ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდეა გაზრდილი

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვებიდან უკვე რამდენიმე დღე გავიდა. ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა კომპანიამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი განსაზღვრა. ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სპორტულმა პორტალმა Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვითაც, ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდეა გაზრდილი. ყველაზე დიდი მატება გიორგი მამარდაშვილს აქვს, რომლის ფასიც 5 მილიონით გაიზარდა და 35 მილიონ ევროს შეადგენს. გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი 9 მილიონი გახდა. მას საბა საზონოვი და ოთარ კიტეიშვილი – 3-3 მილიონი ევროთი მოჰყვებიან. ნაკრებში ყველაზე ძვირადღირებული ხვიჩა კვარაცხელიაა, ვისი ყიდვაც კლუბებს, მინიმუმ, 80 მილიონი ევრო დაუჯდებათ. კვარაცხელიას წონა იზრდება თავად…

მეტი...

2 წელი ბუჩას დეოკუპაციიდან – ქალაქი, რომლსაც სასტიკად გაუსწორდნენ

ბუჩას 1-თვიანი ოკუპაცია 2022 წლის 31 მარტს დასრულდა. საბრძოლო მასალისა და ადამიანური რესურსის სიმწირის გამო, რუსულმა არმიამ უკან დაიხია და თავი ბელარუსს შეაფარა. გათავისუფლებულ რეგიონში უკრაინელ ჯარისკაცებსა და მსოფლიო მედიის წარმომადგენლებს, უმძიმესი სურათი დახვდათ. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე აგრესორმა პირდაპირ ქუჩაში დახვრიტა. სამოქალაქო პირებს აწამებდნენ და კლავდნენ სარდაფებში. ასობით ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს მასობრივ საფლავებში. ცეცხლს უხსნიდნენ საევაკუაციო ტრანსპორტს, მათ შორის – ავტომობილებს წარწერით “ბავშვები”. ოფიციალური ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ბუჩაში უკრაინის 700-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს. ცხედრების უდიდესი ნაწილის იდენტიფიცირება ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგაც ვერ ხერხდება.

მეტი...

ინდუსტრიული მუზეუმი ლიუჟოუში – Liuzhou Industrial Museum

ლიუჟოუს ინდუსტრიული მუზეუმი გარედან ქარხანას ჰგავს, რადგან ის აშენდა ყოფილი, მესამე  ბამბის დაწნული ქარხნის ბაზაზე, რაც სამრეწველო მემკვიდრეობის გადამუშავების შედეგია. მუზეუმის საერთო ფართობი 100 000 კვადრატული მეტრზეა მეტი გაშლილი. ეს არის პირველი ყოვლისმომცველი ინდუსტრიული მუზეუმი ურბანულ მხარეში გუანქსიში და ჩინეთშიც და ის ასევე არის ეროვნული ტურისტული ატრაქციონი. ლიუჟოუს ინდუსტრიული მუზეუმი შედგება სამი პავილიონისგან – ინდუსტრიული ისტორიის მუზეუმი, საწარმო მუზეუმი და ეკოლოგიური მუზეუმი. როგორც მთავარი საგამოფენო დარბაზი, ლიუჟოუს ინდუსტრიული ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი თითქმის 2000 ცალი დიდი, საშუალო და მცირე სამრეწველო აღჭურვილობა და პროდუქტი, რომელიც გამოიყენებოდა  და წარმოებულია ლიუჟოუში 1902 წლიდან. სამრეწველო…

მეტი...

ჰაკერებმა ქართველი ბიზნესმენის საბანკო ანგარიშიდან 600 ძვირად ღირებული საათი შეუკვეთეს

ტელეგრამ არხ LOLZTEAM HE-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ჰაკერების მსხვერპლი გახდა. მისი საბანკო ანგარიშიდან 150 000 დოლარზე მეტი ჩამოიჭრა. კიბერთაღლითებმა თანხის გატანა ვერ მოახერხეს, თუმცა ბიზნესმენის ფულით 600 ძვირად ღირებული, G-SHOCK-ის საათი შეუკვეთეს. იურისტები მოქალაქეებს ურჩევენ, მაქსიმალურად გამოიყენონ საბანკო დაცვის მექანიზმები და, არალეგალური წვდომის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველებს, რათა დადგინდეს, როგორ მიიღო წვდომა სავარაუდო თაღლითმა თქვენს საბანკო ანგარიშზე. ამისთვის სპეციალური სამსახური შეისწავლის საბანკო დაწესებულების მხრიდან ანგარიშის ნომრის კონფიდენციალობის პოლიტიკასა და პირობებს, ხომ არ მოხდა ანგარიშის ნომრის გავრცელება იმის გამო, რომ იგი სათანადოდ არ იყო დაცული გამჟღავნებისგან. რამდენიმე გზა, თუ…

მეტი...

გვინდა მივმართოთ აშშ-ის საელჩოს, რომ სანქციები, რომელიც მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ს საელჩოს მიმართავს, მოსამართლეებს სანქციები მოეხსნათ. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეების დასანქცირების რელევანტურობას დაადასტურებდა. „საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის დროს ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც აშშ-ს მხრიდან მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ. ამ დრომდე არ გვინახავს მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა,…

მეტი...

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ალექსი ადეიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზის” მექანიზმი, ისე – ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. “საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის…

მეტი...

„ანას და მარიამის მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა” – ილია თოფურიას დედა

ილია თოფურიას დედამ, ინგა თოფურიამ, ინტერვიუში ოჯახის რთული დრო და აფხაზეთის ომის პერიოდი გაიხსენა. ინგა თოფურიამ აფხაზეთი ორ უფროს გოგონასთან ერთად დატოვა, ილია და ალექსანდრე კი გერმანიაში, ემიგრანტობის დროს დაიბადნენ. მისი თქმით, ილიამ და ალექსანდრემ გზა თავიანთი შრომით გაიკვლიეს.: ,,თუ სადმე შეიძლებოდა, ყველგან მუშაობდნენ და ვარჯიშობდნენ”, იხსენებს დედა შვილების წარმატებაზე.

მეტი...

სურამში სატვირთო ხრამში გადავარდა

სურამში სატვირთო ავტომობილი ცენტრალური მაგისტრალიდან ხრამში გადავარდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მაშველებმა მძღოლის მანქანიდან გამოყვანა შეძლეს. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) დაიწყო.

მეტი...

“ჩვენ, ჩვენ როდისღა ვბრუნდებით საქართველოში?” და გავეცი პასუხი რომელიც მეზიზღება! – “არ ვიცი, ტაო” – 10 წლის ემიგრანტი ბიჭის ემოციები

“10 წლის ტაო, საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა. საქართველოში სულ ალბათ ოთხჯერ ან ხუთჯერ არის ნამყოფი, მაგრამ გიჟდება მეჯვრისხევზე და საქართველოზე. ბებია ეწვია საფრანგეთში და დღეს უკან გააცილა საქართველოში. აეროპორტში ბებოს ცრემლი არ დაანახა, მაგრამ თვალს მოეფარა თუ არა გადმოყარა ცრემლები ღაპა ღუპით, რატომ წავიდაო… ბოლოს როგორც იქნა დამშვიდდა და დამისვა კითხვა რომელიც არ მიყვარს – “ჩვენ, ჩვენ როდისღა ვბრუნდებით საქართველოში?” და გავეცი პასუხი რომელიც მეზიზღება! – “არ ვიცი, ტაო” პ.ს ემიგრანტობა ადვილი ნუ გგონიათ…” – წერს დაჩი გურგენიძე.

მეტი...

გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა – ოცნება მხარს უჭერს

გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა, რასაც ქართული ოცნება მხარს უჭერს. გირჩს სურს, ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნას მიღებული. როგორც უმრავლესობის დეპუტატი, ბექა დავითულიანი ამბობს, პარტიები ამ საკითხზე უკვე შეთანხმდნენ, სანაცვლოდ კი, გირჩისგან მიიღეს თანხმობა, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას ისინი “მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული და არ იქნება გამოყენებული გარკვეული პირადი, პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის”. “შედგა უმრავლესობის ლიდერსა და ბატონ იაგოს შორის კომუნიკაცია და პრინციპს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ეთანხმება უმრავლესობა. ასევე, ეთანხმება დაჩქარებულ წესსაც. ფრაქციის და უმრავლესობის პოზიცია ასეთია. სამაგიეროდ, გირჩის მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის არჩევას, აქ ისინი…

მეტი...

საფრანგეთის ალპებში გასულ წელს გაუჩინარებული 2 წლის ბავშვის თავის ქალა იპოვეს

საფრანგეთში, ალპებში, მოლაშქრეებმა 2023 წლის 8 ივლისს დაკარგული ბავშვის ძვლები, მათ შორის, თავის ქალა იპოვეს. როგორც Independent-ი წერს, ძვლები ბავშვის ბებია-ბაბუის სოფელში, მათი სახლიდან 0,8 კილომეტრში, ანუ იმ ადგილიდან არცთუ ისე მოშორებითაა ნაპოვნი, სადაც ბავშვი ბოლოს ნახეს. 2 წლის ემილ სოლეი ალპების პატარა სოფელ ვერნეში (სულ 125 მოსახლე) მას შემდეგ დაიკარგა, რაც ბავშვი მშობლებმა ბებიასთან და ბაბუასთან დატოვეს. ბოლოს ის ორმა მეზობელმა 8 ივლისს, 17:15 საათზე დაინახა – ემილი გზაზე მარტო მიდიოდა, ეცვა ყვითელი მაისური და თეთრი შორტი. იმავე საღამოს, ბავშვის ბებიამ მისი დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა. სამძებრო სამუშაოში, სამართალდამცველებთან ერთად,…

მეტი...

თეა წულუკიანს სასამართლო კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სასამართლო დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წევრმა, ანი შეროზიამ მოუგო. ამის შესახებ განცხადებას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს. “გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი – SEC Workers Union- მა მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ( საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა) პირადად საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მინისტრს თეა წულუკიანსა და მის ზონდერს ნიკოლოზ აზნაურაშვილს. გაცნობებთ, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის 29 მარტს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ანი შეროზია (Ani Sherozia ) სსიპ საქართველოს კულტურული…

მეტი...

გარდაიცვალა ახალაგაზრდა იმერელი მსახიობი პაკო თავ­ზა­რაშ­ვი­ლი

33 წლის ასაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა სა­ჩხე­რის, ჭი­ა­თუ­რი­სა და ხა­რა­გა­უ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ხა­რა­გა­უ­ლის ბი­უ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლი პაკო თავ­ზა­რაშ­ვი­ლი. მას კარ­გად იც­ნობ­დნენ თე­ატ­რა­ლურ წრე­ებ­შიც. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში, რო­გორც ხა­რა­გა­უ­ლის და­სის, ისე დე­და­ქა­ლა­ქის თე­ატ­რე­ბის. გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდა თრომ­ბის შე­დე­გად გუ­ლის გა­ჩე­რე­ბამ იმ­სხვერ­პლა.

მეტი...

„მისაღებში შემიძლია ლეიბები დავაფინო და დარჩნენ ჩემთან“ – ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე ქართველ გულშემატკივრებს გერმანიაში, საკუთარ სახლში დარჩენას კვლავ სთავაზობს. „სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდი სახლი არ მაქვს, მაგრამ არ არის პრობლემა, შემიძლია, მისაღებ ოთახში მივწიო-მოვწიო რაღაცები, ლეიბები დავაფინო. ამიტომ, შეუძლიათ, რომ დარჩნენ ჩემთან. ამ დროს მე ალბათ შეკრებაზე ვიქნები, სასტუმროში ნაკრებთან ერთად. ამიტომ, მაგ საკითხზე ჩემს ოჯახთან უნდა გაიარონ კონსულტაციები, ვისაც სურვილი ექნება, რომ ჩემთან დარჩეს“, – ამბობს ზივზივაძე „ტაიმ აუტში”.

მეტი...

2 და 3 აპრილს საქართველოში 29 გრადუსამდე დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 და 3 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 29 გრადუსამდე მოიმატოს: „შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +24, +29 გრადუსამდე მოიმატოს. 4 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29…

მეტი...

ხელისუფლების ასეთი წინააღმდეგობა ვეტინგზე სასამართლო სისტემის კორუმპირებულობის ერთგვარ მტკიცებულებად იქცა – კახა ოქრიაშვილი

ხელისუფლების ასეთი წინააღმდეგობა ვეტინგზე სასამართლო სისტემის კორუმპირებულობის ერთგვარ მტკიცებულებად იქცა!, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლების უარი აზარალებს, პირველ რიგში, თავად სასამართლოს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ,,რას ნიშნავს მოსამართლეთა ვეტინგი?! ეს არის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მეთოდისა და კრიტერიუმების შემუშავება. ანუ ე.წ. სტანდარტული შემოწმებით დგინდება, არის თუ არა მოსამართლე კეთილსინდისიერი და შეესაბამება თუ არა დაკავებულ თანამდებობას. ვფიქრობ, ნაკლებად საინტერესოა, ვინ ამოწმებს – მთავარია, შემოწმდეს ხარისხიანად. გასაგებია, რომ ხელისუფლება, რომელიც თავად ნიშნავს მოსამართლეებს, მათ ხარისხიანად ვერ შეამოწმებს. ხელისუფლების ასეთი წინააღმდეგობა ვეტინგზე სასამართლო სისტემის კორუმპირებულობის ერთგვარ მტკიცებულებად იქცა! ყველამ…

მეტი...

მნიშვნელოვანია, რომ მაისიდან 20 ათასზე მეტი მოქალაქე მომატებულ კომპენსაციას მიიღებს – ზაზა ლომინაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებებში მთავარი ის არის, რომ 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განხილვების შედეგად კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი კომპენსაციის ზედა ჭერის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრის შესახებ – რამდენითაც გაიზრდება საბაზისო პენსია, იმდენით გაიზრდება როგორც 1000-ლარიანი, ასევე 1200-ლარიანი ჭერიც. ასევე…

მეტი...

რუსეთის მტკიცებით, დაღესტანში Crocus City Hall-ზე თავდასხმის დამფინანსებლები დააკავეს

რუსეთის მტკიცებით, დაღესტანში Crocus City Hall-ზე თავდასხმის დამფინანსებლები დააკავეს. დაკავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც, რუსეთის უსაფრთხოების ძალების მტკიცებით, კასპიის ზღვაში ტერაქტს გეგმავდნენ, რის შემდეგაც რუსეთის დატოვებას აპირებდნენ. შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმა ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტის დაწყებამდე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

მეტი...

რამ გამოიწვია თბილისის შემოსასვლელის პარალიზება? – გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენა მიმდინარე კვირაში დასრულდება და მოძრაობა ორივე ზოლზე გაიხსნება. სწორედ აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოქმნილმა საცობმა გამოიწვია თბილისისკენ მიმავალ ზოლზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება: ,,მიმდინარე წლის 21 მარტს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანდა კონსტრუქციული ნაწილი და საჭიროებდა აღდგენას, ხოლო სამუშაოებიდან გამომდინარე აღნიშნულ მონაკვეთზე საორიენტაციოდ ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდებოდა გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს სამუშაოები მიტოვებულია და დროის მცირე პერიოდში შესაძლებელი იყო აღნიშნული სამუშაოები დასრულება…

მეტი...

,,აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ” – კეთილსინდისიერების ტესტის მოწინააღმდეგე მოსამართლე

,,აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ”, – ამბობს უზენაესი სასამართლოს წევრი, ლევან თევზაძე, რომელიც ე.წ. ვეტინგის სისტემას ეწინააღმდეგება. ,,მე ვფიქრობ, აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ… იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი, პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების დამოუკიდებლობა, იმ კუთხით, რომ მავანს სურს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება… ამ “ვეტინგებით”… ამ რაღაც რეფორმებით ცდილობენ თავიანთი მიზნების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, მე ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსს, იქნება ეს ფეისბუკი, სატელეფონო კომენტარი, პირადი ჩაწერა – გამოვიყენებ იმისათვის, რომ დავიცვათ განცხადების სულისკვეთება იქნება თუ სასამართლოს…

მეტი...

ცინიკური და შეურაცხმყოფელია, დასაბრუნებლად რატომ არ გვეპატიჟებიან? – ემიგრანტების პასუხი ღარიბაშვილს

,,ქართული ოცნება” ემიგრანტებს დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე უარს ეუბნება. სამშობლოდან წასულ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ირაკლი ღარიბაშვილმა კი აქ ჩამოსვლა ურჩია. ემიგრანტები ,,ოცნების” თავმჯდომარეს პასუხობენ და მის პოზიციას ,,ცინიკურსა” და ,,შეურაცხმყოფელს” უწოდებენ: ,,ცინიკური განაცხადია, რაც გააკეთა ღარიბაშვილმა და შეურაცხმყოფელი. ჩვენს ქალაქში ემიგრანტები მოტივირებულები არიან, რომ საკონსულო აღრიცხვა გაიარონ იმის მოლოდინით, რომ 50 რეგისტრირებული ემიგრანტის შემთხვევაში გაგვიხსნიან დამატებით უბანს. და ამ დროს გამოდის ბატონი ღარიბაშვილი და აკეთებს ასეთ ცინიკურ განცხადებას. ეს არის ის, რომ საზოგადოებად ისინი არ გვთვლიან. რა თქმა უნდა, გადაადგილება არის დიდი პრობლემა. ჯერ მარტო მადრიდში და აღარაფერს ვამბობთ…

მეტი...

რუსეთში 13 მაღაროელი ვერ იპოვეს – სამაშველო ოპერაცია შეწყდა

რუსეთში, ამურის ოლქში მდებარე მაღაროში [Pioneer] სამაშველო ოპერაცია შეწყდა. 13 მუშა, რომლებიც 18 მარტს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩამონგრეულ მაღაროში დაიკარგნენ, ვერ იპოვეს. მაღაროს მმართველმა კომპანიამ სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის მიზეზად კლდის განმეორებითი ჩამონგრევისა და დატბორვის საფრთხე დაასახელა. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ტექნიკური საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე მიიღეს, რომელშიც სამი სპეციალიზებული საპროექტო ინსტიტუტის, პიონერის მაღაროსა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ოფიციალურ განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ დაკარგული მაღაროელები დაიღუპნენ, თუმცა გამოთქმულია სამძიმარი მათი ოჯახებისთვის და ნათქვამია, რომ ისინი კომპენსაციას მიიღებენ. ცნობისთვის, გასულ კვირას მაღაროს მმართველი დირექტორი ალექსეი ბირიუკოვი დააკავეს. მას უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა…

მეტი...

არ ვთვლი, რომ ვინმეს ანგარიში უნდა ჩავაბარო, სად და ვისთან ერთად დავისვენებ – ეკა არეშიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ეკა არეშიძე განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების წინააღმდეგ აგორებულ დისკრედიტაციის კამპანიაზე წერს და განმარტავს იტალიაში ვიზიტის დეტალებს. ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ვეტინგს არ ეწინააღმდეგება ,,იტალიის ვიზიტთან დაკავშირებით! მაოცებს ის პანიკა, რაც ჩემი და ჩემი მეგობრების იტალიაში გატარებულმა შვებულებამ გამოიწვია. საერთოდ არ ვაპირებდი გამოხმაურებას და რამის ახსნას, მაგრამ რადგან ვრცელდება დეზინფორმაცია, ამ საჯარო პოსტით იმედია დავაკმაყოფილებ ცნობისმოყვარეთა ინტერესს. მინდა დავიწყო იმით, რომ 29 მარტს გავხდი 50 წლის!! ჯერ კიდევ სექტემბერში გადავწყვიტე განსხვავებულ გარემოში შევხვედროდი ამ თარიღს. თანამოაზრეეებიც შემოვიკრიბე (ამ საკითხში), რა თქმა უნდა…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება სატელეფონო ზარით მიულოცა – კალაძე

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება რასაკვირველია მიულოცა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „ბიძინა ივანიშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და გამარჯვება მიულოცა. ეს იყო მთელი ქვეყნის გამარჯვება. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაიდო. ყველაზე კარგია, რომ ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება. უნდა ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს, რადგან დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზეც ღირსეულად წარდგება. ეს ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ ერთჯერადი აქტი…

მეტი...

,,რასაც გავეცანი ღია წყაროებში მხოლოდ ეს ინფორმაცია მაქვს” – შს მინისტრის მოადგილე

შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია საერთაშორისო მედიის სკანდალურ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, რუსული სამხედრო დაზვერვა თბილისში, ამერიკელ დიპლომატებს წამლავდა. ,,დღეს დილიდან პარლამენტში ვარ, რასაც გავეცანი ღია წყაროებში მხოლოდ ეს ინფორმაცია მაქვს, სხვა ინფორმაცია არ მაქვს და ვერაფერს ვერ მოგახსენებთ”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მეტი...

კლინიკა ,,იმედის” დაზარალებულებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

კლინიკა ,,იმედის” დაზარალებულებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სამშობიარო სახლის ექიმების პასუხისგებაში მიცემას და სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ექიმების დაუდევრობისა და არასწორად ჩატარებული მკურნალობის შედეგად მათი ოჯახის წევრების და ახლობლების ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ. დაზარალებულებს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ და დაპირდნენ, რომ კლინიკის საქმიანობას შეისწავლიან. როგორია თავად ,,იმედის” პოზიცია, სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

მეტი...

მაქსიმალურად შეეცდებიან, საკითხის ირგვლივ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვიონ – კახა კალაძე

მაქსიმალურად შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროტესტის გამოწვევას, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის მიერ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ ტელევიზიაში ლგბტ პროპაგანდის დასაფინანსებლად თანხები მიემართება. თბილისის მერის განმარტებით, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება, მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სარწმუნოებისა, არის დაცული. „უმრავლესობის კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ არის უბრალოდ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ოპოზიციიდან ნაწილმა შეიძლება დაუჭიროს მხარი მას, ვიღაცამ შეიძლება არა. მაქსიმალურად შეეცდებიან, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ ამ საკითხის ირგვლივ, შეეცდებიან, რომ ხელოვნურად გამოიწვიონ პროტესტი. ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები, მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ…

მეტი...

აპრილის პირველ კვირაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შინაური ცხოველების მეპატრონეების ცნობიერების ამაღლების კვირეული აღინიშნება

ყოველწლიურად, აპრილის პირველ კვირაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შინაური ცხოველების მეპატრონეების ცნობიერების ამაღლების კვირეული აღინიშნება. კვირეულის მიზანია ცხოველის მოვლისა და გასეირნების წესების შესახებ მეპატრონეების ინფორმირება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია, რომ ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი დასუფთავება. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟები ყოველდღიურ რეჟიმში გადაადგილდებიან დედაქალაქის მასშტაბით ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში და ცხოველების მეპატრონეების მხრიდან აღნიშნული წესის შესრულების მონიტორინგს ახორციელებენ. ეკიპაჟები, ასევე, ამოწმებენ…

მეტი...

ქალაქში სტენსილების განთავსება რადიკალების მხრიდან განხორციელებული აქტია – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მოსამართლეების თემატიკაზე საპროტესტო ხასიათის სტენსილების განთავსების უკან რადიკალური ჯგუფები დგანან. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე, მოსამართლეების პატიოსნება ეჭვქვეშ არ დგას და ამაზე ის საერთაშორისო კვლევებიც მიუთითებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა. „სტენსილები, რა თქმა უნდა, რადიკალების მხრიდან განხორციელებული აქტია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ გვახსოვს, წლების განმავლობაში მსგავსი ბინძური კამპანიები. ვიცით, ყველაფერი საიდან და ვისგან ფინანსდებოდა. აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, თუ ვინ იყო შემსრულებელი, ვისი დაკვეთით კეთდებოდა. რაც შეეხება მოსამართლეების პატიოსნებას, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მთელი რიგი კვლევები. საქართველოს…

მეტი...

გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება

გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისები შესრულდება და  ბილეთების ფასები 295 ევროდან დაიწყება. ფრენების განრიგი კი  შემდეგია: თბილისიდან დორტმუნდში – 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს); თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს); თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს). „პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. www.georgian-airways.com“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე, აღნიშნავენ, რომ ვებ-გვერდზე ტექნიკური ხარვეზის გამო ავიაბილეთების რეალიზაცია დაგეგმილ დროს, 13:00 საათზეე ვერ დაიწყო. „ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის! ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე მიმდინარეობს…

მეტი...

ანტალიაში დაფუძნებულ ავიაკომპანიას ევროკავშირმა საჰაერო სივრცე დაუხურა

ავიაკომპანია  Southwind Airlines ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ვერ იფრენს. ავიაკომპანია რეისებს საქართველოდანაც ასრულებდა თუმცა, რუსეთთან კავშირის გამო, მისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. ფინეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული მოკვლევით, Southwind-ი, რომლის ოფიციალური სახელი Cortex Aviation and Tourism Trade-ია, საკუთრებაზე კონტროლის დიდ ნაწილს რუსეთში ფლობდა. რის გამოც  ფინეთმა Southwind-ის ანტალია-ჰელსინკის რეისი გააუქმა. მარტის ბოლოდან კი ავიაკომპანიას საკუტარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა. ავიაკომოანიას საფაერო სივრცე ბრიუსელმაც დაუხურა.  ევროკავშირმა გაერთიანების ყველა ქვეყანას ოფიციალურად აცნობა, რომ Southwind Airlines-ს, სანქციების რეგულაციების შესაბამისად, ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა აკრძალული აქვს. კონკრეტული ავიაკომანია 2022 წელს ანტალიაში დაარსდა და მისი მიზანი სანქციების  შემდეგ,…

მეტი...

„ბაღებსა და სკოლებში ასწავლიან, თუ ბავშვი ბიჭად ან გოგოდ დაიბადა, ეს სულაც არ ნიშნავს ამას“ – დეპუტატი

გენდერისა და სქესის გადაკეთების თემა საკანონდებლო ორგანოში ისევ ერთ-ერთი განსახილველი თემაა.  როგორც დეპუტატები აცხადებენ, ბაღებსა და სკოლებში ამ საკითხის პროპაგანდა მიმდინარეობს. „თუკი რამეა აღსაშფოთებელი, აღსაშფოთებელია ის, რომ ბაღებსა და სკოლებში ხდება მოწოდება, არასრულწლოვანებს ასწავლონ თუ რას ნიშნავს გენდერი, ასწავლონ ის, რომ ბავშვი თუ ბიჭად ან გოგოდ დაიბადა, ეს სულაც არ ნიშნავს ამას, ამის პროპაგანდაზე სერიოზული თანხა იხარჯება და შემოდის გრანტები“ – აცხადებს  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, სწორედ ეს იდეოლოგია შემოდის და მკვიდრდება საქართველოში. “შემოდის იდეოლოგია, რომ ბავშვებს ბაღისა და სკოლის ასაკიდან უნდა ვუთხრათ, რომ სრულებით არაფერს…

მეტი...

გაფრთხილება მძღოლებს – დღეიდან სამანქანე ნომრები იცვლება

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ტრანზიტული ნომრების გაცემა ახალი წესი ამოქმედდა.  ცვლილებების მიხედვით, შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები ერთი და იმავე ფორმით განისაზღვრა. გარდა აღნიშნულისა, ასევე ნომრის გაცემა მოხდება პერსონალურად, კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მისი გამოყენების უფლება სხვა პირს არ ექნება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ავტომობილისა და მოტოციკლის ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და დიზაინი შეცვალა. 1-ელი აპრილიდან ტრანზიტული ნომრების გაცემა ახალი წესის მიხედვით განხორციელდება. ცვლილებების შედეგად, შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები ერთი და იმავე ფორმით განისაზღვრა, ასევე ნომრის გაცემა მოხდება პერსონალურად, კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მისი გამოყენება…

მეტი...

+23 გრადუსი – საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

1-ელ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა…

მეტი...

ისრაელის შეიარაღებული ძალები მზად არიან იმოქმედონ რაფაჰში და განახორციელონ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია – ნეთანიაჰუ

ისრაელი ღაზის სექტორსა და ლიბანის საზღვარზე ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები მზად არიან, იმოქმედონ რაფაჰში და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე იზრუნონ. განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპერაცია რამადანის, შეერთებული შტატების წნეხის ან „ნებისმიერი შეფერხების“ გამო არ გადაიდება. „ამას გარკვეული მომზადება სჭირდება, თუმცა დიდი დრო არა. ვერაფერი შეგვაჩერებს, ვერც აშშ-ის წნეხი“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

მეტი...

ერთი კაცის მმართველობა დასრულდა, დემოკრატია მთელი სისწრაფით წინ წავიდა – სტამბოლის მერი

ერთი კაცის მმართველობა დასრულდა, – განაცხადა სტამბოლის მერმა, ექრემ იმამოღლუმ. „ისევე, როგორც სტამბოლმა მოგვცა ისტორიული გზავნილი ამ საღამოს, მან ასევე გადასცა გზავნილი მთავრობის წარმომადგენლებს. ერის მიერ მიცემული ინსტრუქცია არის ის, რომ ვისაც აირჩევენ, პატივი სცეს მათაც, ვინც არჩეულია. ერი თავად იძლევა ბრძანებას და მითითებებს და არა ერთი ადამიანი. ოფიციალური პირები ერისგან იღებენ მითითებებს. დღეიდან ამოიწურა ერთპიროვნული მმართველობის პერიოდი. ეს დასრულებულია. რესპუბლიკა და დემოკრატია ამიერიდან წინ წავიდნენ მთელი სისწრაფით“, – აღნიშნა იმამოღლუმ.

მეტი...