოლიმ“ ვარჯიში დღეს, შუადღისას განაახლა და Sscn Konami-ის ცენტრში ივარჯიშა. გუნდი კვირას, „მონცასთან“ გასამართი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 15:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) არის დაგეგმილი. ფეხბურთელებმა, თავდაპირველად, ფიზიკური ვარჯიში ჩაატარეს, შემდეგ კი ტაქტიკურ ნაწილში ივარჯიშეს. სესია პატარა მოედანზე თამაშით დაიხურა. რაც შეეხება კვარაცხელიას, მან მოედანზე ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა საქართველ-საბერძნეთის მატჩში მიიღო, რომელშიც ვილი სანიოლის გუნდმა პენალტების სერიაში, 4:2 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ტრავმის გამო, ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ს…

მეტი...

მდუმარე დეპუტატების 100%-იანი შემადგენლობა მამაკაცებია – ალეკო ელისაშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომ ამ მოწვევის პარლამენტის 18 წევრს, 10-ს – მმართველი პარტიიდან და რვას – ოპოზიციიდან, ხმა არ ამოუღია 2022 წელს. პარლამენტი კი ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც ადგილი, სადაც ლაპარაკობენ. მათგან 18-ვე მამაკაცია ანუ მდუმარე დეპუტატების 100%-იანი შემადგენლობა მამაკაცებია“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ეს კვლევა იმაზე მეტყველებს, რომ ქალები პარლამენტში აქტიურები არიან. „ქალები მმართველი პარტიიდანაც აქტიურები არიან და ოპოზიციიდანაც, შესაბამისად, გენდერული კვოტების გაუქმება უცნაურად ჩანს. კვოტების გაუქმება კი არა, საქართველოს პარლამენტის წევრების რაოდენობაა შესამცირებელი. ეს სტატისტიკაც, რომ 2022 წელს 18…

მეტი...

თქვენი ზედაპირული განცხადებებით ფეხბურთელების დიდ გამარჯვებას ვერ მიეტმასნებით – ანა ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“

„რეალობას თვალი გაუსწორეთ! ვერ მიეტმასნებით თქვენი ზედაპირული განცხადებებით მათ დიდ გამარჯვებას. საქმეა ამ ქვეყანაში საკეთებელი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაჩვენეს ქომაგებმა იმ დღეს, ძალიან ცხადად და ნათლად, რომ თქვენ მიიღებთ დამსახურებულ არას და ეს ასპარეზი გადავა იმ ადამიანებს ხელში, რომლებსაც ძალიან კარგად და სრული პასუხისმგებლობით გვესმის ქვეყნის და ერის წინაშე ის უდიდესი ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ასევე, ვიზეიმებთ მთელი საქართველოს ძალიან დიდ გამარჯვებას“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე. როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთელებმა ბევრი შრომით ევროპულ ასპარეზზე…

მეტი...

სანამ ვეტინგზე თითს დაგვიქნევენ, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას – მდინარაძე

სანამ ვეტინგზე თითს დაგვიქნევენ, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას, რომელი ქვეყანაც გააუბედურა ამ კაცმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ვეტინგებს და სხვა თემებს რომ ჩაგვჩიჩინებენ, ჩვენ, რომ ვხურავთ და ისინი არ გვახურვინებენ და გვეუბნებიან არ დახუროთო და თითს რომ გვიქნევენ, ჯერ მიხედონ ადეიშვილს, უსასტიკეს, სისხლიან დამნაშავეს, მწამებელს და ადამიანების გაუპატიურების შემკვეთ დამნაშავეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება დღეს ევროპის ქუჩებში. მას მიხედონ და ობიექტურობაზე მერე ვილაპარაკოთ. ამაზეც ჩვენ ჩვენი რეაქციები გვექნება. უკვე მართლა ბოლო წვეთები გადმოდის იმ ფიალიდან, რომლის ატანაც არ შეიძლება. როგორ შეიძლება, შენ გეუბნებოდეს ვიღაც,…

მეტი...

ემიგრანტების სვე-ბედი რომ გადარდებდეთ ალბათ სხვაგვარად მოიქცეოდით – ბექა ოდიშარია ანა დოლიძეს

„სამწუხაროდ გრძელდება ემიგრანტების თემით მანიპულაცია. როზნერის შედგენელი მესიჯბოქსი ვირუსულად ვრცელდება და გუშინ ვიხილე კიდევ ერთი ემიგრაციის ახალგამომცხვარი გულშემატკივარი, რომელმაც ჩემი აბსოლუტურად რეალისტური და მართლაც გულწრფელი მიმართვა დიასპორისადმი კონტექსტიდან ამოგლიჯა, დაამახინჯა და გადააკეთა. მე განვაცხადე, რომ ვისურვებდი დიასპორა უფრო აქტიურად იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში. გარდა სახელმწიფოებრივი ინტერესისა, მაქვს პარტიული ინტერესიც, რადგან მხარდამჭერთა პროცენტული ოდენობა საზღვრებს შიგნით და საზღვრებს გარეთ პრაქტიკულად იდენტურია“, – ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი მოხარული იქნება თუ დიასპორაც მიიღებს მონაწილეობას ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაში. „ეს იქნება გარანტი მშვიდობის, ეკონომიკური…

მეტი...

შეკვეთილი სტატიაა, დაანებეთ ბიძინა ივანიშვილს თავი – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, Daily Mail-ის სტატია ბერა და ბიძინა ივანიშვილებზე ,,შეკვეთილია”. სტატიაში საუბარია, რომ ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში მამის ქონების სანქციებისგან დასაცავად პირობებს ქმნის. ,,ამის მიხედვით დასკვნების გამოტანა არის უკიდურესი სისულელე და არის შეკვეთილი სტატია ცალსახად. დაანებეთ ამ კაცს თავი. ბატონი ბიძინა არის კაცი, რომელიც ვერ მოინელეთ ვერასდროს და ეხლა გადახვედით შვილზე და შეკვეთილ სტატიებზე. სისულელეებია, დასანქცირებულია მეტი რა უნდა დაასანქცირონ კაცო, ორი მილიარდი დოლარი რომ გაუჩერეს შვეიცარიის ბანკში. სანქცია თქვენ მე მგონი უნდა ესროლონ ადამიანს თოფი ეგ გგონიათ”, – თქვა მდინარაძემ. ბერა ბრაზილიაში პირობების შესაქმნელად გაგზავნეს, იმ…

მეტი...

მუზეუმი 2000-ზე მეტი რელიქვიით

ინდუსტრიული მუზეუმი ლიუჟოუში – Liuzhou Industrial Museum

მეტი...

ფინეთში, სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა

ფინეთის სკოლაში, სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მძიმეა დაჭრილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ქალაქ ვანტაას სკოლის საკლასო ოთახში მოხდა. სროლისთვის დაკავებულია 12 წლის ბავშვი. სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილი სკოლიდან გაიქცა, თუმცა მალევე დააკავეს. მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.

მეტი...

„რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ასეთი მძიმე ეკონომიკური ფონი არ ყოფილიყო ქვეყანაში?“ – გიორგი ვაშაძე

„მინდა უმრავლესობის წევრებს დავუსვა კითხვა – თქვენ, რომ 600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თავს დასაქმებულად ჩათვლიდით? თქვენ 600 ლარით შეძლებდით თქვენი ოჯახის შენახვას?“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ვისი ხელფასიც 600 ლარამდეა, რეალურად უმუშევრად ითვლება, რადგან გაზრდილი ფასების ფონზე, აღნიშნული თანხით ცხოვრება უჭირს. „დღეს საქართველოში 150 ათასზე მეტ ადამიანს 600 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი. დღეს საქართველოში უმუშევარია 261 ათასი ადამიანი. გაზრდილი ფასების პირობებში, ფაქტობრივად, დაბალი ხელფასი უმუშევრობის ტოლფასია, რადგან ვერაფერს ყიდულობს ადამიანი. სწორედ ამიტომ არის, რომ 800 ათასი ჩვენი თანამემამულე, თქვენი მმართველობის პირობებში, ქვეყნიდან გავიდა. მე კითხვას…

მეტი...

3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმული ღელვა

3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.

მეტი...

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. მემორანდუმის მიზანია საჯარო ადმინისტრაციული საქმიანობის ხელშეწყობა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რეგულირებას დაქვემდებარებულ სფეროებში სტატისტიკური და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა. კერძოდ, საქსტატი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას უზრუნველყოფს კომისიის ინტერესების სფეროში შემავალი არსებული სტატისტიკური პროდუქტებით, ხოლო კომისია საქსტატს მიაწვდის მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ ინფორმაციას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით მემორანდუმის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მხარეებს…

მეტი...

ჩვენს გმირ ფეხბურთელებთან ერთად ამ გამარჯვებას ჰყავდა მოედნის მიღმა გმირები – პაპუაშვილი

„ჩვენ მასშტაბური მოვლენის მომსწრე და მონაწილე გავხდით. ისტორია ჩვენს თვალწინ თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. მან ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ ფეხბურთს, თავისი მდიდარი ტრადიციებითა და მემკვიდრეობით გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენს საზოგადოებაში. „ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს თავისუფლების ჟინს ჩვენი ხალხი ფეხბურთის გულშემატკივრობით იკლავდა და ოცნებობდა დღეზე, როდესაც ქართული დროშა საერთაშორისო საფეხბურთო ასპარეზზე ამაყად აღიმართებოდა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამ ათწლეულზე მეტია ველოდებით იმ დღეს, როდესაც საქართველო ევროპის საუკეთესო…

მეტი...

ძლიერ ქარს პოლონეთში 5 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერ ქარს პოლონეთში 5 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით მოხდა, სტიქიამ ხეები მოგლიჯა და შენობებს სახურავები ახადა. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მეტი...

სკოლაში 12 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა – დაჭრილია სამი ბავშვი

სამი 12 წლის ბავშვი დაიჭრა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის მახლობლად სკოლაში სროლის შედეგად. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი, ასევე 12 წლის ბავშვი, დაკავებულია. ინციდენტი ქალაქ ვანტააში, ვიერტოლას დაწყებით სკოლაში, ჰელსინკიდან ჩრდილოეთით 18 კილომეტრში მოხდა. სკოლას დაახლოებით 800 მოსწავლე ჰყავს 1-დან მე-9 კლასებს შორის, განაცხადა ფინეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა YLE-მ.

მეტი...

გამოწვევაა ციხეებში გადატვირთულობა, არასათანადო მოპყრობისა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, 386 გვერდიან ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. ,,ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპაციას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს – კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას; საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასა და დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის უშუალო მონაწილეთა დაუსჯელობას, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა…

მეტი...

,,აშშ-ის მოქალაქეებზე რუსეთის თავდასხმები კიდევ ერთი შეხსენებაა, როგორ ღრმად შეტოპავს პუტინი, რომ აშშ-ს ზიანი მიაყენოს” – სენატორი რიში

,,აშშ-ის მოქალაქეებზე რუსეთის თავდასხმები კიდევ ერთი შეხსენებაა, როგორ ღრმად შეტოპავს პუტინი, რომ აშშ-ს ზიანი მიაყენოს”, – ასე ეხმაურება სენატორი ჯიმ რიში გავლენიანი გამოცემების გამოძიებას, რომლის მიხედვითაც, “ჰავანას სინდრომი”, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ანომალიურ ინციდენტებს გულისხმობს, შესაძლოა, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) 29155-ე ქვედანაყოფის წევრების მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით იქნას გამოწვეული. ,,აშშ-ის მოქალაქეებზე რუსეთის თავდასხმები კიდევ ერთი შეხსენებაა, როგორ ღრმად შეტოპავს პუტინი, რომ ამერიკას ზიანი მიაყენოს. ამის იგნორირება ან სხვა მხარეს გახედვა სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს”, – წერს სენატორი X-ზე.

მეტი...

2 აპრილს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა

2 აპრილს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. ქართველი გმირი დღეს 41 წლის გახდებოდა. ყოფილი სამხედრო რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს. მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 23 თებერვალს გასაჯაროვდა. ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

მეტი...