,,ამ პროცესებში ჩემთვის ლომჯარია იყო მავნებელი”- ცოტნე კობერიძე

,,გუშინ აქციაზე მყოფ ხალხს საერთოდ ფეხებზე ეკიდა, რომელი პოლიტიკოსი რას ამბობდა. უბრალოდ გვჭირდებოდა პროცესი,”- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

ცოტნე კობერიძის შეფასებით, თავისი განცხადებით, ამ პროცესებში ლომჯარია იყო მავნებელი.

„აქ იყო ისეთი ხალხი, გიორგი ვაშაძისთვის კი არა, შეიძლება, დედის და მამისთვის არ მოესმინა და საერთოდ არც იცოდნენ, ვინ არის ცოტნე კობერიძე, არც გიორგი ვაშაძე, ნებისმიერი პოლიტიკოსი. აქ იყვნენ თვითორგანიზებული ადამიანები. გიორგი ვაშაძემ რა თქვა, რომ მოვარტყათ პარლამენტს წრე. ის ხალხი, ვინც მაგას საუბრობდა, ჩემ გვერდზე მდგარან, როცა პიკეტირება ყოფილა და გაცილებით ისეთი განცხადებები ყოფილა, რომ მოდი, ახლა ისინი არ გამოვუშვათ. იქ იდგნენ ხოლმე და გუშინ, თავიანთი აზრით, ვითომ ქულები დაიწერეს, რომ მათი ამომრჩევლები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ახლა შეიძლება, ვაშაძე და სხვა ხალხი გავაშავოთ, კმაყოფილები იქნებოდნენ. ეს გამოიყენეს და ამის გამო ეგ ადამიანები ჩემთვის არიან მავნებლები. გუშინდელ პროცესში ვიღაცაზე ხელის შეწმენდა – ცხადია, ამ განცხადებით, ამ პროცესებში ჩემთვის ლომჯარია იყო მავნებელი. ახალგაზრდები დგანან, იბრძვიან და ამ დროს შენ ამბობ, რომ ეს არის მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესი, სისულელეა. გუშინ რაც ხდებოდა, ეს რა, ოცნებას აწყობდა? თუ აწყობდა, მაშინ დღეს დათმობაზე რატომ წავიდა? ეს ხომ ალოგიკურია,”- განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

ცნობისთვის, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა.

მსგავსი თემები