„უნდა განვიხილოთ წერტილოვანი სანქციები“ – ევროპარლამენტარი

ევროდეპუტატი ანა ფოტიგა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროეტის“ გამო საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრობს. როგორც ევროდეპუტატი აცხადებს,  უნდა განიხილონ წერტილოვანი სანქციები. „ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გავაცნობიერეთ რა ქართველი ხალხის ნება. ქართველი ხალხის ნება უკვე მძიმედ დაირღვა ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა წარდგენით… “ჩვენ უნდა განვიხილოთ წერტილოვანი სანქციები – პირველ რიგში, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ.

მეტი...

სტუდენტები მსვლელობით ევროკავშირის ოფისისკენ დაიძრნენ

საპროტესტო აქცია სლოგანით „არა რუსულ კანონს“ გრძელდება. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი სტუდენტები და ახალგაზრდები მავლელობით ევროკავშირის ოფისისკენ მიდიან. ისინი  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ბრძოლა არ შეწყდება. მათი თქმით, დღევანდელი მთავრობა არაევროპულია და აქცია ევროპავშირის ოფისთან გაგრძელდება, სადაც განცხადებები გაკეთდება.  

მეტი...

„ქართული ოცნება“ რუსული ოცნებაა“ –  ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მწვავე განცხადებებს აკეთებენ. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“  რუსულ ინტერესებთან აიგივებენ და აცხადებენ რომ ეს სწორედ „რუსული ოცნებაა“ „ყველა ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” მაქსიმალურად დაეცა, ისინი კიდევ უფრო დაბლა დაცემით მაოცებენ.  “ქართული ოცნება” რეალურად რუსული ოცნებაა”. როდესაც 83-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსულ კანონს, ეს დემოკრატიას არ ნიშნავს. და ამ 83 ღილაკის დამჭერი მარიონეტების მმართველი ივანიშვილია.  მარიონეტების მმართველის მარიონეტების მმართველი კრემლში ზის“ –  ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ფონ კრამონმა გააკეთა.

მეტი...

„ღარიბაშვილისა და ვაჟა სირაძის მიმართ უნდა იყოს გამოყენებული სანქციები“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მწვავე განცხადებები კეთდება. გარკვეული დეპუტატები ე.წ. რუული კანონის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების ცალკეული პირებისთვის სანქციების გამოყენებას ითხოვენ. “მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, წერტილოვანი მიზნობრივი სანქციები გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ –  ღარიბაშვილისა და ვაჟა სირაძის მიმართ უნდა იყოს გამოყენებული სანქციები, რომლებიც მოქმედებენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ,“ – ეს ანცხადება ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუს გაკეთა. მისი შეფასებით, მსგავსი კანონი  რუსულ ავტორიტარიზმზეა დამიზნებული.  

მეტი...

“თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს ევროკავშირის წევრობას“ – ვერპარლამენტარი

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ხდება სულ უფრო მეტად არალიბერალური და ანტიევროპული. სამწუხაროდ, „უცხოური აგენტების“ კანონი კიდევ ერთი მაგალითია იმ გზის, რომელსაც, როგორც ჩანს, საქართველო მიჰყვება“ – ეს სიტყვები ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ეკუთვნის. დეპუტატმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე აღნიშნა, რომ თუ საქართვეო ამ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს ევროკავშირის წევრობას. „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს. საქართველოს არსებული ხელისუფლება, მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, ასევე, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირს შეუერთდეს. სამწუხაროდ, ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს განსხვავებულია. სამწუხაროდ, საქართველოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით უკან დაიხია უკანასკნელი…

მეტი...

„ჭურჭელს ეძახიან ქალს, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერებით ჩაუსახავენ ბავშვს“ – მამუკა მდინარაძე

რაჭაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყოფებოდნენ, კონსტიტუციის პროექტის განხილვა საკამათო გახდა.  კერძოდ, საკონსტიტუციო განხილვის ის ნაწილი, სადაც აბორტსა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე მსჯელობდნენ. როგორც მამუკა მდინარაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, აბორტები სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში შესაძლებელია, თუმცა, სხვა  შემთვევაში საკამათოა. „ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც წელს ჩვენ ვაპირებთ, ვიმსჯელოთ. და რაღაც შედეგამდე მივალთ. მათ შორის ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. არც იმას დაგიმალავთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებთან გარკვეული დისკუსია, კამათი გვქონდა ამასთან დაკავშირებით… მათ უფრო ხისტი მიდგომა აქვთ, ჩვენ უფრო შედარებით რბილი მიდგომა გვაქვს, იმიტომ, რომ ბევრი უშვილო წყვილია, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა…

მეტი...

ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილისა და დეპუტატების სანქცირების რეზოლუციის დოკუმენტს იხილავს

ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება. კენჭისყრაში მონაწილეობას ევროპარლამენტარებთან ერთად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელიც მიიღებს. რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც მხარი დაუჭირა კანონს”; “კიდევ ერთხელ იმეორებს თავის მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსადმი, განიხილოს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება”; ევროკომისიას მოუწოდებს, რომ საქართველოსთვის მთელი ფინანსური დახმარება დამოკიდებული გახდეს იმაზე, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იქნება…

მეტი...

დეპუტატი ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსულობიდან გაათავისუფლეს

მმართველი პარტიის წევრი, დეპუტატი ბექა ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული არ არის. ის საპატიო კონსულის პოზიციიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ლატვიის საგარეო სამინისტროს გვერდზეა განთავსებული, სადაც  ოდიშარია  ჩამონათვალში არ არის. ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჰარდს კოლსმა მიმართა.  აღნიშნულის მიზეზი საქართველოს პარლამენტში ბექა ოდიშარიას მხირიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით უხამში და შეურაცხმყოფელი გამონათქვამი გახდა.      

მეტი...

რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს საქართველოში, აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ

რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც  კომიტეტის ხელმძღვანელი, ვასილი პისკარევი აცხადებს, საქართველოში მყოფმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისგან. „საქართველოში მცხოვრები რუსები ამ დღეებში მასიურად მონაწილეობენ ქუჩის საპროტესტო აქციებში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. ვურჩევ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავს აქციებში მონაწილეობისგან, არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება და გარე ძალების ხელში, რომლებიც სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ, ინსტრუმენტად ქცევა“, – აცხადებს პისკარევი.  

მეტი...

ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (Tunnel Boring Machine) ანუ გვირაბის საბურღი დანადგარით წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას. ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე 7 730 მ-ზეა გაჭრილი. ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. მოცემულ ეტაპზე, 9 კმ-იან გვირაბში დაიწყება საბოლოო მოსახვის, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟისა…

მეტი...

ქალმა ორთაჭალის სასაფლაოზე ბავშვის ჩამარხული ფოტო იპოვა, რომელზეც ბოქლომია მიბმული – რას წერს მოქალაქე

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საფლავზე ნაპოვნი ფოტოს შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მასზე, დაახლოებით, 2-3 წლის ბავშვია გამოსახული. „მეგობრის დედამ მამამისის საფლავზე იპოვა ეს ჩამარხული, ფონიჭალის სასაფლაოზე, ბავშვია სურათზე, როგორც ჩანს, დიდი ხნის ჩამარხულია… როგორ მივაგნოთ ამ ბავშვის მშობლებს, რომ გავაგებინოთ… არ ჩანს ბავშვი კარგად, 2-3 წლის იქნება, დაახლოებით… იქნებ ვინმემ მაინც იცნოს“, – წერს მოქალაქე.

მეტი...

,,ჩემი შვილი ჩემმა დისშვილმა სოფლიდან გაიყვანა და მოძალადეები დაახვედრა” – სასულიერო პირზე თავდასხმა ფონიჭალაში

ფონიჭალაში ადგილობრივ სასულიერო პირს ვიდად ქურბანოვს ჯგუფურად თავს დაესხნენ, სცემს და თავის არეში ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანებები მიაყენეს. სასულიერო პირი ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული. თავდამსხმელების ვინაობა დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ცნობილია. დაპირისპირებაში სასულიერო პირის დეიდაშვილი ფიგურირებს: ,,ჩემი შვილი მედრესეში ასწავლის. სამი დღის წინ ჩემმა დისშვილმა დაურეკა, მიაკითხა და მანქანაში ჩაისვა. ჩემმა შვილმა არ იცოდა რას უპირებდა, იმ სოფლიდან შორს გაიყვანა, დახვდნენ და მოძალადეები დაახვედრა. ძველი ჩხუბის გაგრძელებაა როგორც ვიცი. ჩემმა დისშვილმა ჩემს შვილს ბლაგვი საგანი ჩაარტყა სახეში, შემდეგ მას წიხლებით სცემეს, ჩემი შვილის მოკვლა უნდოდათ”, – ამბობს დაჭრილის დედა.…

მეტი...

მე-15-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მარწყვის ბაღი მოეწყო – პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდადებულებს ხელფასის სახით დაერიცხებათ

მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პენიტენციურ დაწესებულებებში აგრარული მიმართულებით პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ,,მე-15-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ღია გრუნტზე მარწყვის ბაღი მოეწყო. საზაფხულო სამუშაოები სხვა დაწესებულებებშიც დაიწყო. სასოფლო-სამეურნეო პროექტების ფარგლებში, მოსავლის რეალიზაცია რამდენიმე ობიექტში ხდება. პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდადებულებს ხელფასის სახით დაერიცხებათ. პროექტის მიზანი მსჯავრდადებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, ახალი პროფესიული უნარების განვითარება და მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის – პრემიერი

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დებატებს შეეხებოდა. მისივე განცხადებით, სამწუხაროდ სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში და არ შეიძლება მაგალითად რასა იუკნევიჩიენე წარმოადგენდეს ევროკავშირს. „თქვენ გახსოვთ 3 რეზოლუცია, სადაც ისინი კეზერაშვილს აცხადებდნენ მაგალითად საწყალ დევნილად, სადაც აცხადებდნენ სააკაშვილს და გვარამიას პოლიტპატიმრებად და სადაც ითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა არავითარი ფასი აღარ აქვს საზოგადოების თვალში ევროპარლამენტის რეზოლუციებს. სამწუხაროდ სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში, რომლებიც საბოლოო…

მეტი...

უფრო აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ბიზნესმენებისგან მეტი შემოწირულება მოვიზიდოთ, არჩევნებს სჭირდება დაფინანსება – კობახიძე

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2004-2012 წლები გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტით გამორჩეული. „ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. 2004-2012 წლები თუკი რამით იყო გამორჩეული, გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტი. ბიზნესი დრეს არის თავისუფალი და რა თქმა უნდა, ამას…

მეტი...

ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე – კობახიძე

ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ იქნება რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტიც – ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობაზე, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დემოკრატიული პროცესი ითვალისწინებს იმას, რომ კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში, ქვეყნის შიგნით. „ჯოსეფ ბორელი მათ შორის, და არა მხოლოდ დიპლომატი, არამედ ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს პარლამენტი, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. ანუ დღეს ჯოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ…

მეტი...

ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას – პრემიერი

ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ენჯეოების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, რათა საზოგადოება იყოს ინფორმირებული. „ინფორმირებული საზოგადოება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მყარად იყოს დაცული, შესაბამისად, ეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული საზოგადოებას. საზოგადოებას უნდა მეტი ინფორმაცია ენჯეოების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მათ შორის იმისთვის, რომ მოხდეს ისეთი მოვლენების პრევენცია, რასაც ჰქონდა ადგილი 2020-2021-2022 წლებში. ამ კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა, მით უმეტეს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ვერავინ, ვერავითარი…

მეტი...

გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში – კობახიძე

გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ. „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი, აქაც იგივეა – აქ ენჯეო დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა…

მეტი...

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. ალექსანდრე მესხი, კლინიკის თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. ,,როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ახალი ხელმძღვანელი სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს. ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე მესხს, წარმატება უსურვა და სამინისტროს სახელით, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალმა დირექტორმა, მიხეილ სარჯველაძეს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, კლინიკის გუნდთან ერთად, აქტიურად იმუშავებს. ალექსანდრე მესხი ეკონომიკის მაგისტრია. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, სადაც სხვადასხვა წლებში, წამყვან მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. 

მეტი...

საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი რეიტინგი გაზრდილია და აჭარბებს 60%-ს – კობახიძე

ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას შემდეგ მმართველი პარტიის რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს აჭარბებს 60%-ს. „ყველა ხედავთ, რომ ძალიან ბევრი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით და ესენი არიან არსებითად ის ადამიანები, რომლებიც სწორედ რომ პოლიტიკურად არიან გაკოტრებულები და რომლებსაც არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. მაგალითად, რადიკალური ოპოზიცია, რომლის რეიტინგი არის რადიკალურად შემცირებული, საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ასევე ენჯეოები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, მაშინ, როდესაც ამ…

მეტი...

თბილისში, ერთ-ერთი პიცერიიდან აღებულ ქათმის ფილეს ნიმუშში სალმონელოზი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში – პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium. პიცერიაში ჩატარდა ინსპექტირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს „სიფუდ გრუპ თელავი“ (ს/კ 431167364, მის: თელავის რაიონი, სოფ. კისისხევი, მწარმოებელი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარხნის კოდი 3700/03262). სააგენტომ შპს „TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა,…

მეტი...

ქალმა გარდაცვლილი ბიძა ბანკში მიიყვანა, რომ მის სახელზე სესხი აეღო (ვიდეო)

ბრაზილიელმა ქალმა გარდაცვლილი ბიძა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლით მიიყვანა ბანკის ფილიალში, რათა ცოცხალ ნათესავად გაესაღებინა და მის სახელზე სესხი აეღო. ადგილობრივი გამოცემა O GLOBO წერს, რომ ქალი, სახელად ერიკა დე სოუზა ვიეირა ნუნესი, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ბანკში მივიდა და ითხოვა სესხი ბიძის, 68 წლის პაულო რობერტო ბრაგას სახელზე. მან 17 ათასი ბრაზილიური რეალი მოითხოვა. საუბრისას ბანკის თანამშრომლებმა პოტენციური კლიენტების ქცევაში უცნაური მომენტები შეამჩნიეს – ბიძა სრულიად ფერმკრთალი იყო და კარგად არ გამოიყურებოდა, ხელები და თავი გამუდმებით უვარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დისშვილი გულმოდგინედ წარმოაჩენდა, რომ მამაკაცთან ურთიერთობდა. კადრებში ჩანს, ქალს ახლობელს…

მეტი...

ისტერიული აგონიაა – რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

ისტერიული აგონიაა, რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რადიკალური ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ ფეიკ კამპანიას. მას კითხვა დაუსვეს „ნეტგაზეთის“ მიერ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რის გამოც „ნეტგაზეთმა“ ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, არა მხოლოდ ეს არის ტყუილი, ათიდან რვა ფეიკია, დანარჩენი ორიც მანიპულაციურია. „არა მხოლოდ ეს არის ტყუილი, ბევრი ტყუილია მათში, ათიდან შეგვიძლია ვთქვათ, რვა უბრალოდ ფეიკია, ის ორიც მანიპულაციურია. სხვათა შორის, ფეიკებს ავრცელებენ მათ შორის ჩემი განცხადების სახით, მათ შორის, ვინ მიიღებს მონაწილეობას…

მეტი...

29 აპრილს დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს – შალვა პაპუაშვილი

დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „მოწოდება არის ყველას მიმართ, 29 აპრილს შეკრება არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, როდესაც ვუპირისპირდებით „შავ ფულს“, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, ვუპირისპირდებით ქართული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას. ეს არის ეროვნული და ღირსების საკითხი, რომ ყველა გამოვიდეს რუსთაველზე და დავანახოთ ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რა სურს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის სურვილი გამოიხატება ყველას სიტყვაში. აქ დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც,…

მეტი...

სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა

სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა: ,,ზემოაღნიშნული კანონპროექტის შესახებ საზოგადოებისათვის 1-ელ აპრილს გახდა ცნობილი და დაჩქარებული წესით განხილვის შედეგად 4 აპრილს ის უკვე სამივე მოსმენით იყო მიღებული. კანონპროექტს სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და ნეგატიურად შეაფასა. 17 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა. როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებას ამზადებს ასევე, ვენეციის კომისია. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე და უზრუნველყოს თითოეული…

მეტი...

ორი მიწისძვრა ტაივანში – ბიძგებმა 6 მაგნიტუდას გადააჭარბა

ტაივანში ორი მიწისძვრა მოხდა. ბიძგებმა 6 მაგნიტუდას გადააჭარბა. შედეგად, ორი მრავალსართულიანი შენიობა ჩამოიშალა. ამ დროისთვის, გარდაცვლილების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კუნძულზე თვის დასაწყისში დამანგრეველი 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 13 და დაშავდა ათასამდე ადამიანი. სეისმოლოგების განცხადებით, კუნძულზე თვის განმავლობაში ასამდე ბიძგი დაფიქსირდა.

მეტი...

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

ბათუმში, მეორე დღეა ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭი ნათესავთან ერთად ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან წყალში გუშინ, შუადღით შევიდა. მაშველებმა 16 წლის ბიჭის გადარჩენა მოახერხეს, მეორე, 18 წლის ახალგაზრდა კი ზღვაში გაუჩინარდა და მას ამ წუთებშიც ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს წყლის ზედაპირის მონოტორინგი და წყალქვეშა სამძებრო სამუშაოები.

მეტი...

,,ჩვენ აქ ვდგავართ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად” – ფოტიგა

,,როგორც ვხედავთ, საქართველოს მოსახლეობა რუსული კანონის წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში განაცხადა, სადაც პარტია “ახალის” თანათავმჯდომარისა და ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი იმართება. ,,ჩვენ აქ ვდგავართ საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. შარშან ზუსტად ამ საკითხის გამო გავერთიანდით იმისთვის, საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის მიგვეცა ხმა. ეს ნამდვილად იყო ქართველი ხალხის ნების შეფასება, მათი ხანგრძლივი სწრაფვის, რომ ისევ შეუერთდნენ ევროპულ და დასავლურ სტრუქტურებს. შარშან ჩვენ ასევე ვნახეთ ქართველების მასიური გამოსვლები, აი, იმ კანონის საწინააღმდეგოდ, რომელსაც რუსულ კანონს უწოდებენ. იმიტომ, რომ ის ასახავს რუსულ კანონმდებლობას და ემუქრება სამოქალაქო…

მეტი...

მივმართავთ ყველა პარტნიორს ევროკავშირში და ამერიკაში, ჩვენ გვერდით დადგნენ ევროპული ფასეულობების დასაცავად – ნიკა გვარამია

სტრასბურგში, პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია ევროპარლამენტარებთან ერთად ბრიფინგს მართავს. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე საუბრობენ. ნიკა გვარამიამ მოუწოდა პარტნიორებს ევროკავშირში და ამერიკაში, დადგნენ ქართველი ხახლის გვერდით ევროპული ფასეულობების დასაცავად. ,,ჩვენ შემოგვთავაზეს საკანონმდებლო ცვლილებები და სამწუხაროდ ეს ცვლილებები ასახავს ან იმეორებს რუსული კანონმდებლობის მიმართულებას, რომელიც საფრთხეს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია ორგანიზაციებს. ახლა შემოიტანეს ახალი კანონი, რომელსაც მე ვუწოდებ რუსული კანონი 2 და ეს არის მცდელობა შემოიტანონ რუსული კაპიტალი საქართველოში, რომელიც ასევე უქმნის საქართველოს საშიშროებას. ძალიან აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და ასეთი…

მეტი...

,,ის ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსს და ემუქრება საქართველოს ევროინტეგრაციას” – აუსტრევიჩუსი რუსულ კანონზე

სტრასბურგში პარტია ,,ახალის” თანათავმჯდომარისა და ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი იმართება, სადაც საუბრის მთავარი თემა რუსული კანონია. კონფერენციის დასაწყისში ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ინიცირებული კანონპროექტი ევროპულ განვითარებას ეწინააღმდეგება: ,,საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებით, საქართველო გაიმეორებს ევროპულ პრაქტიკას, მაგრამ ეს არ არის მართალი. ისენი ცდილობენ ამით გააკონტროლონ არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს არ არის ნამდვილად ევროპული პრაქტიკა, ეს არ არის ევროპული განვითარების გზა. ის ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსს და ემუქრება საქართველოს ევროინტეგრაციას”, – განაცხადა აუსტევიჩუსმა.

მეტი...

ვიმეორებ, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს – ბორელი რუსულ კანონზე

ვიმეორებ, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ,,ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია საქართველოში, რის დროსაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს შეშფოთება გამჭვირვალობის კანონთან, იგივე უცხოური გავლენის კანონთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტშია დაინიცირებული. საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო პირობა, რომ ამ კანონს აღარ დააინიცირებდა, მაგრამ ეს პირობა არ შესრულდა. კომისარმა ვარჰეიმ და მე გასულ კვირას გავაკეთეთ განცხადება, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ვიმეორებ – ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. კომისია წარმოადგენს მოხსენებას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ…

მეტი...

მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან დეტალურად განვიხილოთ – პაპუაშვილი

„მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან დეტალურად იყოს განხილული იმისთვის, რომ მათი მოსაზრებები გავიგოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მივიტანოთ პარლამენტამდე და ამის საფუძველზე პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამბროლაურში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყების წინ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები განიხილება. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციურ ცვლილებებს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც მიუთითებს, მათი მიღების საჭიროებაზე. „რა თქმა უნდა, ეს არის გზავნილი მთლიანად პარლამენტისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ეს…

მეტი...

ლევან იზორია მოვიწვიე ,,აგენტების კანონზე” სასაუბროდ, კანონი შეუთავსებელია EU-ს ღირებულებებთან – როთი

ლევან იზორია მოვიწვიე ,,აგენტების კანონზე” სასაუბროდ, კანონი შეუთავსებელია EU-ს ღირებულებებთან, – ამის შესახებ, წერს ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, X-ზე. ,,მე მოვიწვიე საქართველოს ელჩი, ლევან იზორია, რათა ვისაუბრო მასთან “აგენტების კანონზე.” მადლობა ამისთვის. მე მხარს ვუჭერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მრავალპარტიულ პროტესტს – კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.”

მეტი...

დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონთან დაკავშირებით ამბობს, რომ ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს. ,,სინამდვილეში, არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ ქცევას, რადიკალური ოპოზიცია რას აკეთებს – ხევს პლაკატებს, სადაც არის ერთადერთი რამ მითითებული, ლინკი კანონპროექტზე და არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი. უნდათ, ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ”, – ამბობს პაპუაშვილი.

მეტი...

სოფლის მცხოვრებლები ტბაში ამოტივტივებულმა კუბოებმა შეაშინა

სარანსკის მცხოვრებლებმა ერთ-ერთ ადგილობრივ ტბაში მცურავი კუბოები შენიშნეს. კადრები გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში. ეკრანის მიღმა ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ მოვიდა სოციალური ქსელებიდან ინფორმაციის შესამოწმებლად და ლესნოეს ტბის სანაპიროზე კუბოების მსგავსი ყუთები აღმოაჩინა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაამშვიდა ქალაქელები და განაცხადეს, რომ ეს ნივთები „სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ და უკვე განადგურდა. „პოლიციელებმა, რომლებმაც შეისწავლეს ეს ნივთები და წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია, განაცხადეს, რომ ეს ყუთები ცარიელი აღმოჩნდა“, – განუცხადა სარანსკის კომუნალური და საზოგადოებრივი კეთილმოწყობის დირექტორატმა ჩვენს კოლეგებს გამოცემა „პოდიომიდან“.

მეტი...

პოლიტიკას რაც შეეხება, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს! – როინ ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა სოციალურ ქსელში წერს, რომ მის შვილს პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს და იმ საქმეს აკეთებს, რაც უყვარს. ,,საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შავს და თეთრს ვერ არჩევენ ძალიან მეცოდებიან, გულწრფელად განვიცდი და რატომ? ჩემები ხართ, ქართველები და მაგიტომ! მინდა სწორად აღიქვათ ის რაც ამ ქვეყანაში ხდება! ჩემი შვილი იმ საქმეს აკეთებს რაც მას უყვარს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს წაადგება!!! გიორგის პოლიტიკასთან არანაირი არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება რომელ მხარეს ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი! ამჟამად კარდენახის ვენახებიდან გწერთ, წარაფი და…

მეტი...