,,მოიტყუეს, რომ ხალხის ყურადღება გადაეტანათ ხუთშაბათზე”- ნინო ლომჯარია

,,ქართულმა ოცნებამ” ქართულ საზოგადოებას მოატყუა კანონპროექტს ხუთშაბათს განვიხილავთო, სინამდვილეში ახლა დაიწყეს განხილვა,”- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს.

,,საქართველოს მოქალაქეებო! გუშინ “ქართულმა ოცნებამ” ქართულ საზოგადოებას მოატყუა კანონპროექტს ხუთშაბათს განვიხილავთო, სინამდვილეში ახლა დაიწყეს განხილვა მოიტყუეს, რომ ხალხის ყურადღება გადაეტანათ ხუთშაბათზე, სინამდვილეში მანამდე აპირებენ მხარდაჭერას!

დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს!

არა რუსულკანონს არა საქართველოს მომავალს რუსეთთან,”- წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს დღეს განიხილავენ. მანამდე, ცნობილი იყო, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათს იყო დაგეგმილი.

მსგავსი თემები