,,ნინო ლომჯარია ცნობილი „ნაციონალია“ და მას შუაშისტად ვერავის შეასაღებ”- ”ხალხის ძალა”

ნინო ლომჯარია ქართველი ფსევდოლიბერალის ტიპური ნიმუშია – აგენტი ნული ინტელექტით, ნული სინდისით და ნული სამშობლოს სიყვარულით,  შესაბამისად, რამდენი ორდენიც არ უნდა ჩამოკიდონ, მისგან პოლიტიკური ლიდერი ვერ გამოითლება – ამის შესახებ აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

„გლობალური ომის პარტია „ქართულ ოცნებას“ მეორე ფრონტის არგახსნას არ პატიობს. ემოციური მხარე გვერდზეც რომ გადავდოთ, ისინი წინ იყურებიან და ბუნებრივია, ყველანაირად ცდილობენ, სამომავლოდ მაინც მოიყვანონ ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა, რომელიც მათ ყველა დავალებას უპირობოდ მოაწერს ხელს. ეს ამოცანა მით უფრო აქტუალურია, რომ გლობალურ ომის პარტიას უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის შემდეგ ცეცხლის ახალი კერა აუცილებლად დასჭირდება.

ამ კუთხით, სიმბოლურია, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ნინო ლომჯარიაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში „ბომბებით წვას“ საჯაროდ ნატრობდა. ლომჯარია ქართველი ფსევდოლიბერალის ტიპური ნიმუშია: აგენტი ნული ინტელექტით, ნული სინდისით და ნული სამშობლოს სიყვარულით. ლომჯარიას შემთხვევაში, ამას ნული ქარიზმაც ემატება. შესაბამისად, რამდენი ორდენიც არ უნდა ჩამოკიდონ, ლომჯარიასგან პოლიტიკური ლიდერი ვერ გამოითლება. ამიტომ, მისი პერსონა მაინცდამაინც დიდ ინტერესს არ იწვევს. თუმცა, ლომჯარიას პლატფორმის შექმნა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ეს მოვლენა გლობალური ომის პარტიის საარჩევნო სტრატეგიას კიდევ ერთხელ შიფრავს,”- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია არნიშნული, ”2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ფსევდოშუაშისტური პარტიის შექმნა იქნება. მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება და „ნაცმოძრაობის“, ანუ საკუთარი აგენტურის დაბრუნებაა”.

,,ამ მისიისთვის ნინო ლომჯარიას შერჩევაც ზუსტად ისეთივე უხეში შეცდომაა, როგორც თავის დროზე ხაზარაძეზე, გახარიაზე და ყიფიანზე აქცენტის გაკეთება იყო. ლომჯარია ცნობილი „ნაციონალია“ და მას შუაშისტად ვერავის შეასაღებ. იგივე შეიძლება ითქვას მისი თავმჯდომარეობით დაფუძნებული პლატფორმის წევრების უმრავლესობაზეც. მაგალითად, ნიკა მემანიშვილის პოლიტიკური ორიენტაცია საყოველთაოდ ცნობილია. დათო ტურაშვილი სუსტი ნებისყოფის კაცია და მისი გულის მოგებას დიდი რესურსი არ ჭირდება. ამიტომაა, რომ დღეს ის ფსევდოლიბერალურ აუდიტორიას კეზერაშვილის ტელევიზიიდან პოლიტიკაზე და მაღალ მატერიებზე მოძღვრავს,”- ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები