ნაცები და ნაცენჯეოები არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისათვის – მამუკა მდინარაძე

ნაცები და ნაცენჯეოები არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისათვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. „ნაცების და ნაცენჯეოებისთვის სიმართლის (და ელემენტარული დეკლარაციის შევსების) შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ, რამდენად აგონიურად არეპორტებენ ქარდებს – დადებიდან სულ რამდენიმე წუთში. არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისათვის!მაქსიმალური ძალები აქვთ ჩართული ყველა მხრიდან, სრული ისტერია,.. თუ თვითონ, თუ მათ პატრონებს, ოღონდ რეალური არგუმენტები ხალხმა არ ნახოს და გაიგოს.ამაზე მეტი ლუსტრაცია შეუძლებელია. ვეღარავის მოატყუებენ, გამორიცხულია! აბსოლუტურად ყველას ეცოდინება სიმართლე!“, – წერს მდინარაძე.

მეტი...

ესპანეთი საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას აღიარებს

ესპანეთი საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას აღიარებს – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესპანელ კოლეგასთან, ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესსთან მემორანდუმი გააფორმა. შსს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ქართული მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა ესპანეთში, თუ იქ კანონიერად ცხოვრობენ. შეხვედრაზე, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. „ვახტანგ გომელაურმა ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი…

მეტი...

შვედური ჯგუფის, ABBA-ს ევროვიზიაზე გამარჯვებიდან 50 წელი შესრულდა

ნახევარი საუკუნე ევროვიზიაზე ABBA-ს გამარჯვებიდან. შვედური ჯგუფის, ABBA-ს ევროვიზიაზე გამარჯვებიდან 50 წელი შესრულდა. 1974 წლის 6 აპრილს, ABBA-ს ევროვიზიის კონკურსში გამარჯვება ჯგუფის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება. დიდ ბრიტანეთში გამართულ ევროფესტივალზე ჯგუფმა საკონკურსო სიმღერა Waterloo შეასრულა, რომელიც ევროვიზიის ისტორიაში საუკეთესო სიმღერად დასახელდა. მაშინ Waterloo ევროპის ათ ქვეყანაში პირველ ადგილზე გავიდა. სიმღერა ასევე ტოპ-ჰიტად იქცა ევროპის ფარგლებს გარეთაც, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და კანადაში, მოხვდა აშშ-ში, Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულშიც. 50 წლის წინ კონკურსში გამარჯვება იყო ABBA-ს ვარსკვლავური კარიერის დასაწყისი. წელსაც, ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა შვედეთია. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 7, 9…

მეტი...

სტოლტენბერგი: უკრაინას მოუწევს გადაწყვიტოს, რა კომპრომისზე წავა რუსეთთან ომში

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ერთ დღეს უკრაინას მოუწევს გადაწყვიტოს, რუსეთთან ომში რომელი კომპრომისის მისაღებად იქნება მზად. საბოლოო ჯამში, უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რა სახის კომპრომისების გაკეთების სურვილი აქვთ, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება, იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ რეალურად მიაღწიონ მისაღებ შედეგს მოლაპარაკების მაგიდასთან”, – თქვა მან. სტოლტენბერგმა ასევე დასძინა, რომ კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა აიძულოს პუტინი უარი თქვას თავის მიზნებზე, მაგრამ დაამატა, რომ უკრაინულ მხარესაც მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. იგი განმარტავს, რომ არ მოუწოდებს უკრაინას ახლავე წავიდეს დათმობებზე და თქვა, რომ “ნამდვილი მშვიდობის” მიღწევა მხოლოდ მაშინ მოხერხდება,…

მეტი...

„საქართველოს ნაკრებთან უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა“ – საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ტაკის ბალტაკოსმა ეროვნული გუნდისა და მთავარი მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, საბერძნეთს საქართველოს ნაკრებთან უფრო აგრესიულად უნდა ეთამაშა. „მივიჩნევ თუ არა პოიეტის ნაკრებში მუშაობას წარმატებულად? პირველ ეტაპზე, ერთა ლიგაში წარმატებულად იმუშავა და გუნდმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან საკვალიფიკაციო ეტაპზე კი გუნდი, ასევე, კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ პლეი-ოფის ფინალში საქართველოსთან თამაშის შესახებ აზრები განსხვავებულია. არ მსურს წმინდა საფეხბურთო საკითხებზე საუბარი, მაგრამ ვიცი აზრი, რომელსაც საბერძნეთის ფედერაციის აღმასკომის წევრების უმრავლესობა იზიარებს. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ საქართველოს ნაკრებთან უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა. გვინდოდა მოსულიყო…

მეტი...

რუსები ხარკივს თავს ისევ დაესხნენ – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხარკივს თავს ისევ დაისხნენ, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას ხარკივის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს. ტერეხოვი ამბობს, რომ ოკუპანტები ხარკივში, შევჩენკოვსკის რაიონს გაუხსნეს ცეცხლი. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, თავდასხმის დროს დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიწვა რამდენიმე ავტომობილი. ტერეხოვის განცხადებით, თავდასხმა მართვადი ბომბებით მოხდა. ოკუპანტებმა იერიში ხარკივზე გვიან ღამითაც მიიტანეს – თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, ხოლო 11 ადამიანი დაშავდა.

მეტი...

კაცი მეუღლის ძმამ, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა – ახალი დეტალები სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი – საქმის მასალების თანახმად, დასავლეთ საქართველოში 40-წლამდე კაცი მეუღლის ძმამ, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, მოკლა. შოთაძის უწყების ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა და 1 პირს წარდგენილი ბრალდება დაუზუსტა. საქმის მასალების მიხედვით, კაცი სინამდვილეში არა ცოლმა, ნატო ხელაძემ, არამედ მისმა ძმამ მოკლა. დაკავებისას ქალმა დანაშაული საკუთარ თავზე აიღო და გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. საბოლოოდ, 29 წლის ქალს განზრახ მკვლელობის ბრალდება მოეხსნა. მას მძიმე დანაშაულის საქმეზე პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის გაასამართლებენ. შინაგან საქმეთა…

მეტი...

ვიქნებოდი აქტიურად ჩართული ამ მძიმე ბრძოლაში, თუმცა გავდივარ ქიმიოთერაპიას – სამნიძე რუსულ კანონზე

ვიქნებოდი აქტიურად ჩართული ამ მძიმე ბრძოლაში, თუმცა გავდივარ ქიმიოთერაპიას – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერიმა, ხათუნა სამნიძემ “ოცნების” მიერ “აგენტების” კანონის შემობრუნების შესახებ განაცხადა. სამნიძე ამბობს, რომ ვერაგი დაავადების დამარცხების შემდეგ აუცილებლად ჩაერთვება ბრძოლაში და შეუერთდება მის კოლეგებს. დეპუტატმა ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ყველა ონკოპაციენტს, ვინც ამ დაავადებას ებრძვის. არ ვარ ახლა აქტიურად ჩართული ჩემს კოლეგებთან, განსაკუთრებით ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, ამ მძიმე ბრძოლაში, სადაც აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს. ჩავერთვები უკვე…

მეტი...

ქუთაისში “გოლიათი” ბავშვი დაიბადა

ქუ­თა­ის­ში “გო­ლი­ა­თი” ბავ­შვი და­ი­ბა­და. პა­ტა­რა მე­ლი­სა 4, 950 კი­ლოგ­რამს იწო­ნის. ბავ­შვი ახალ, N2 სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში და­ი­ბა­და. შვი­ლი და დედა, მე­ლა­ნო ჩირ­გო­ლი­ა­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ. “უდი­დე­სი მად­ლო­ბა სოფო ექიმს, უდი­დე­სი ძალა და რწმე­ნა ჩა­მი­ნერ­გა, და­ვი­ჯე­რე რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დე­ბო­და. მის მი­მართ ჩემი მად­ლი­ე­რე­ბა უზო­მოა”,-ამ­ბობს გო­ლი­ა­თი ჩვი­ლის დედა მე­ლა­ნო ჩირ­გო­ლი­ა­ნი.

მეტი...

საქართველო რუმინეთში ნატო-ს საზღვაო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს

საქართველო რუმინეთში ნატო-ს საზღვაო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველო ნატო-ს 12 წევრ და პარტნიორ ქვეყანასთან ერთად Sea Shield 24 საზღვაო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რუმინეთში 8-21 აპრილს გაიმართება. რუმინეთისა და საქართველოს გარდა საზღვაო წვრთნებში მონაწილეობას ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია, მოლდოვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, აშშ, თურქეთი და საფრანგეთი მიიღებენ. წვრთნები შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე ჩატარდება და მასში 2200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 135 სამხედრო ტექნიკა ჩაერთვება. საზღვაო წვრთნების სცენარი სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს, გასაჭირში მყოფი გემებისთვის დახმარების გაწევას და…

მეტი...

ექსპერტიზა: დიდუბეში, კორპუსის ის სადარბაზოები, სადაც აფეთქება მოხდა, ამ ეტაპზე უვარგისია

დიდუბის რაიონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორუსის ის ორი სადარბაზო, სადაც სამი კვირის წინ აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად ამ ეტაპზე უვარგისია. ამის შესახებ წერია თბილისის მერიის დაკვეთით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნაში. თბილისში, სამტრედიის ქ. #2-ში მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე საათში კორპუსის დაზიანებების შესახებ დასკვნის მომზადებაზე 35-წლიანი სამუშაო სტაჟის მქონე საინჟინრო ნაგებობათა ექსპერტმა ავთანდილ რომელაშვილმა იმუშავა. მასთან ერთად დაკვნის მომზადებაში ჩართული იყო ამავე პროფესიაში ორწლიანი გამოცდილების მქონე კახა კახობერაშვილი. 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ოთხივე სადარბაზოს მდგომარეობის შესწავლა მათ აფეთქების დღეს, 14 მარტს დაიწყეს. კორპუსს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული მეორე და მესამე სადარბაზოს ნაწილში, მომიჯნავე სადარბაზოების მდგომარეობა კი…

მეტი...

ჩასივ იარი ჩვენს კონტროლქვეშ რჩება – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ცნობით, ჩასივ იარი უკრაინელი მებრძოლების გავლენის ქვეშ რჩება. სირსკის თქმით, ოკუპანტები საბრძოლო მასალის უპირატესობით მიზნის მიღწევას ცდილობენ. ჩასივ იარი რჩება ჩვენს კონტროლქვეშ, მტრის ყველა მცდელობა დასახლებულ პუნქტში შეჭრისა, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამავდროულად, კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებზე ჩვენ გვაქვს გარკვეული ტაქტიკური წარმატება“, – თქვა სირსკიმ.  

მეტი...

„თუ ევროპარლამენტარებს ან რომელიმე ჩვენს დასავლელი პარტნიორს გაუჩნდება სურვილი შეამოწმონ კანონი არის თუ არა ევროპულ პრინციპებთან თანხვედრაში“ – ირაკლი ქადაგიშვილი

“ნაციონალური მოძრაობისა” და NGO სექტორის ბრძოლა შავი ფულისთვის – ასე აფასებს მმართველი გუნდი “გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო ოპონენტებისა და მესამე სექტორის ქცევას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ  თუკი რომელიმე ჩვენ დასავლელ პარტნიორს გაუჩნდება სურვილი “გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია გაიგონ, მმართველი ხელისუფლება მზად არის ასეთი მსჯელობისთვის: “თუ ევროპარლამენტის ან რომელიმე ჩვენი დასავლელი პარტნიორის ინსტიტუციის წარმომადგენელს გაუჩნდება სურვილი და ამ კანონთან დაკავშირებით არა კლიშეების პოპულარიზაციით ისაუბრებენ, არამედ შეამოწმონ კანონის რაობა არის თუ არა ევროპულ პრინციპებთან თანხვედრაში, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. იმიტომ, რომ კარგია როდესაც დაინახავენ თვითონ და ავტომატურად ტრენდულ იარლიყებს არ აჰყვნენ ხოლმე. ასე…

მეტი...

12 აპრილს ბერლინში, კობახიძე გერმანიის კანცლერს შეხვდება

12 აპრილს ბერლინში, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ავრცელებს. “2024 წლის 12 აპრილს, ფედერალური კანცლერი, ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები”, – ნათქვამია განცხადებაში. გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა რუსული კანონიც იქნება.

მეტი...

„ჩემი ბავშვობის ფოტო, რომელიც ჩემს ძმას ჩემოდანში ედო“ – ნუცა ბუზალაძის ემოციური პოსტი

ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს. ნუცა აქვეყნებს თავისი ბავშვობის ფოტოს, რომელიც მის ძმას თურმე ჩემოდანში ედო. „ჩემი ბავშვობის ფოტო, რომელიც ჩემს ძმას ჩემოდანში ედო,“ – წერს ნუცა. ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძის ძმა ახლახან გარდაიცვალა.

მეტი...

რუსეთში, კაშხლის გასკდომის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა – მაშველებს ადამიანები ნავებით გამოჰყავთ

რუსეთის ქალაქ ორსკში კაშხლის გასკდომის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა – როგორც DW წერს, მათი ცხედრები სასწრაფო დახმარების სამსახურმა დატბორვისას ქალაქ ორკში იპოვა. მედიის ცნობთ, წყალდიდობა ქალაქის ძველ ნაწილში ფიქსირდება, სადაც ძირითადად კერძო სექტორია განლაგებული. რუსეთის  საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ორსკში დაიტბორა 2 400-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 3 000-ზე მეტი სამეურნეო შენობა, ევაკუირებულია 700-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის 210 ბავშვი. თუმცა, ევაკუაცია გრძელდება და მაშველებს ადამიანები ნავებით გამოჰყავთ. კაშხლის გამაგრებაზე კი მაშველები და მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ.

მეტი...

“დამალვა, მალვა და ბნელი ღამე სჭირდება ქურდს” – ხუნდაძე „აგენტების“ კანონზე

“დამალვა, მალვა და ბნელი ღამე სჭირდება ქურდს” – “ხალხის ძალის” ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ღიაობა დემოკრატიის საფრთხე არ არის. ხუდნაძე ვერ ხვდება რატომ დაარქვეს კანონს რუსული და რატომ არ უნდა მიიღოს ის მმართველმა გუნდმა. ამ პროცესის წინააღმდეგ იმავეს რუსულია აღარ იმუშავა. როდესაც მას რუსული დაარქვეს, მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და არავის ამაზე პასუხი არ აქვს. ეკითხები ოპოზიციას, თუ რა არის რუსული და გეუბნებიან, რომ ზეთი გაძვირდა. გამჭვირვალობა, ღიაობა არ არის დემოკრატიის საფრთხე და დამალვა, მალვა და ბნელი ღამე სჭირდება ქურდს და მას, ვისაც დასამალი აქვს.…

მეტი...

„ვაშინგტონი მოსკოვი არ არის, ჩვენ ქვეყნების ოკუპაციას არ ვახდენთ“ – დენიელ ფრიდის გაფრთხილება “ოცნებას”

ვაშინგტონი მოსკოვი არ არის, ჩვენ ქვეყნების ოკუპაციას არ ვახდენთ – ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი “ოცნების” ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობის განვითარება სწორედ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. ამ პარტნიორობის მომავალი დიდწილად საქართველოზეა დამოკიდებული, იმაზე არის თუ არა საქართველოს მთავრობა დაინტერესებული შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობის განვითარებით. ეს ჩემთვის ცხადი არ არის. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისაღებია. ვაშინგტონი მოსკოვი არ არის. ჩვენ ქვეყნების ოკუპაციას არ ვახდენთ და მათზე კონტროლის მოსაპოვებლად მათ ტერიტორიებს არ ვიტაცებთ. ამას რუსეთი აკეთებს. რა სურს საქართველოს, ეს ქართველების გადასაწყვეტია და კითხვა…

მეტი...

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა. ამის შესახებ ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე აცხადებს. სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. დაკავებული აცხადებდა, რომ ქმარი მას არ მოუკლავს და დანაშაული მისმა ძმამ ჩაიდინა. ახლა გამოძიება ქალს ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება. ის მოსამართლემ პატიმრობაში გუშინ დატოვა. შემთხვევა სამტრედიაში, 30 მარტს მოხდა.

მეტი...

“ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ” – მდინარაძე

“ხელს ნუ გვიშლით, თითებს ნუ გვიქნევთ” – ქართული ოცნების ლიდერები, საერთაშორისო გამოხმაურებას პასუხობენ. მამუკა მდინარაძე, ამტკიცებს, რომ  პირობა თავად კი არა, არამედ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დაარღვიეს. მდინარაძე კრიტიკოსებს არგუმენტებს უწუნებს. “როდესაც ერთი არგუმენტი არ არის, რატომ არ უნდა შეავსოს დეკლარაცია ენჯეოორგანიზაციამ, მედიაორგანიზაციამ ყოველი წლის იანვარში წინა წელთან დაკავშირებით, რატომ არის ასეთი. ყველას ვთხოვთ, მეგობრებს განსაკუთრებით, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რასაც თავისთან არეგისტრირებენ. საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც მოქმედებს აშშ-ში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რაც ინიცირებულია ევროკავშირში ცოტა მკაცრი რეგულაციებითაც კი, ვიდრე ჩვენს პროექტშია წარმოდგენილი.…

მეტი...

მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტი იურიდიულ სკანდალში გაეხვია

სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციას ვიზიტზე ნებართვა სთხოვა იმ მუხლით, რომელზეც ამბობდა, რომ ნებართვა ამ მუხლით არ უნდა გაიცემოდესო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის მიერ პრეზიდენტისთვის ლიეტუვაში ვიზიტზე უარის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერით აღიარეს, რომ სიცრუე იყო საკონსტიტუციო სასამართლოში დავა. „პრეზიდენტი სასწაულ სკანდალში გაეხვია, იურიდიულ სკანდალი დავარქვათ ამას. იცით, რომელი მუხლით მიმართა ადმინისტრაციას? საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას სალომე ზურაბიშვილმა ნებართვა სთხოვა იმ მუხლით, რომელზეც ამბობდა, ამ მუხით ნებართვა რა შუაშიაო, არ უნდა გაიცემოდესო. სხვა მუხლზე აპელირებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ანუ,…

მეტი...

იმდენად ეშინიათ სიმართლის, არგუმენტებს კი არ იშველიებენ – ადგნენ და რამდენიმე ასეული ადამიანი არეპორტებს სიმართლეს – მამუკა მდინარაძე facebook-ის ბანერების დაბლოკვაზე

“ერთ დღეში რამდენიმე ათასი ბანერის დაბლოკვა, რომელზეც სიმართლე იყო დატანილი და არგუმენტების არ წარმოდგენა ნიშნავს იმას, რომ “ნაცმოძრაობის” მეთოდები ისევ ძალაშია. ქვეყნის შიგნით აღმოიფხვრა და ახლა ქვეყნის გარედან დარჩა. ამაში რამდენი ფული იხარჯება, ამას ცალკე დაადგენს ქართული საზოგადოება,”- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ facebook-ის საინფორმაციო ბანერების დაბლოკვასთან დაკავშირებით გააკეთა. მისივე თქმით, საქართველოდან facebook-ის ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტორი სერგი კაპანაძის ორგანიზაციაა. “რამდენიმე ათასი ბანერი დაიბლოკა, რომელიც იყო საპასუხო იმ ცრუ კამპანიის, რომელსაც აწარმოებს “ნაცმოძრაობა” და NGO სექტორის ის რადიკალური ნაწილი, რომელმაც შარშან საუკუნის აფერა დადგა. წელს უკვე აღარ გასდით და…

მეტი...

“მიზანმიმართული თავდასხმა მყიფე დემოკრატიაზე” – აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატორები “აგენტების” კანონზე

აშშ-ში ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა – თანათავმჯდომარე ბენ კარდინი და სენატორი როჯერ უიკერი ქართული ოცნების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ხელახლა მიღებას ეხმაურებიან. ისინი აღნიშნულ კანონპროექტს რუსული კანონის ასლს უწოდებენ და მისი ხელახლა მიღების მცდელობის გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ. “ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მძიმედ მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონის ასლი, რომელიც მისი ინსპირაციაა. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახალი შემოღება ხდება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო მიღების ფონზე. შემაძრწუნებელია,…

მეტი...

„გვინდა თუ არა ხორბლის ძირითადი მომწოდებელი ისევ რუსეთია“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„ფასებთან დაკავშირებიით მდგომარეობა სტაბილურია, მარაგებიც საკმარისი გვაქვს , შემოდის ხორბალიც და ფქვილიც, გვაქვს ადგილობრივი წარმოების ხორბლის მარაგიც, ყველა ქვეყანაში, რომლებიც მსოფლოს აწვდიან ხორბალს მარაგები არის საკმარისი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ –  „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა” ლევან სილაგავამ განაცხადა. სილაგავს განმარტებით, ჩვენს ძირიდათ მომწოდებლად რუსეთი რჩება: „ძირითადი მომწოდებელი ჩვენთან არის, რუსეთი, რუსეთი იმიტომ, რომ  მათ იაფი აქვთ ყველაზე მეტად ხორბალი და ლოჯისტიკურად ყველაზე ახლოს, არიან ჩვენთან , მათგან მხოლოდ ჩვენ არ ვყიდულობთ, რუსეთი ამარაგებს 130 ქვეყანას, ყიდულობენ ევროკავშირის ქვეყანებიც, რუსეთი გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა პირველი ექსპორტიორია…

მეტი...

“საქართველოში პური ძვირი არ არის, ის ფასია, რაც უნდა იყოს“ – მალხაზ დოლიზე „მედიცანტრ მთავარში“

”მე ვთხოვდი პარლამენტარებსაც ვინც გააჟღერა, რაღაც გაუგებარი ფასები, ხანდახან გავიდნენ და პური იყიდონ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა. სპეციალისტი, იმ ხარჯებზე საუბრობს, რაც პურის წარმოებისთვის არის საჭირო, დოლიძე თვლის, რომ საქართველოში პურის ფასი რეალურია, მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროდუქზე ფასის გაზრდა ბოლო 4 წლის მანძილზე არ მომხდარა: „როდესაც მოიყვანეს კახეთში ხორბალი ისინი ითხოვდნენ, 60 -70 თეთრს და დღევანდელი ხორბლის ფასი არის 50 თეთრი, თუ გავითვალისწინებთ ამის გადამუშავების ხარჯს, როგორ შეიძლება ამაზე იფიქროს ვინმემ, რომ ეს ფასი მაღალია, ცვლილება არ მომხდარა თითქმის 4 წელია…

მეტი...

ალეკო ელისაშვილი: აბჯარი ავისხათ და მოვემზადოთ დიდი ცემა-ტყეპისთვის – ქუჩაში თუ იქნება გასასვლელი, უნდა გავიდეთ

დიდი ბრძოლა და ვნებათაღელვა გველის – იმაზე უარესი, რაც იყო, რადგან ახლა უფრო გაშმაგებით არიან მობილიზებულები,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. „აბჯარი ავისხათ და მოვემზადოთ დიდი ცემა-ტყეპისთვის, დიდი ბრძოლა და ვნებათაღელვა გველის – იმაზე უარესი, რაც იყო, რადგან ახლა უფრო გაშმაგებით არიან მობილიზებულები. არც ეს კანონი უნდა მივაღებინოთ, თუ აქცია იქნება საჭირო, უნდა გამოვიდეთ. ქუჩაში თუ იქნება გასასვლელი, უნდა გავიდეთ. თუ საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ. პარლამენტში საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ, რადგან ამათ არაფერი ესმით“,- განაცხადა „პალიტრანიუსთან“  ელისაშვილმა.

მეტი...

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს – არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. როგორც ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ამბობს, რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა, სულ მცირე, 9 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 3 საერთო საცხოვრებელი, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, ბენზინგასამართი სადგური, მაღაზია და ავტომობილი. “ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა,” – ამბობს ხარკოვის მერი.

მეტი...

გერმანიის მთავრობა სინანულს გამოხატავს საქართველოში „უცხოეთის აგენტების“ კანონის კვლავ პარლამენტში დაბრუნების გამო

გერმანიის მთავრობა „გარკვეული სინანულით“ უყურებს ფაქტს, რომ საკუთრივ საქართველოში, ასევე უცხოეთში, საზოგადოების ცალსახა უარყოფითი რეაქციის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ იქნას პარლამენტში განხილული სადავო კანონპროექტი უცხოეთის გავლენის შესახებ. ამის შესახებ განაცხადა გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ქრისტიანე ჰოფმანმა, როცა 5 აპრილს „გერმანული ტალღის“ კორესპონდენტის შეკითხვას უპასუხა საქართველოში „უცხოეთის აგენტების კანონის“ კვლავ განხილვის მცდელობის გარშემო. ჰოფმანმა გაიხსენა, რომ საქართველოს მთავრობამ შარშან პირობა დადო, რომ ამ კანონპროექტს დღის წესრიგიდან მოხსნიდა. „ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ – თქვა მან.…

მეტი...

Freedom House “ქართულ ოცნებას” “აგენტების კანონის” გაწვევისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას მოუწოდებს, “დაუყოვნებლივ” უკან გაიწვიოს ხელახლა ინიციირებული “აგენტების კანონი”. ამის შესახბ ორგანიზაცია განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ კანონპროექტის მიღება ევროინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება: “ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის ხელახალი ინიციირებით. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მსგავსი კანონმდებლობა საზოგადოების ფართმომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს. “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი, მიღების შემთხვევაში, საქართველოს რუსეთსა და ყირგიზეთთან დააკავშირებს – ავტოკრატიებთან, რომლებიც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ…

მეტი...

„რასაც ოცნება აკეთებს, ეს დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევაა“ – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება. ლომჯარიას თქმით, ის, რასაც მმართველი პარტია აკეთებს, დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა. “ის ცალსახა განაცხადი, რაც ევროკავშირის საბჭომ გააკეთა, რომ საქართველოს ვანიჭებთ გაწევრიანების პერსპექტივას, სტატუსთან ერთად ჩვენ ხომ პერპსექტივაც მოგვენიჭა, რომ თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი, შეიძლება ეს პოლიტიკური განაცხადა წაიღონ უკან. უპრედენტო რამ შეიძლება მოხდეს. ის, რაც ხდება საქართველოში დღეს, რასაც აკეთებს ქართული ოცნება, ეს არის დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევა. მებრალებიან ისინი [ქართული ოცნება], ადამიანურადაც მებრალებიან ეს ადამიანები, იმიტომ, რომ…

მეტი...

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს, ბრალი გადაუკვალიფიცირდა

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. უფლებადამცველი წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. “ქალი, რომელიც დააკავეს (სამტრედიაში) ქმრის მკვლელობის ბრალდებით და ბრალი წარედგინა სსკ – ის 109- ე მუხლით, მოეხსნა მძიმე ბრალდება და ბრალი დაუზუსტეს სსკ 370- ე მუხლით, რაც ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. სხვა დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ!” – წერს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.

მეტი...

ლაზარეს საქმეში დარღვევა ვერ დავინახე – სახალხო დამცველი

მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო საქმეში ომბუდსმენი ვერანაირ დარღვევას ვერ ხედავს –  საქართველოს სახალხო დამცველი “პოლიტიკური ამბების” ეთერში ამბობს, რომ ახალგაზრდის სხდომებს რეგულარულად ესწრება, თუმცა საქმის წარმოებაში ვერც პროცედურულ და ვერც შინაარსობრივ დარღვევას ვერ ამჩნევს. ლევან იოსელიანი ასევე მარტის აქციებზე დაკავებული ბიჭისთვის თავის გადაპარსვის ფაქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატმა მომხდარის გამო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და მოკვლევას ამ დრომდე აგრძელებს. ლაზარეს შემთხვევაში, მინდა იცოდეთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ პროცესში ყველა ინფორმაციაზე გვქონოდა წვდომა. პირველივე საათიდან ვიყავით ჩართული. მე თავად მოვინახულე ლაზარე საპყრობილეში. არ…

მეტი...