რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს – დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ზაპოროჟიეში რუსების მიერ სამრეწველო ობიექტზე იერიშის დაშავდა 8 ადამიანი. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ. ასევე, დაბომბვის შედეგად დაშავებულია შენობები, საცხოვრებელი კორპუსები, ჯანდაცვისა და კულტურული დაწესებულებები.

მეტი...

ხვალ 9 აპრილია, დიდი ტრაგედიის და დამოუკიდებლობის დღე

1989 წლის 9 აპრილი, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში დამოუკიდებლობის მოთხოვნით  რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. მშვიდობიანი აქცია, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს.  თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებს, დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები დაესხნენ თავს. საბჭოთა ჯარისკაცები მშვიდობიან მომიტინგეებს გზა მძიმე ტექნიკით, ტანკებით ჩაუხერგეს, შემდეგ კი დემონსტრანტებს ნიჩბებით და მხუთავი აირით გაუსწორდენენ. კრემლის მითითებით მიტინგის დარბევა მოხდა ამავე ღამეს ტელევიზიასთან, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ერთ ნაწილთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები. 9 აპრილის აქციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 17 ქალი, ხოლო 4 მამაკაცი იყო. გარდაცვლილებს შორის…

მეტი...

„ალტ-ინფოს“ პარტია გაუქმებულია

პრორუსულ, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილ „კონსერვატიულ მოძრაობას“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელითაა ცნობილი, საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია გააუქმა. გადაწყვეტილება გამოცემულია დღევანდელი, 8 აპრილის თარიღით. პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო.

მეტი...

Wizz Air-ი EURO 2024-სთვის რეისებს ამატებს

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან გერმანიის იმ ქალაქების მიმართულებით, სადაც საქართველოს ნაკრების თამაშები გაიმართება, სპეციალურ ფრენებს განახორციელებს. Wizz Air-ის რეგულარული რეისების გარდა, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩაინიშნა. ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს EURO 2024-ზე, შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, Wizz Air-ის ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

მეტი...

„აგენტების“ კანონის განხილვას იურიდიული კომიტეტი 12 აპრილის ნაცვლად, 15 აპრილს დაიწყებს

ე.წ. რუსული კანონის განხილვას პარლამენტის იურიდიული კომიტეტი 12 აპრილის ნაცვლად, 15 აპრილს, ორშაბათს დაიწყებს. ინფორმაცია ფორმულას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაუდასტურა. თავდაპირველად, კომიტეტს კანონპროექტის განხილვა მიმდინარე კვირაში, კერძოდ კი პარასკევს, 12 აპრილს უნდა დაეწყო. შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ განხილვა ერთი სამუშაო დღით გადაიწია. პარლამენტში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება 9 აპრილს უკავშირდება, რომელიც უქმე დღეა – შესაბამისად განხილვის დაწყების 1 დღით გადაწევა გახდა საჭირო. პარლამენტმა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) დღეს, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს…

მეტი...

ევროპის დღეების აღსანიშნად მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 600 ათასი გამოყო

ევროპის დღეების აღსანიშნად მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 600 ათასს ლარი გამოყო. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმოწერით განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ 4 აპრილს გამოაქვეყნა. ამავდროულად, დღეს პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც სამოქალაქო სექტორში ანტიევროპულ კანონს უწოდებენ და ევროინეტგრაციის ხელშემშლელ ფაქტორად განიხილავენ.

მეტი...

გრიგორიადისის საქმის განხილვა დასრულდა – განაჩენი “გონივრულ ვადაში” გამოცხადდება

მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი, “გონივრულ ვადაში” გამოცხადდება. დღეს დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა, რის შემდეგაც მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა. გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. “უახლოეს დღეებშიო, გონივრული ვადა იგულისხმება ხოლმე, დაახლოებით 2-3 დღე, მეტი არა. საკმაოდ დიდხანს გაიწელა სასამართლო პროცესი იმიტომ, რომ საკმაოდ მყარი არგუმენტები გვქონდა დაცვის მხარეს, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარესაც ჰქონდა არგუმენტები და რატომღაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დღეს არ გამოეცხადებინა განაჩენი და ამისთვის დასჭირდა დრო, ლოგიკურიც იყო სადღაც ამხელა პროცესის შემდგომ. დღეს ახალი საერთოდ არაფერი მოგვისმენია გარდა იმისა,…

მეტი...

წყალდიდობის გამო, რუსეთსა და ყაზახეთში ათასობით ადამიანია ევაკუირებული

წყალდიდობის გამო, რუსეთსა და ყაზახეთში ათასობით ადამიანია ევაკუირებული. რუსეთის სამხრეთში მდებარე, ყაზახეთის მოსაზღვრე რეგიონის, ორენბურგის ქალაქ ორსკის მერი, ვასილი კოზუპიცა აცხადებს, რომ მიმდინარეობს მდინარე ელშანკის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია, რადგან მდინარის წყლის დონე მკვეთრადაა გაზრდილი. 5 აპრილის შემდეგ წყალდიდობამ ორჯერ გამოიწვია მდინარე ურალზე მდებარე კაშხლის ნაწილობრივი კოლაფსი ორსკში, სადაც 23 000-მდე მოსახლე ცხოვრობს, დაიტბორა ქალაქის ძველი ნაწილის ნახევარი. კრემლის განცხადებით, ზოგიერთ არეალში წყლის დონე 100 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მატულობს, ადგილობრივი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ წყლის დონის ზრდა გაგრძელდება სულ მცირე 9 აპრილამდე. მდინარე ურალის წყლის დონის მატება ყაზახეთსაც შეეხო.

მეტი...

UFC-ის ჩემპიონი ჯონ ჯონსი პოლიციამ დააკავა

მძიმე წონაში UFC-ის მოქმედი ჩემპიონი ჯონ ჯონსი პოლიციამ დააკავა. ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, როცა დოპინგტესტის ოფიცერს მოკვლით დაემუქრა და მობილური ტელეფონი წაართვა. ქალაქ ალბუკერკეს პოლიცია მომხდარ ფაქტს იძიებს. ცნობისთვის, ჯონ ჯონსს წარსულშიც არაერთხელ დაურღვევია კანონი და დოპონგტესტების ჩატარებაზეც ხშირად ამბობდა უარს. ჯონ ჯონსს 27 ორთბრძოლა აქვს მოგებული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. თუმცა ჯონსი რეალურად არავის დაუმარცხებია და სტატისტიკის გრაფაში ერთადერთი წაგება დისკვალიფიკაციის გამო აქვს.

მეტი...

დავით ნარმანიამ „ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში სპეციალურად გიდებისთვის შექმნილი კურსის – „ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. „ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსი შეიქმნა სპეციალურად გიდებისთვის და მისი მიზანია საქართველოს ენერგეტიკის ისტორიის, ტექნიკური მახასიათებლებისა და პერსპექტივების შესახებ გიდებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. „დასრულდა რიგით მეორე ტრენინგ კურსი, რომლის ფარგლებშიც გიდებს მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორის შესახებ. აღნიშნული კურსის მიმართ ინტერესი მზარდია და მზად ვართ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში ხელი შევუწყოთ ყველა მოქმედი თუ მომავალი გიდის კვალიფიკაციის ამაღლებას ენერგეტიკის საკითხებში“, – განაცხადა დავით…

მეტი...

მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს

პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გააკეთა. ,,ყველამ იხილეთ, რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთაც აღნიშნეს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ჩვენ ბიუროზე მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონპროექტის კომიტეტებში განხილვა. ზოგადად, შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტში აღარ დაბრუნდებოდა. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას…

მეტი...

პრეზიდენტმა დიპლომატებთან რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მეორედ ინიცირებული რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცლებს. შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია – ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა! პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებაა და მას ამ გზიდან ვერაფერი გადაახვევინებს. დიპლომატიური…

მეტი...

,,ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი დაარეგისტრირა – განხილვა 12 აპრილიდან დაიწყება

,,ქართულმა ოცნებამ” ბიუროს სხდომაზე რუსული კანონი ხელახლა წარადგინა და დაარეგისტრირა. კანონპროექტს პარასკევს, 12 აპრილს, იურიდიული კომიტეტი განიხილავს. 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ,,რუსულ კანონის” დაბრუნება გადაწყვიტა. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე, სამივე მოსმენით იქნება მიღებული. მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში ,,უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება ვერ შეძლო. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც. მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ,,ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე…

მეტი...

აქციაზე დაკავების შემთხვევაში არასამთავროები მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ

აქციაზე დაკავების შემთხვევაში არასამთავროები მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ. ამ წუთებში თბილისში საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია იმართება, კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან. პარალელურად, ბიუროს სხდომაზე ,,ოცნებას” რუსული კანონი გააქვს. ,,მოქალაქეთა საყურადღებოდ: იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგაკავეს აქციაზე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დამხარება. დარეკეთ ცხელ ხაზზე: 577070563”, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას უერთდებიან: საქართველოს ახალგარზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; უფლებები საქართველო; სამართლიანი არჩევნები; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; ადამიანის უფლებების ცენტრი.

მეტი...

9 აპრილს, 18:00 საათზე, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ მარში გაიმართება

ხვალ, 9 აპრილს, 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება. რუსული კანონი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე ამ წუთებში გადის. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება. ონლაინმედიების ჟურნალისტები, რომლებსაც აკრედიტაცია აქვთ, პარლამენტში არ შეუშვეს. ,,შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მეტი...

,,ყველა საჭირო მედიკამენტი უნდა შედიოდეს დაფინანსების პროგრამაში” – ონკოპაციენტები უწყვეტ პროტესტს იწყებენ

ონკოპაციენტები საკუთარი უფლებების დასაცავად უწყვეტ პროტესტს იწყებენ და ხელისუფლებას დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ. უკვე თვეებია ისინი საქართველოში აუცილებელი მედიკამენტების შემოტანასა და სახელმწიფო პროგრამის 25-ათასლარიანი ლიმიტის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც, მათი თქმით, კვლევებსა და გადასხმებს არ ჰყოფნის. ონკოპაციენტები ითხოვენ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასაც და მისგან კონკრეტულ პასუხებს ელოდებიან. მათ მთავრობის კანცელარიას განცხადებით უკვე მიმართეს. ,,მიზანი არის ის, რომ ყველა ონკოპაციენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს სიცოცხლისთვის აუცილებლად საჭირო ყველა მედიკამენტი და არა განსაზღვრული რაოდენობა, რადგანაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 13 და 21 მედიკამენტი სრული სიმსივნეების სპექტრისთვის, რა თქმა უნდა, ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. და ყველა, სიცოცხლისთვის…

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო დაიწყო – სხდომას ლაზარე დისტანციურად ერთვება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესი რამდენიმე წუთის წინ, ნახევარსაათიანი დაგვიანებით დაიწყო. მოსალოდნელია, რომ მოსამართლე განაჩენს დღესვე გამოაცხადებს, თუმცა იქამდე მხარეები დასკვნითი სიტყვებით გამოვლენ. პროცესში მონაწილეობს თავად ლაზარეც, რომელიც სასამართლოს დისტანციურად ერთვება.

მეტი...

ქუთაისში პატიმარი გარდაიცვალა

ქუთაისში პატიმარი გარდაიცვალა. 44 წლის დემნა გაბელია სასჯელს მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. ოჯახის ინფორმაციით, მას ბადრაგთან შელაპარაკება მოუვიდა, დასჯის მიზნით პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ კარცერში გადაიყვანა. ნათესავები ამბობენ, რომ პატიმარი საავადმყოფოში დიალიზის პროცედურის ჩასატარებლად 10 დღის მერე, მას შემდეგ გადაიყვანეს რაც, მისი მდგომარეობა დამძიმდა. იმის გამო, რომ მისი გადაყვანა კლინიკაში დაგვიანდა, კაცს სეფსისი განუვითარდა. ოჯახის წევრების განმარტებით, პატიმრის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისთანავე ექიმების მიერ შეფასდა როგორც კრიტიკული და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. პატიმარი დემნა გაბელია საავადმყოფოში გადაყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

მეტი...

პოლიცია ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებს

პარლამენტში ჟურნალისტებს არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოს უკანა მხარეს, საშვთა ბიუროსთან მობილიზებული სამართალდამცველები ონლაინმედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც აკრედიტაციები აქვთ, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ცნობისთვის, 15 საათზე ბიუროს სხდომაა დაგეგმილი, სადაც რუსული კანონი უნდა დაარეგისტრირონ. პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით – ,,არა რუსულ კანონს”.

მეტი...

კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს! – 400-ზე მეტი მედია და NGO

400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეს კანონი სიტყვის თავისუფლების ჩახშობის რუსული ავტორიტარული ინსტრუმენტია. იხილეთ განცხადება: ,,ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონს. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმარებით ხალხს. ამ რუსული კანონის მიღება დაუცველს დატოვებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მეცნიერებს, მშრომელებსა და…

მეტი...

,,არა რუსულ კანონს” – პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციისთვის ემზადებიან, მობილიზებულია საპოლიციო ძალებიც

,,არა რუსულ კანონს” – პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციისთვის ემზადებიან. საპროტესტო აქცია სტუდენტების ორგანიზებულია. აქციას შეუერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი “ოცნების” გადაწყვეტილებას, დააბრუნოს რუსული კანონი პარლამენტში, ერთობლივად გააპროტესტებენ. სწორედ დღეს გეგმავს მმართველი პარტია კანონპროექტის ბიუროზე დარეგისტრირებას. პარლამენტის გარე და შიდა პერიმეტრზე გომელაურის უწყებას მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. ადგილზე სხვადასხვა საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

მეტი...

ლუბლიანას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

დიდუბის რაიონში, ლუბლიანას ქუჩაზე საგზაო მოძრაობა გადატვირთულია. შეფერხების მიზეზი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც ვერ ხერხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. ,,მომხდარის გამო, მძღოლები ლუბლიანას ქუჩაზე გადაადგილდებიან, რაც აღნიშნული ტერიტორიის გადატვირთვას იწვევს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის აღმოფხვრის შემდეგ, სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

ყაზახეთში მასშტაბური წყალდიდობაა – მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია

ორენბურგის ოლქში ვითარება კრიტიკულია, – ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა. ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის შედეგად დატბორილი რაიონებიდან, მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ, დატბორვის გამო მუშაობა შეაჩერა ქალაქის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ. წყლის ნაკადი ქალაქ ორენბურგსაც უახლოვდება. მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო კურგანის დასახლებული რაიონებიდანაც.

მეტი...

ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით იერუსალიმში აქცია გაიმართა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე იერუსალიმში აქცია გაიმართა. დემონსტრაციას ათასობით ადამიანი შეუერთდა, რომელებიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვდნენ მეტ ძალისხმევას მძევლების გათავისუფლების პროცესში. გასული წლის, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ შეიარაღებული პირები ისრაელში  შეიჭრნენ. მოკლეს 1200 ადამიანი. შეიარაღებულმა პირებმა აიყვანეს 253 მძევალი, მათ შორის ბავშვები, მოხუცები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. მათი ნაწილი ნოემბრის ბოლოს, ხანმოკლე ზავის შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლეს. მოლაპარაკებები ცეცხლის კიდევ ერთხელ შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, რაც კიდევ ათეულობით მძევლის გათავისუფლებას გულისხმობს, ეგვიპტეში მიმდინარე კვირაში განახლდა.

მეტი...

111 წლის ბრიტანელი მსოფლიოს უხუცესი კაცი გახდა

ჯონ ტინისვუდი ინგლისის საგრაფო მერსისაიდიდან მსოფლიოს უხუცესი კაცი გახდა. BBC-ის ინფორმაციით, 111 წლის კაცი, რომელიც მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს, ყველას ურჩევს „ავარჯიშონ ტვინი“ და ყველაფერში „ზომიერება“ გამოიჩინონ. თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობას ის კვირაში ერთხელ ტრადიციული ბრიტანული კერძის – „ფიშ ენდ ჩიფსის“ დაგემოვნებითა და ახალგაზრდობაში რეგულარული ლაშქრობებით ხსნის. ტინისვუდი 1912 წლის 26 აგვისტოს, საუსპორტში დაიბადა. 1942 წელს მან თავის ერთადერთ მეუღლეზე, ბლოდვენზე იქორწინა. წყვილს ერთი ქალიშვილი – სიუზანი ჰყავდა. მსოფლიოს უხუცესი კაცის დამადასტურებელი სერტიფიკატი გინესის რეკორდების წარმომადგენლებმა ტინისვუდს 4 აპრილს გადასცეს. მანამდე მსოფლიოს უხუცესი კაცის ტიტული ვენესუელელ ხუან ვისენტე პერეს მორას ეკუთვნოდა, რომელიც…

მეტი...

„რისი თქმა გინდათ?! სერგი კაპანაძე აკონტროლებს Facebook-ს?!” – პაატა მანჯგალაძე

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, Facebook-ზე ,,გამჭვირვალობის” შესახებ მმართველი გუნდის საინფორმაციო ბანერების დაბლოკვის უკან სერგი კაპანაძის “გრა” და თამარ კინწურაშვილის ,”მედიის განვითარების ფონდი” დგას. გარდა ამისა, მმართველი გუნდის თქმით, კვალი კიდევ ერთ პირზე მიდის. საუბარია ნიკოლოზ ბოლქვაძეზე, რომელიც Meta-ს სათავო ოფისში მუშაობს. ბოლქვაძე წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის სოციალური მედიის მენეჯერი იყო. კანონის მოწინააღმდეგე არასამთავრობოებს კი, ლობისტების მეშვეობით, აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო ფაქტ ჩეკში, რომელიც Meta-ს ინფორმაციას აწვდის. ,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ეს განცხადებები “ქართული ოცნების” პრიმიტიული პროპაგანდის ნაწილია. ,,რისი თქმა გინდათ?! სერგი კაპანაძე აკონტროლებს Facebook-ს?! ეს არის “ქართული ოცნების” პრიმიტიული…

მეტი...

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოში 9-11 აპრილს ზოგან წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში –  თბილისში 9 აპრილს გამოიდარებს, 10-11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს…

მეტი...

მაშველებმა გუმათჰესის ქუჩაზე დაახლოებით 25 მეტრის ხიდან კატა ამწე-კალათის დახმარებით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და პატრონთან დააბრუნეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გუმათჰესის ქუჩაზე დაახლოებით 25 მეტრის ხიდან კატა ამწე-კალათის დახმარებით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და პატრონთან დააბრუნეს. ,,სამწუხაროდ, ხშირად ძაღლებისაგან შეშინებული კატები, თავის დაცვის მიზნით ხეებზე ადიან, მაგრამ იქიდან ჩამოსვლას რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგაც ვერ ახერხებენ. შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ვინ არის ბოჭორმის ქუჩაზე დაღუპული მესამე ადამიანი

თბილისში, ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე მაღაზია „ბეთლ გრაუნდის“ სასროლეთში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, პოლკოვნიკი იური ლომიძეა, რომელიც ამავე დაწესებულების თანამშრომელი იყო. გარდაცვლილებს შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. სამართალდამცველი მიზანში სროლაში ვარჯიშობდა, როცა აფეთქება მოხდა. ცეცხლი შენობის ნულ სართულზე გაჩნდა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ოთხი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, მაგრამ ოთხიდან ერთი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აფეთქებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც…

მეტი...

გუშინ წინ გვერდით მაღაზია გატეხეს, გუშინ კიდევ გატეხეს იგივე მაღაზია, დღეს ეს – ქუთაისში მაღაზია გატეხეს

ქუთაისში ქურდობების სერია გრძელდება – ქალაქის ცენტრში ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა მაღაზია გატეხეს. მძარცველებმა სალაროდან 300 ლარამდე თანხა წაიღეს. სავარაუდოდ, მაღაზია არასრულწლოვნებმა გატეხეს. მეპატრონე ამბობს, რომ გასული ორი დღის განმავლობაში ეს მესამე მსგავსი შემთხვევაა. ,,წაღებულია ფულადი თანხა. ვარაუდობენ, რომ დამნაშავეები მცირეწლოვან ბავშვები არიან. საბოლოო ჯამში ყველა პოლიციის პასუხს ელოდება. ეს პირველი შემთხვევა არ არის. გუშინ წინ გვერდით მაღაზია გატყდა, გუშინ კიდევ გატეხეს იგივე მაღაზია და დღეს არის ახლა ეს მაღაზია. ადამიანები წვალობენ და ბოლოს მივდივართ ამ შედეგამდე,” – ამბობს ერთ-ერთი მესაკუთრე.

მეტი...

FB-ზე ცენზურას ახორციელებენ ჩვენ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობოები – კობახიძე მცდარი ინფორმაციის გამო პოსტების დაბლოკვაზე

გაირკვა, რომ „ფეისბუქში“, სოციალურ მედიაში, ცენზურას ახორციელებენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ესაა „factcheck“ და „მითების დეტექტორი“, ანუ გვარებით რომ ვთქვათ, სერგი კაპანაძე, თამარ კინწურაშვილი, ყველამ იცით ეს სახელები და გვარები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად დაიცავს როგორც გამჭვირვალობის, ისე სიტყვის თავისუფლების პრინციპს. „ეს ადამიანები, თავის დროზე როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ხელისუფლებასთან პირდაპირ აფილირებულნი, თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში, დღეს ამის საშუალება მათ აღარ აქვთ ამ მასშტაბით, თუმცა სადაც შეუძლიათ იქ აწარმოებენ ამ ცენზურას, ეს არის სოციალური მედია, რაც გაირკვა…

მეტი...

ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტი აშენდება – ირაკლი კობახიძე

მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ახალი აეროპორტი ვაზიანში აშენდება. „პირველი საკითხი უკავშირდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. 6 აპრილს გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4,5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში. მომავალშიც მოსალოდნელია ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ. ჩვენ განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი.…

მეტი...

პრემიერი საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად გერმანიის მიმართულებით ავიარეისების დამატებას აანონსებს

მე მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე ნაკრების წარმატებისთვის. „18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია – მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე, რამდენჯერმე გაიზარდა რიგ შემთხვევაში ფასები. მე მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ…

მეტი...

145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება – კობახიძე

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შემდეგ, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. „ეკონომიკურ საბჭოზე ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. საქმე ეხება ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. მადლობას გადავუხდი ფინანსთა სამინისტროს, იმისთვის, რომ მოამზადა ეს საკითხი. მადლობა ფინანსთა მინისტრს. საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც…

მეტი...

მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და დისკრიმინაციული ტიპის დანაშაულების გამოძიებისთვის სპეციალიზებული სამმართველო შეიქმნა

მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და დისკრიმინაციული ტიპის დანაშაულების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სპეციალიზებული სამმართველო 2023 წლის მარტში შეიქმნა. სამმართველოს მიერ გაწეული სამუშაოსა და შედეგების შესახებ საუბარია საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში. უწყების ცნობით, ახალი დანაყოფის ჩამოყალიბება ქვეყანაში პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტების გახშირებამ გამოიწვია, პრაქტიკა აჩვენებს, რომ არაერთ შემთხვევაში დანაშაულის მსხვერპლი და მონაწილე არასრულწლოვნები არიან. შესაბამისად სამსახურმა მის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ამ კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია დაისახა. ,,სამმართველოს ჩამოყალიბების შემდეგ, გამომძიებლები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რიგებიდან შეირჩნენ, რომლებიც ამ გამოწვევებისთვის სპეციალურად გადამზადდნენ.…

მეტი...

გიორგი ქოჩორაშვილის მოულოდნელი საჩუქარი კახელ რობი პაპას და მის შვილიშვილს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა კახელ რობი პაპას და მის შვილიშვილს თავისი მაისური აჩუქა. საჩუქარი პაპას გიორგი ქოჩორაშვილის მამამ გადასცა. ვიდეოს სოციალურ ქსელში რობი პაპას შვილიშვილი გვიზიარებს. ცნობისთვის, კახელი რობი პაპა გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თამაშს დაესწრება.

მეტი...