სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშით მივიდა, უნივერსიტეტში არ შეუშვეს

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი სტუდენტი ლექციაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშით მივიდა, თუმცა ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ შეუშვეს. ,,ირაკლი კობახიძის ლექცია იყო, მე ვარ მისი სტუდენტი. პირველ კურსზე ვარ. არათუ, ზოგადად, ლექციაზე, ფაქტობრივად, აუდიტორიასთანაც არ მიმიშვეს. მიზეზად ის ჰქონდათ, რომ დროშები გიკეთიაო. თუმცა, აქამდეც ვყოფილვარ დროშებით. შეიძლება ასე მობმული არ მქონდა, მაგრამ დროშების ელემენტები დამქონდა. უბრალოდ ვაპირებდი დროშით ჯდომას, მეტი რაღა უნდა მექნა, ყველაფერი გაპროტესტებულია,” – ამბობს თსუ-ს სტუდენტი, ზვიად ცეცხლაძე. პრემიერი ირაკლი კობახიძე კი თსუ-ში დაცვის თანხლებით მივიდა და რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდის პროტესტი არც კი შეუმჩნევია. ,,უნივერსიტეტი არ…

მეტი...

,,ქალები ვირჩევთ ევროპას” – 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში მარშს გამართავს

20 აპრილს, 19 საათზე, ქალთა მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციას გამართავს. მონაწილეები თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. მარში გაიმართება ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორშიც: ,,ქალები გამოვდივართ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, გაიწვიონ რუსული კანონი! რუსული კანონით ვერ დაგვადუმებთ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს! ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობაგამოვლილი, დევნილი, ქვიარი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა…

მეტი...

,,არა რუსულ კანონს!” – ლონდონში მცხოვრებმა ქართველებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს

ლონდონში მცხოვრები ქართველები ეწინააღმდეგებიან ,,ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებასა და მიღებას. საელჩოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ერთადერთი მტერი ოკუპანტი რუსეთია და მეგობარი სახელმწიფოების დისკრედიტაცია მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ,,ჩვენ აქ შევიკრიბეთ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს ახალგაზრდებს თბილისში, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ ამ საშინელ კანონს თბილისში. კანონი საქართველოს რუსულ ურდოში, საბჭოთა პერიოდში აბრუნებს, შანს უკლავს თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რათა თავიანთი საქმიანობა განახორციელონ. შანს უკლავს ჩვენს მეგობარ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველო გააძლიერონ და განავითარონ ევროპული სტანდარტის დონის სახელმწიფომდე. ჩვენთვის კატეგორიულად…

მეტი...