“ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი” – ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტი “ოცნებას“ მიმართავს

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრები 10-11 აპრილს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაცია კომიტეტის თავმჯდომარის, ელჩის დელფინ პრონკის ხელმძღვანელობით შეხვდა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრები ასევე ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას (EUMM Georgia) ეწვევიან და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს მოინახულებენ. დელეგაციის ჩამოსვლა არის ნაწილი რეგიონში უფრო დიდი ვიზიტისა, რომელიც მოიცავს შეხვედრებს სომხეთში (8-9 აპრილი), ასევე აზერბაიჯანში (11-12 აპრილი) და მიზნად ისახავს პარტნიორებთან დიალოგის გაძლიერებას ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან რეგიონში. საქართველოში კომიტეტის მიერ…

მეტი...

PSC საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10-11 აპრილს საქართველოში ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები იმყოფებიან, რომლებიც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. კერძოდ, პრესრელიზში ნათქვამია, რომ “დრო ცოტაა და ახლა საჭიროა ცხრა დათქმის შესრულება” და ამასთანავე იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ გზას. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაითვალისწინოს ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: “10-11 აპრილს საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრები იმყოფებიან. დელეგაცია PSC-ის თავმჯდომარის, ელჩი დელფინ პრონკის ხელმძღვანელობით, შეხვდა პრეზიდენტ…

მეტი...

თბილისში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში, ხანძარი იყო

თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში ხანძარი იყო. შედეგად ერთი პირი მსუბუქად დაშავდა. ცნობილია, რომ შენობაში საოჯახო ნივთები დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მეტი...

კახა კალაძე – ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით

ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითიც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – აქვთ თუ არა სპორტსმენებს უფლება, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირონ. „ჩვენ ხომ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ. ისინი შეიძლება სამსახურიდან გაეგდოთ, შეიძლება  ფეხბურთიდანაც კი ჩამოეშორებინათ, შეიძლება სხვადასხვა მძიმე რამ გაეკეთებინათ მათი ოჯახის წევრებისთვის – ვიღაც დაეჭირათ, ვიღაცისთვის რაღაც ჩაედოთ. ეს დრო ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სპორტსმენები როგორმე…

მეტი...

ონკოპაციენტები ამბობენ, რომ სარჯველაძემ შეურაცხყოფა მიაყენა

ჯანდაცვის მინისტრს, ონკოპაციენტები შეუარცხყოფაში ამხელენ, ეს მას შემდეგ, რაც მის კაბინეტში გამართული დახურული შეხვედრის დეტალები მედიასთან ონკოპაციენტებმა გაამხილეს. პოსტზე დანიშვნიდან ერთი თვის თავზე მიხეილ სარჯველაძე სკანდალში ეხვევა. მძიმე სენით დაავადებული ადამიანები მას სიტყვიერ შეურაცხყოფაში ამხელენ. ამბობენ, რომ მინისტრი მათ თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში უყვიროდა და სწორედ ასე   მოითხოვდა, შეეწყვიტათ  მისი კრიტიკა  სატელევიზიო ეთერებში. არადა, ონკოპაციენტებს  სურდათ მიეღოთ კითხვებზე პასუხები, რატომ არის ქვეყანაში წამლების დეფიციტი. საპასუხოდ კი მინისტრისგან დამცირება მიიღეს. „ბატონო მინისტრო, კიბო ისეთი დაავადებაა, ბოდიში, რომ მალე ვერ გვკლავს,“ – ამბობს ერთ – ერთი პაციენტი.

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში მცხოვრები გოჩა ასოშვილი ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ასოშვილი “გააძევეს სამხრეთ ოსეთიდან”, იტყობინება ოკუპირებული რეგიონის “კაგებე” (КГБ). ის ახალგორის რაიონში, სოფელ წინაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 5 აპრილს დააკავეს. „დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ დაარღვია სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი“, – აცხადებენ დე ფაქტო რესპუბლიკის “კაგებეში”. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ინფორმაცია გოჩა ასოშვილის გადმოცემაზე. ე.წ. კაგებეს თანამშრომლებმა ქართველ სამართალდამცავებს იგი ერგნეთის საპოლიციო საგუშაგოსთან გადასცეს. 9 აპრილს ცნობილი გახდა, რომ…

მეტი...

საქართველოს პროკურატურამ ლაშა ცანავასა და კიდევ 7 ადამიანზე სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის თანაშემწეზე, ლაშა ცანავაზე და კიდევ 7 ადამიანზე სამართლებრივი დევნა დაიწყო. ცნობილია, რომ საქმე ეხება 2009 წლის 15 ივნისს მომხდარ ინციდენტს. კერძოდ, პროკურატურის თქმით, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, შსს-ის თანამშრომლები, რომელთა შორის ლაშა ცანავაც იყო, აქციის მონაწილეებს ხელკეტისა და სხვა საშუალებებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. “2010 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობდა 2009 წლის 15 ივნისის აქციის მონაწილეების სარჩელების განხილვა. 2015 წელს აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წარადგინა დეკლარაციები და საბოლოოდ აღიარებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი…

მეტი...

რუსული კანონი დასავლეთისთვის სახეში სილის გაწვნაა – კრამერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი, დევიდ კრამერი “ამერიკის ხმასთან” რუსულ კანონთან დაკავშირებით საუბრობს. კრამერი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და პირდაპირ ამბობს, რომ “ეს დასავლეთისთვის სახეში სილის გაწვნაა”. განცხადებებისას მითითება იყო [ამერიკის] ყოფილ ელჩზე, მტკიცება, რომ ახალმა ელჩმა ისწავლა ძველი ელჩის შეცდომებზე. ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია. ეს არაა ის, რასაც ევროკავშირი მოელის მთავრობისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ბლოკში გაწევრიანებით და კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით პროგრესითაა დაინტერესებული”, – ამბობს დევიდ კრამერი.

მეტი...

„პირობას გაძლევ გეყოლება და რომლითაც სულ იამაყებ“ – „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში ტრაგიკულად დაღუპულ რატი საგანელიძეს ხვალ დაკრძალავენ

7 აპრილს, ბოჭორმის ქუჩა №12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. „დღეს მზე ასე დაბნელდა 90-იანების მე-18 კორპუსელებისთვის..იმ ავბედითი აფეთქებისას, გარდაიცვალა იქ სრულიად შემთხვევით მყოფი ჩვენი მეზობელი სამი შვილის მამა, ლევან ჯეირანაშვილი“ – რას წერენ „ბეთლგრა­უნ­დის“ სას­რო­ლეთ­ში ტრაგიკულად დაღუპულ კაცზე დაღუპულებს შორის არის 24 წლის რატი საგანელიძე. მას ხვალ, 11 აპრილს დაკრძალავენ. „არ ვაპირებ საჯაროდ ჩემი ძმის დატირებას, მინდა ყველას ისეთი ბედნიერი, მომღიმარი და ლაღი გახსოვდეთ, როგორიც იყო. სადაც არ უნდა იყო, ვიცი რომ ჩემს გვერდით იქნები. პირობას გაძლევ გეყოლება და რომლითაც სულ იამაყებ“, – წერს რატი…

მეტი...

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია სპორტისა და ხელოვნების „პოლიტიკურ ჭუჭყში გასვრას“ ცდილობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც წერს, რომ ოპოზიცია ქართული სპორტისა და ხელოვნების „საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვრას“ ცდილობს. ირაკლი კობახიძის ეს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებმა თბილისის მერი და ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძე გააკრიტიკეს ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე, როინ ქოჩორაშვილზე ნათქვამის გამო. კახა კალაძემ თქვა, რომ როინ ქოჩორაშვილმა პროევროპულ მარშს მხარი პოლიტიკური კუთვნილების გამო დაუჭირა. „რა გიკვირთ, რატომ გაგიკვირდათ როინ ქოჩორაშვილის? „ნაცია“ ხო ახლა, რა არის ამაში პრობლემა, როინ ქოჩორაშვილი არის „ნაცი“, გახარიას პარტიის წარმომადგენელია, ხო იცით ეს ჩემზე უკეთესად”, – თქვა კალაძემ.…

მეტი...

პრაღაში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფის განთავსების ისტორია

პროცესი დაიწყო 2010-2012 წლებში, როცა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის დის (ანას) შვილიშვილმა ქ-ნმა ნატო მარშანიამ დაიწყო არზაყანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის არქივებში მასალების მოძიება – შედეგად 2013 წელს გამოსცა წიგნი ,,ქედუხრელი რაინდი’’. 2014 წლის ნოემბერში პრაღაში ჩატარდა ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დღეები“. აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის (ხელმძღვანელი გურამ ყურაშვილი), ანსაბლ ,,შავნაბადას”, აფხაზეთის მხატვრების ნამუშევრების საერთაშორისო გამოფენით და სამუსიკო კონკურსზე äDiamonds Voice’’ ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. სწორედ პრაღის საერთაშორისო ფესტივალის ,,Diamonds Voice” დამფუძნებლის და დირექტორის იოზეფ ჩერმაკის (Josef Cermak) მიერ, ჩვენი ტექსტის შესაბამისად, ჩეხურ ენაზე დამზადდა პირველი მემორიალური დაფა (ჩეხური ტექსტით, ფოტო…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, ორდინალური პასპორტის მფლობელთა სავიზო მოთხოვნისგან ორმხრივად გათავისუფლების შეთანხმებას ხელი რამდენიმე წუთის წინ მოეწერა. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა მოაწერეს ხელი. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორმხრივი უვიზო რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება -გაღრმავების თვალსაზრისით. ილია დარჩიაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული შეთანხმება ახალ იმპულსს შესძენს საქართველო-ჩინეთის მეგობრული ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების…

მეტი...

ავტომობილების მინების დამუქების წესი შეიცვალა

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქების წესი შეიცვალა – 26 მარტს შს მინისტრმა შესაბამის ბრძანებაში ცვლილებების შეტანას ხელი მოაწერა. ცვლილების თანახმად, დასაშვებია დამუქებული მინები – ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა გვერდითა მინებზე 40%-ზე მეტი ოდენობით, მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო წინა საქარე მინაზე 30%-ზე მეტი ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ. სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას: 1. საქართველოს ტერიტორიაზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება წინა გვერდითა მინებზე 40%-ს, ხოლო მძღოლის უკან…

მეტი...

ამ ყველაფრის შემაკავებელი ხალხმრავალი აქციებია, ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ – მიხეილ სააკაშვილი

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს, ასევე თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ,,საზღვრის დელიმიტაცია”. ,,ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ ჩვენ არ ჩავბარდებით! მივესალმები გუშინდელი თავისუფალი მარშის მონაწილეებს. მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის დასტურიც მივიღეთ ისნის ტერაქტის სახით, რომლის სამიზნე იყო კოდორში რუსული სპეცრაზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ოფიცერი. ამავე დღეებში რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან “საზღვრის დელიმიტაცია”, მოაწეროს მათთან ხელშეკრულებას ხელი და პრაქტიკულად აღიაროს მათი “დამოუკიდებლობა”. დამატებით, ისევ გამოაგორეს“რუსული…

მეტი...

სარფის საბაჟოზე 28 079.01 ლარის არადეკლარირებული ოქრო-ვერცხლი ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე – ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 28 079.01 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მეტი...

გოგა ხაინდრავა პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს

რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მადამ (ქალბატონო) სალომე! ჩვენ, პროტოქართველებს გვსურს, რომ თქვენ, ევროქართველმა გვიპასუხოთ ერთ მარტივ კითხვაზე – ვის ინტერესებს ემსახურებით? მერწმუნეთ, ეს კითხვა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აწუხებს, რომელთა წყალობითაც დღეს კიდევ იწოდებით საქართველოს პრეზიდენტად. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ აპირებთ გამოიყენოთ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ვეტო დაადოთ! და თან, ეს ყველაფერი განაცხადეთ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ელჩები შეკრიბეთ რეზიდენციაში და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის პოზიცია დაგეცვათ, აქეთ არწმუნებდით მათ ამ კანონის „მავნებლურ ბუნებაში“ მართალი გითხრათ,…

მეტი...

კანონპროექტზე, რომელზეც შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა და ოკუპანტმა მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი – დანიგანი

,,როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ”, – ამბობს ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი “ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე. ,,როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი. რაც შეეხება კანონმდებლობის მსგავსებას ამერიკულთან, საერთოდ არ არის მსგავსი კანონი, აშშ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ის კანონი, რასაც თქვენ ახსენებთ, მიემართება, ლობისტ…

მეტი...

,,მეოთხე სტადიის მქონე პაციენტის კითხვამ გააღიზიანა მინისტრი და ყვირილი დაგვიწყო” – აფხაიძე

„კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე აცხადებს,რომ მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ერთ-ერთ შეხვედრაზე ონკოპაციენტებს უყვირა: „პაციენტები ყვებოდნენ თავის ამბებს, მეოთხე სტადიის მქონე პაციენტები, ერთ-ერთმა დასვა კითხვა, რამაც გააღიზიანა მინისტრი, გამოვიდა წყობილებიდან, თქვენ ჩემ წინააღმდეგ ხართო, მაკრიტიკებთ ტელევიზიითო და ყვირილი დაგვიწყო. პაციენტმა იკითხა ვადებზე, როგორც მახსოვს, კვლევები როდის დაიწყებაო, ჩვეულებრივი შეკითხვა დასვა. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა აგრესია, თუმცა რომც ყოფილიყო ისეთ მდგომარეობაში ვყავართ დღეს სამინისტროს ონკოპაციენტები, ესეც ბუნებრივი იქნებოდა. მინისტრს უნდა ჰქონდეს თმენის ვალდებულება. ყვიროდა, ჩვენ ვეუბნებოდით ნუ ჩხუბობთ მინისტრო!“, – ამბობს ,,პუბლიკასთან“ საუბარში გვანცა აფხაიძე. შეგახსენებთ, რომ ონკოპაციენტები 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას,…

მეტი...

მოვუწოდებთ ხალხს, ყველა შესაძლო ფორმით წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციის მორიგ მცდელობას – მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები

საქართველოს პენ-ცენტრი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელმომწერი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები, გმობენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ხელახლა სცადოს რუსული კანონის ქართველი ხალხისთვის თავს მოხვევა. იხილეთ განცხადება: ,,არა რუსულ კანონს! საქართველოს პენ-ცენტრი, წერილზე ხელმომწერი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ხელახლა სცადოს რუსული კანონის ქართველი ხალხისთვის თავს მოხვევა. საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია აღნიშნული ქმედებით უარს ამბობს ქართველი ხალხის წინაშე აღებულ ანგარიშვალდებულებაზე და დგამს მოღალატეობრივ ნაბიჯს ქართველი ერის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნებით დეკლარირებულად ამბობს უარს მოლდოვასთან…

მეტი...

ადიგენში, პრობლემების გამო, შევაჩერეთ პარასკევის ლოცვა – სამცხე–ჯავახეთის მუფთი

სამცხე–ჯავახეთის მუფთის მამუკა ვაშაყმაძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ადიგენში, მერაბ (იუსუფ) მიქელაძის სახლში მუსლიმები პარასკევის ლოცვას აღარ აღავლენენ. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება, სოფელ ჭელაში გამართულ შეხვედრაზე მუსლიმებმა ერთობლივად მიიღეს. ,,აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე, ჭელაში შემდგარი ცხარე დისკუსიისას, მუსლიმ თემთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება შეჩერდეს პარასკევის ლოცვა, ბაირამის ლოცვა და გადავიდეს მოლაპარაკების ფორმატში, ცივილიზებულ ფორმატში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ მერაბს, იმ მრევლს, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარა, გვერდში დაგვიდა და მშვიდობას დაუჭირა მხარი. ჩვენ ადიგენში აღნიშნული პრობლემების გამო, შევაჩერეთ პარასკევის, ბაირამის ლოცვა, მიმდინარეობს…

მეტი...

თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, ვეთანხმები, ნაცმოძრაობაა კი – მდინარაძე ქოჩორაშვილის მამაზე

თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, ვეთანხმები, ნაცმოძრაობაა კი, – თქვა ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, ქოჩორაშვილის მამაზე. ,,ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და ისეთებს გაიტანს კიდევ აწი, პოლიტიკაში აწი რაც არ უნდა გამაზოს, როგორც ჟარგონულად იტყვიან ხოლმე, მაინც გვეყვარება ყველა ქართველს და მაინც მაგარი კაცი იქნება. რაც შეეხება მამამისს, თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, მეც ვეთანხმები, მაშინ ნაცმოძრაობაა კი. მაგრამ მამა, დედა, ბებია, ბაბუა, სადაც არ უნდა იყოს პარტიაში, კი არა თვითონ, ფეხბურთელიც კი რაღაც წარმოდგენის რომ იყოს პოლიტიკურის, ჩვენთვის მისაღების ან მიუღებლის, ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული…

მეტი...

ცნობილია კაცის ვინაობა, რომელიც კახეთში ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

პატარა ოთახში და გაუსაძლის პირობებში 4 მამაკაცი 2 თვე ცხოვრობდა. გამომძიებლის ინფორმაციით, ერთი ოჯახის წევრები, კახეთში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში დასაქმდნენ და, მალევე, ტრეფიკინგის მსხვერპლები გახდნენ. დაზარალებულების ვერსიით, ფერმის მეპატრონე მათ ხელფასს არ უხდიდა, უკრძალავდა ოჯახთან კომუნიკაციას და არ აძლევდა უფლებას, დაესვენათ. ფარული ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. გამოძიების მიერ მოპოვებული მასალით ირკვევა, რომ სავარაუდო დამნაშავე მათ ემუქრებოდა და ფიზიკურადაც უსწორდებოდა. ტრეფიკინგის ბრალდებით, პოლიციამ ფერმის მეპატრონე, 42 წლის მამაკაცი დააკავა. ,,კურიერის” ინფორმაციით, ის ნიკოლოზ გიორგელაშვილია. მას მცირე ბიზნესი თელავში, სოფელ შალაურში აქვს. ფერმა, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა, ამ დრომდე დალუქულია…

მეტი...

ჩვენი ქვეყნის დასანქცირების მიზეზი არ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი და მუქარა – კალაძე

საქართველოს დასანქცირების არანაირი მიზეზი არ არსებობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ობრაიენის განცხადებას ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, მან ვერ მოისმინა ოპონენტებისგან საფუძვლიანი არგუმენტები „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე. „ჯერ ერთი, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა. ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა – ასე შევაფასებდი. რა აქვს კანონს პრობლემა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრებასთან, სამართლიანობასთან დაკავშირებით? ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რაზეც დგას ევროპა. რას უშლის…

მეტი...

აღნიშნული კანონის არმიღება იმ დონორების ინტერესში შედის, რომელთაც სურთ დააფინანსონ პოლარიზაცია – კახა კალაძე საერთაშორისო დონორებზე

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ეს დონორები შენიღბული არიან, თითქოს ქვეყნის განვითარებას უწყობენ ხელს, რეალურად კი აფინანსებენ ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირებას,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქვეყნის ინტერესები დაზარალდეს. „აღნიშნული კანონის არმიღება შედის ისევ იმ დონორების ინტერესში, ვინც არიან შენიღბული იმით, თითქოს ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს უწყობენ. რეალურად კი, ისინი აფინანსებენ ყველანაირ ბოროტებას, სიბინძურეს, რომელიც შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს – ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირებას, პოლარიზაციას. აი, ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენ არ დაგვავიწყდეს ერთი…

მეტი...

,,როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი აქ ნეიტრალური ვერ იქნება!”- ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობები, რუსული კანონის შედეგები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დელფინ პრონკმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ღირებულებების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისათვის და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ევროკავშირის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირს მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის. დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ…

მეტი...

,,როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი” – კალაძე ფეხბურთელის მამაზე

როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე საუბრისას. ცნობისთვის, გიორგი ქოჩორაშვილმა გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან ფოტო გამოაქვეყნა- ბავშვი ევროკავშირის დროშით ხელში. პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე, გიორგი ქოჩორაშვილის ,,ინსტაგრამ” ანგარიში გაქრა, თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა, შემდეგ კი დაწერა : ,,საქართველოს გზა ევროპაშია!!!… ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!”.

მეტი...

ქართველების 90% EU-ში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთთან – როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი წერს, რომ ,,ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. ,,უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება არა ხალხის მტერი, არამედ პირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. “ქართულმა ოცნებამ” უნდა მოუსმინოს თავის ხალხს: ქართველების 90% ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთთან”, – წერს როთი.

მეტი...

„ქმარმა მითხრა კიდე ერთი გოგო არ გვინდა, ხალხის დაცინვის თავი არ მაქვსო“ – სელექციური აბორტი საქართველოში

ნორას ოჯახში გოგონაზე უარი მის დაბადებამდე თქვეს. მას შემდეგ, რაც “ნანატრი ვაჟის” მოლოდინი არ გამართლდა, მეუღლემ აბორტის გაკეთება კატეგორიულად მოსთხოვა, ისე, რომ მისი აზრით არც კი დაინტერესებულა. ოჯახიდან, სადაც მესამე შვილი უნდა დაბადებულიყო, წამოვიდა. გოგონა მარტომ გააჩინა. მაშინ 35 წლის იყო. ამ ამბავმა მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. იხსენებს, თუ როგორ ლაპარაკობდნენ მისი ოჯახის წევრები ჯერაც დაუბადებელ ბავშვზე, როგორც ნივთზე. გოგონაზე, რომელიც არასასურველი იყო და არ უნდა დაბადებულიყო. ნორას შვილი გადარჩა, მისი თანატოლები გაქრნენ. ეს ამბავი ჩვენს ქვეყანაში არც პირველი და არც უკანასკნელია. მან ეს ინტერვიუ “რადიო თავისუფლებას” მისცა. სელექციურ აბორტზე…

მეტი...

მარკეტის კონსულტანტი მომხმარებლების პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს სარგებლის მისაღებად სხვა პირს აწვდიდა – დაკავებულია 2 პირი

ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 2004 წელს დაბადებული ა.ე. და 2003 წელს დაბადებული ჯ.უ. დააკავეს. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯ.უ.-მ და ა.ე.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად შეიმუშავეს სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გეგმა, კერძოდ: ა.ე. რომელიც დასაქმებული იყო სს „ნიკორა ტრეიდში“ მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე, იმახსოვრებდა სუპერმარკეტ „ნიკორას“ მომხმარებელთა პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს და შემდგომ აწვდიდა მათ ჯ.უ.-ს. თავის მხრივ, ჯ.უ.-მ მის კუთვნილ…

მეტი...

,,ნებართვა მერიას არ გაუცია, მიმდინარეობს მოკვლევა” – კალაძის მოადგილე პროპაგანდისტულ პლაკატებზე

ნებართვა არცერთ პლაკატზე გაცემული არ არის მუნიციპალიტეტის მხრიდან. დანარჩენზე მოკვლევა მიმდინარეობს მუნიციპალური ინსპექციის მიერ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა, თბილისში გაკრულ პროპაგანდისტულ პლაკატებთან დაკავშირებით განაცხადა. „ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება – გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა და მივყვებით პროცესს. მუნიციპალიტეტს აღნიშნულ საკითხზე ნებართვა არ გაუცია. სანქციები გახლავთ შემდეგი: გააჩნია ზონას 200 ლარიდან 1000 ლარამდე არის ჯარიმა. მოკვლევა ჩატარდება და იმ პლაკატებზე, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული იქნება შესაბამისი სანქციები”, –…

მეტი...

13 აპრილიდან გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება

13 აპრილიდან 18-მეტრიანი ავტობუსების ხაზებზე გაშვების შედეგად გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება, რაც ტრანსპორტის მოცდის დროს შეამცირებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა ავტობუსების ჩანაცვლება, განახლება, დამატება, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანპორტი ყველაზე კომფორტული გავხადოთ. როგორც იცით, 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც შემოვიდა, გადანაწილდა სხვადასხვა მარშრუტზე. პირველ რიგში, ავიღეთ ის მიმართულებები, სადაც ყველაზე მეტი მგზავრთნაკადია და ყველაზე მეტად საჭიროებდა ავტობუსების დამატებას. 13 აპრილიდან გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება, რომლის შედეგადაც, N304 მარშრუტზე მოცდის დრო შემცირდება 15 წუთამდე, N307-ზე -12 წუთამდე, N311-ზე – 14…

მეტი...

სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება

სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით, დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დადგენილი ჯარიმების მიუხედავად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერად იქცევიან. „რამდენიმე წლის წინ, თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სამშენებლო მოედნიდან დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლა გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში – 500, იურიდიული პირის შემთხვევაში – 1 000 ლარის, ხოლო განმეორებითი ქმედების შემთხვევაში – 2 000 ლარის ოდენობით. ეს ცვლილება უკვე რამდენიმე წელია მოქმედია, თუმცა, რეალობას თუ შევხედავთ, ამ მიმართულიბით…

მეტი...

მკვლელობისთვის ძებნილი ძმები აჭარაში დააკავეს

აჭარაში, სარფის სასაზღვრო პუნქტიდან 5 კილომეტრში სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილში, საგანგებოდ მოწყობილ სამალავში 4 პირი აღმოაჩინეს. მათგან ორზე, როგორც ,,განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეზე“, საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. დანაშაული თურქეთში, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა, სადაც თურქული წარმოშობის შვედეთის მოქალაქეებმა ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს, რის შემდეგაც სარფის გავლით, მალულად საქართველოში შემოვიდნენ. ქართველმა სამართალდამცველებმა ძებნილი პირები მალევე დააკავა. ისინი ძმები არიან და მათი სახელი მკვლელობის გარდა, ნარკოტიკების კონტრაბანდას უკავშირდება. ფოტოზე ჩანან, მკვლელობისთვის ძებნილი ძმები და ასევე სატვირთო ავტომობილი, რომელიც საქართველოს საზღვარზე შემოდის. სწორედ ამ ავტომობილში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს სავარაუდო დამნაშავეები. ბრალდებულების მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს ადასტურებს…

მეტი...

რუსეთში, პენზის ციხეში ქართველი პატიმარი გარდაცვლილი ნახეს

რუსეთის ქალაქ პენზის ციხეში ქართველი პატიმარი გარდაცვლილი ნახეს. ის 79 წლის ბორის აპაკიაა, რომელსაც გასულ წელს მოსკოვის სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის საფუძველზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად ხანდაზმული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება, რომელიც სამარტოო საკანში განსაკუთრებით გაუარესდა. ცნობისთვის, ბორის აპაკიას კრიმინალურ წრეებში ,,აპაკელას“ სახელით იცნობდნენ. 60 წლის განმავლობაში ის ე.წ. ,,კანონიერი ქურდის“ სტატუსს ფლობდა.

მეტი...

იმედი მაქვს, გერმანიაში, ჩვენი ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავა – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ გერმანიის ქალაქებში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩებს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება. კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნას და ბილეთების ფიქსირებული, დაბალი ტარიფის შეთავაზებას ეხება. „როგორც იცით, ზაფხულში დაგეგმილია ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშები. მთელი საქართველო ელოდება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რასაც ამდენი წელია ველოდებოდით. რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს უნდა გერმანიაში გამგზავრება, რომ ნაკრებს უგულშემატკივროს. მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნის…

მეტი...

,,ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, იყვნენ ევროპელები!” – აუსტრევიჩუსი

,,ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, იყვნენ ევროპელები!”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე წერს და თბილისში 9 აპრილს გამართულ თავისუფლების მარშს ეხმაურება.

მეტი...