„რასაც ოცნება აკეთებს, ეს დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევაა“ – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება.

ლომჯარიას თქმით, ის, რასაც მმართველი პარტია აკეთებს, დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

“ის ცალსახა განაცხადი, რაც ევროკავშირის საბჭომ გააკეთა, რომ საქართველოს ვანიჭებთ გაწევრიანების პერსპექტივას, სტატუსთან ერთად ჩვენ ხომ პერპსექტივაც მოგვენიჭა, რომ თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი, შეიძლება ეს პოლიტიკური განაცხადა წაიღონ უკან. უპრედენტო რამ შეიძლება მოხდეს. ის, რაც ხდება საქართველოში დღეს, რასაც აკეთებს ქართული ოცნება, ეს არის დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევა.

მებრალებიან ისინი [ქართული ოცნება], ადამიანურადაც მებრალებიან ეს ადამიანები, იმიტომ, რომ მათაც არ აქვთ არჩევანი. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ჩემზე ხანგრძლივი ისტორია აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, განსაკუთრებით პაპუაშვილს და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სპიკერებად გვევლინებიან ამ პროპაგანდის საქმეში, სწორედ ისინი ამტკიცებენ, რომლებსაც 10, 17 წელია უმუშავიათ საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათ დაფინანსებულ პროექტებში, რომ თურმე, აგენტები ყოფილან, საკუთარ წარსულს აყენებინეს ვიღაც შეურაცხყოფას. ეს გადაწყვეტილება მათ, ალბათ, არც მიუღიათ”, – ამბობს ლომჯარია.

მსგავსი თემები