ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ დაჯდა

ძლიერი ქარი აჭარაში, გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ დაჯდა. სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი  აეროპორტში დაფრენას ამ დრომდე [21:55] ცდილობს. აჭარაში ძლიერი ქარია. შეტყობინება ამინდის გაუარესების შესახებ, გუშინ 112 – დან გაეგზავნა მოსახლეობას.

მეტი...

„უოლ სთრით ჯორნალი“ – ემანუელ მაკრონი ცდილობს, ძლიერად უბიძგოს ევროპას პუტინთან უფრო მკაცრი მიდგომებისკენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს, ძლიერად უბიძგოს ევროპას პუტინთან უფრო მკაცრი მიდგომებისკენ, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს სტატიას. სტატიის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტი ოდესღაც რუსეთთან დიალოგის მომხრე იყო, მაგრამ ახლა სურს, ნატო-ს ქვეყნებმა განიხილონ ყველა ვარიანტი უკრაინაში, რაც ალიანსის შეშფოთებას იწვევს. ამერიკული გამოცემის მიხედვით, თებერვალში ემანუელ მაკრონმა გამართა კონფიდენციალური საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, რათა საფუძველი ჩაეყარა პარიზის სამიტისთვის, რომელიც, როგორც მაკრონი იმედოვნებდა, რომ შეარყევდა დასავლეთის სტრატეგიას უკრაინაში ომის მიმართ. „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის იდეა წარმოადგენდა რადიკალურ გადახვევას იმ პოზიციიდან, რომელიც…

მეტი...

ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დარეგისტრირდა

საპარლამენტო უმრავლესობის 83 დეპუტატის სახელით საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. პარლამენტში ამ საკითხის მომხსენებლები იქნებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი და გივი მიქანაძე. დოკუმენტს საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წარმომადგენელი აწერს ხელს პარტიებიდან „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. იმის მიხუხედავად, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები, კანონპროექტის ინიციატორი 83 დეპუტატი აცხადებს, რომ „კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს“. მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად დააინიციირა კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. 25 მარტს, საპარლამენტო…

მეტი...

„ეს კანონი არის პუტინისტური რუსეთის გადმოსახედიდან შექმნილი – ამ კანონს ვერ მიიღებენ“ – ნინო ლომჯარია

„რატომ დააბრუნეს კანონპროექტი ამაზე პასუხი ალბათ „ქართული ოცნების“ წევრებსაც არ აქვთ, დაიბარეს გუშინ და დაავალეს,“ –ამის შესახებ, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ნინო ლომჯარია განმარტავს, რატომ არის კანონი რუსული, მისი აზრით კანონს ახალი ვერსია გაცილებით ცუდია ძველ ვერსიაზე: „კანონში პირდაპირ ჩაწერეს, რომ ნებისმიერი ოგანიზაცია, რომელიც იღებს ევროპული ორგანიზაციების მხრიდან, თუნდაც 20 პროცენტს დაფინანსებას, უნდა დარეგისტრირდეს, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია და ხარ აგენტი, ამიტომ არის ეს კანონი რუსული, ამ კანონს ვერ მიიღებენ, ბევრ ბენეფიციარს, ბევრ სასიკეთო საქმეს უსპობენ საარსებო საშუალებას, განწობები დავინახე და საზოგადოება ხედავს, რომ ეს არის ჩვენი საგარეო…

მეტი...

“არა რუსულ კანონს!” – პარლამენტთან ხვალ აქცია ჩაინიშნა

“არა რუსულ კანონს!” – პარლამენტთან ხვალ, 4 აპრილს, 20:00 საათზე, აქცია ჩაინიშნა. ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობები “ტალღა” და “ჯიუტი” სოციალურ ქსელში ავრცელებენ. “3 აპრილს საქართველოს პარლამენტში ქართულმა ოცნებამ კვლავ დაარეგისტრირა რუსული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ოდნავ სახეცვლილი სახელწოდებით – „კანონი უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ”. 4 აპრილს, საღამოს 8 საათზე სამოქალაქო მოძრაობები, ტალღა და ჯიუტი პარლამენტის წინ გელოდებით ყველას, საორგანიზაციო შეხვედრაზე, სადაც ერთობლივად დავსახავთ კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გეგმებს. ის კანონი, რომელიც ქართულ ოცნებას ერთი წლის წინ ხელიდან გამოვგლიჯეთ, კვლავ გაააქტიურეს. ამიტომ, თავიდან მოგვიწევს გაერთიანება იმისათვის, რომ ვერ მოახერხონ მისი…

მეტი...

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტი თავისი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და შემდგომში “ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.…

მეტი...

ონკოპაციენტები 8 აპრილიდან უწყვეტ პროტესტს აანონსებენ

ონკოპაციენტები უწყვეტ პროტესტს იწყებენ – მათ ჯანდაცვის მინისტრისგან ვერც ბოლო შეხვედრაზე მიიღეს დაპირება, თუ როდის ექნებათ მძიმე დაავადებასთან საბრძოლველი აუცილებელი მედიკამენტები. დახმარების ნაცვლად მიხეილ სარჯველაძე ონკოპაციენტებს სამუშაო ჯგუფებში ჩართვას სთავაზობს და ამბობს, რომ წამლების დეფიციტი ბაზარზე ხელოვნურად არის შექმნილი. ამ ხალხს კი კონსულტაციების დრო ნამდვილად არ აქვს. “ყოველი დღე წამლის გარეშე სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია” – ამბობენ მინისტრთან შეხვედრიდან გამოსული ონკოპაციენტები და 8 აპრილიდან აქციებს აანონსებენ.

მეტი...

კრამონი პაპუაშვილზე: ის ბიჭია, რომელიც გერმანულ ორგანიზაციას ჰყავდა დასაქმებული, სირცხვილია

ეს ის ბიჭია, რომელსაც გერმანულ ორგანიზაცია (GIZ) მრავალი წლის განმავლობაში კანონის უზენაესობის პროექტებზე რომ ჰყავდა დასაქმებული. როგორ შეიძლება, დასავლელი დონორები ასე შედიოდნენ შეცდომაში და ისეთ ადამიანებს ასაქმებდნენ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, არღვევენ დეპუტატების უფლებებს პარლამენტში და რუსეთის ინტერესებს ატარებენ. სირცხვილია. წერს ევროპარალამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით.

მეტი...

ევროკავშირში მეორე უნგრეთი არ გვჭირდება – ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი „აგენტების კანონზე“

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პოლიტიკური ჯგუფის, „განაახლე ევროპა“, წევრი პეტრას აუსტრევიჩუსი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ ხელახალი ინიციატივა, მიიღოს „აგენტების კანონი“, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი დაბრკოლება შეიძლება გახდეს. „გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ, რომ [საქართველოს ევროკავშირში] ინტეგრაცია მიმდინარეობდეს, რადგან [„ქართული ოცნების“ ლიდერები] დემოკრატიულ კრიტერიუმებს პატივს არ სცემენ. ეს ან გინდა, ან არა“, – წერს ევროპარლამენტარი რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ წერილში. „არ გვჭირდება მეორე უნგრეთი ევროკავშირში“, – აცხადებს იგი.

მეტი...

“ვიწყებთ სრულ მობილიზაციას! დავუპირისპირდებით საქართველოს გარუსების კიდევ ერთ, მასშტაბურ მცდელობას” – სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” |

“ვიწყებთ სრულ მობილიზაციას! დავუპირისპირდებით საქართველოს გარუსების კიდევ ერთ, მასშტაბურ მცდელობას”, – ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” განცხადებაშია საუბარი. მარტის აქციების მონაწილე სტუდენტები და ახალგაზრდული ორგანიზაციები “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას ეხმაურებიან. დილა ისევ ღალატით დაიწყო! დილა დაიწყო ისევ გადაგდებით! “რუსულმა ოცნებამ” დღეს საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უთხრა: გადაგაგდებთ რამდენჯერაც მოგვინდება! მოგატყუებთ რამდენჯერაც საჭირო იქნება! საქართველოს რუსეთიზაციის პოლიტიკაზე ხელს არ ავიღებთ! დღეს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა საქართველოს პუტინისტური ხელისუფლების რეალურ სახეში, რომლებიც აპირებენ გენერალური შტურმი მიიტანონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და არჩევნებამდე კიდევ ერთხელ სცადონ მისი სრული საბოტაჟირება. კანონის…

მეტი...

თალაკვაძე ოდიაშარიაზე: თუ ასეთი მიმართვა მართლა იყო, ბოდიშის მოხდაა საჭირო

ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე თანაგუნდელის, ბექა ოდიშარიას მიერ ქალების შეურაცხყოფაზე ამბობს, რომ “თუ ასეთი მიმართვა მართლაც იყო”, ბოდიშის მოხდაა საჭირო. “თუ ასეთი მიმართვა მართლაც იყო, რაც კრიტიკულ მედიაში გამოქვეყნდა, მაშინ მიმაჩნია და მიგვაჩნია, რა თქმა უნდა, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო და ბატონი ბექა ამასთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ სიტუაციაში ნამდვილად არ შეეშლება, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს”, – ამბობს თალაკვაძე. დღეს პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოდიშარიამ დეპუტატი ქალები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ “მოუტ*ვნელი ქალები” უწოდა. “დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის…

მეტი...

დეკანოიძე გირჩის ,,ამნისტიის” კანონზე მისი ხელმოწერის გაუქმება ითხოვს

“ევროოპტიმისტების” წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის საორგანიზაცია დეპარტამენტს, გირჩის ,,ამნისტიის” კანონზე მისი ხელმოწერის გაუქმების შესახებ მიმართა. შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქალების სიაში ჩასმის ვალდებულება ისე გააუქმა, რომ აზრი ქალ დეპუტატებსაც კი არ ჰკითხა. ეს გადაწყვეტილება კი “გირჩის” და “ოცნების” პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ქალების კვოტების გაუქმების სანაცვლოდ “ოცნება” ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს “გირჩის” მხადაჭერას მიიღებს.

მეტი...

ჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატურა, უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე  ჯემალ გამახარია. კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხმათა უმრავლესობით  შემდეგი 5 წლის ვადით ისევ ჯემალ გამახარია აირჩიეს.ჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატურა, უმაღლესი საბჭოს…

მეტი...

ჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-2 თავის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-12 თავის მე-3 მუხლის შესაბამისად, 2024 წლის 3 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. პლენარულმა სხდომამ, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა უძღვებოდა, განიხილა დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთადერთი საკითხი – “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების შესახებ“. თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატურა, უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე – ჯემალ გამახარია. ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხმათა უმრავლესობით, 16 ხმით…

მეტი...

ირაკლი კობახიძე რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პრემიერი კობახიძე რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებასთან დაკავშირებით წერილობით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ვასაჯაროებთ. გარდა ამისა, ვთხოვე ყველა მინისტრს და სამთავრობო უწყებას, უპასუხოდ არ დატოვონ მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. სრულად გამჭვირვალეა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ და გასაკვირი არაა, რომ საქართველომ „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. როდესაც მართალი ხარ და არაფრის გაფუჭება არ გაქვს განზრახული, გამჭვირვალობა და…

მეტი...

,,ყველანი უნდა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ, ამ დროშას მე დავიჭერ და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ გავიმარჯვოთ” – ზურაბიშვილი

,,ყველანი უნდა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ… ამ დროშას მე დავიჭერ და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ გავიმარჯვოთ”, – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს. ,,პასუხი არის მხოლოდ ერთი – ეს არის არჩევნებით, სათქმელის თქმა. არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ იცის ჩვენზე ბევრად კარგად, ყველაზე კარგად, თუ რა არის რეალური ციფრები. ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითებია, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება. რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა,…

მეტი...

ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ რუსული კანონის ინიცირებით, ოცნებამ ევროპას უთხრა არა – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი რუსული კანონის შემობრუნებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და ამ გადაწყვეტილებას საბოტაჟი უწოდა: ,,ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი რუსული კანონით, ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ, რუსული კანონის ინიცირება, 31 მარტიდან 9 აპრილამდე კვირას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი მცნება – ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ, რომ დაინახოთ, არ გინდათ რომ…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილური ვეტერინარული კლინიკის საშუალებით მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციის პროგრამა დაიწყო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილური ვეტერინარული კლინიკის საშუალებით მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციის პროგრამა დაიწყო. სააგენტოს მობილური ვეტკლინიკა თბილისის მასშტაბით გადაადგილდება და მიუსაფარ ცხოველებს სხვადასხვა მისამართზე ასტერილებს. აღნიშნული პროგრამა ქუჩის ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაციით ხორციელდება. თითოეულ უბანში ცხოველების სტერილიზაციას მათზე მზრუნველი ადამიანები ადგილზე დაელოდებიან და ოპერაციის დასრულების შემდეგ, გასტერილებულ და ვაქცინირებულ ცხოველებს ჩაიბარებენ. მობილური ვეტკლინიკის საშუალებით, მიუსაფარი ცხოველების თავიანთ უბნებში სტერილიზაცია, მნიშვნელოვნად დააჩქარებს დედაქალაქში ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირების პროცესს.

მეტი...

მორიგი საოცრება, იანგშუოს სამოთხე ჩინეთში (video)

იანგშუო ქალაქ გუილინის შემადგენელი ნაწილია. ეს ქუჩა აკავშირებს მდინარე ლისა და გილინ-სიტის იანგშუოს საოლქო ადგილის ცენტრალურ არეალს. 1 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე გადაჭიმული და ფლაგმანით მოკირწყლული, West Street არის საოცარი გლობალური საცალფეხო ქუჩა, ძველი ტრადიციული ჩინური საცხოვრებელი სახლებით ორივე მხარეს. სწორედ ასეთ პატარა ქუჩაზე იყრის თავს ყველანაირი მაღაზია, რესტორანი და ბარი ინგლისური ბარებით. მას ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი სტუმრობს მას მთელი კუთხიდან, ზოგიერთი მათგანი პოულობს თავის სიყვარულს და აქ მაღაზიებსაც კი ხსნის, რაც ქუჩას აქცევს ყველაზე დიდ “ინგლისურ კუთხედ”, “გლობალურ სოფელად” და “უცხოს ქუჩად” ჩინეთში დეტალები კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა

აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც ძირითადად კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავდა, დასრულდა. რეაბილიტაციის შედეგებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. საზოგადოებას ვუთხარით, რომ დარჩენილი სამუშაოები მარტის ბოლოსთვის დასრულდებოდა. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული გამზირი მთლიანად მოწესრიგდა. გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების ახალი ბოძები და განთავსდა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები. ამჟამად მიმდინარეობს .საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები, რომელიც კიდევ უფრო ალამაზებს გამზირს. მიხარია, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ კიდევ ერთი მოწესრიგებული, რეაბილიტირებული გამზირი შეემატა ჩვენს დედაქალქს“, – განაცხადა კახა კალაძემ. წერეთლის გამზირზე ჩატარებული რეაბილიტაციისა და…

მეტი...

ქუთაისში ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი შენობა დაიწვა

ქუთაისში, გველესიანის ქუჩაზე ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი შენობა დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. ქუთაისში, დღეს თამარ მეფის გამზირზე #56-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაც დაიწვა.

მეტი...

ხომ გვინდა ევროპა, მხარს ვუჭერთ გამჭვირვალობას, მაშინ რატომ არ გვინდა მივიღოთ კანონი, რომელიც მეტ გამჭვირვალობას მოიტანს? – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა. მისივე განმარტებით, ოპოზიციას აღნიშნული კანონის საწინააღმდეგოდ არანაირი რეალური არგუმენტები არ გააჩნია. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი კავშირი რუსულ კანონთან გამჭვირვალობის კანონს არ აქვს. ეს არის ტყუილი, სპეკულაცია. საუბარია ორგანიზაციებზე, ტელევიზიებზე, რომ მათი უცხოეთიდან მიღებული გრანტები, დაფინანსებები წარადგინონ დეკლარაციაში და ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ეს არის ევროპული კანონი, ისეთივე კანონია, როგორიცაა ამერიკაში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში, იგივე დააინიცირა ევროკაშირმა. ხომ გვინდა ევროპა, მხარს ვუჭერთ გამჭირვალობას, მაშინ რატომ არ გვინდა მივიღოთ კანონი, რომელიც მეტ გამჭვირვალობას მოიტანს? “, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის…

მეტი...

სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრიმინალი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში დადის – კახა კალაძე ადეიშვილზე

„სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრიმინალი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში დადის“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ იუსტიციის ყოფილ მინისტრ, ამჟამად ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ეს არის სამარცხვინო, რომ კონკრეტული კრიმინალი დადის ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში. ეს არის უმძიმესი თემა, რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი კანონის და ხალხის წინაშე. ევროპა ერთგვარ თავშესაფრად იქცა კრიმინალებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს პატივისცემას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

პრეზიდენტმა 17:00 საათზე ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 17:00 საათზე ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი ჩანიშნა. რაზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი, ადმინისტრაცია, არ აკონკრეტებს, მაგრამ ის, სავარაუდოდ, ,,რუსული კანონის” ხელალხა ინიცირების ინიციატივას გამოეხმაურება. დღეს, 3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ,,უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი იქნება.

მეტი...

,,EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ,,ქართული ოცნება” კვლავ აჩვენებს თავის რეალურ სახეს” – ბუნდესტაგის დეპუტატი

გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი , ,,ოცნების” გადაწყვეტილებას, ხელახლა დააინიციროს რუსული კანონი, Twitter-ზე ეხმაურება: ,,საჭირო რეფორმების გატარების ნაცვლად, ,,ქართული ოცნება” ისევ ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ,,ქართული ოცნება” კვლავ აჩვენებს თავის რეალურ სახეს”, – წერს თომას ჰაკერი.

მეტი...

აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ – ელისაშვილი რუსულ კანონზე

აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ, – განაცხადა “მოქალაქეების” წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში. ,,არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არის გამჭვირვალე. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ბნელ ფულებს იღებს. არ ასვენებთ გამჩენი, ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, თორემ ახსნა ლოგიკური და ნორმალური, ამას არ აქვს. არ უნდა გავატანინოთ ეს კანონი, ყველას მოვუწოდებ ვინც არის ნორმალური ადამიანი, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში და ვისაც უნდა რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი – აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა…

მეტი...

,,ქართული ოცნება თუ კოშმარი? უცხოური აგენტების კანონი მოწამლავს ევროინტეგრაციას” – რებეკა ჰარმსი

ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი ,,ოცნების” გადაწყვეტილებას, ხელახლა დააინიციროს რუსული კანონი, ტვიტერზე ეხმაურება: ,,ქართული ოცნება თუ კოშმარი? უცხოური აგენტების კანონი რუსული დიქტატურიდან არის შემოტანილი და მოწამლავს მთელ დემოკრატიულ პროცესებს და ევროინტეგრაციას”, – წერს რებეკა ჰარმსი.

მეტი...

,,პრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირებაა ოცნებაში” – პავილიონისი რუსული კანონის შემობრუნებაზე

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, “ოცნების” გადაწყვეტილებას, ხელახლა დააინიციროს რუსული კანონი, Twitter-ზე ეხმაურება: ,,პრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირება ქართულ ოცნებაში. იმედი მაქვს, ეს ავტოკრატიული, ანტიდასავლური ინიციატივა შეჩერდება”, – წერს პავილიონისი.

მეტი...

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

თბილისში მოძრავ N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ავტობუსების რაოდენობა ეტაპობრივად ემატება იმ მარშრუტებს, სადაც მგზავრთა ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება. „6 აპრილიდან დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ეს მარშრუტებია: N313, N320, N323, N326 და N372. N313-ის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 13 წუთამდე, N320-ის – 8 წუთამდე, N323-ის – 11 წუთამდე, N326-ის – 18 წუთამდე, N372-ის შემთხვევაში კი – 12 წუთამდე. ჩვენთვის…

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ ფინანსურ დირექტორს და ამავე კლინიკის თანამშრომლებს 6-6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს და ინდივიდუალურ მეწარმეს სასჯელის სახედ და ზომად – 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კომპანიის დირექტორს – 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა განესაზღვრათ. ,,თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უფლებამოსილების გადამეტების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ინდივიდუალური მეწარმე და კომპანიის დირექტორი დამნაშავედ ცნო. სასამართლო…

მეტი...

,,ქვეყანაში სამი სახის ვირუსი ცირკულირებს” – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ,,იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” იმ ვირუსილ ინფექციებზე ისაუბრა, რაც დღეს ქვეყანაში ცირკულირებს და ყურადღება გაამახვილა სამი სახის ვირუსზე. ,,სამივე სახის ვირუსს აქვს მკვეთრად განსხვავებული მიმდინარეობა. გრიპისთვის ძირითადად დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ძლიერი ტკივილი, საერთო სისუსტე და ხველა. რესპირაციულ სინციტიულ ვირუსს უფრო მეტად ახასიათებს ხველა მაღალი ტემპერატურის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის გარეშე. ეს ვირუსი მოზრდილებში იწვევს ფილტვების ანთებას, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტს, რაც შეიძლება სავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი გახდეს. რინოვირუსი ამ სამ ვირუსს შორის ყველაზე ნაკლებად…

მეტი...

„ყივანახველის შემთხვევები გაზრდილია“ – ივანი ჩხაიძე

სეზონური ვირუსების გახანგრძლივებასთან ერთად, საქართველოში ყივანახველის შემთხვევებმაც მოიმატა. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკაში მომართვიანობა მომატებულია. „საკმაოდ მოიმატა ყივანახველის როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა. ყივანახველისთვის დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება. ყივანახველაზე მიუთითებს ხველა 2 კვირიდან 2 თვის განმავლობაში, ამასთან, პარალელურად დამაკმაყოფილებელი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს სიცხე არ აქვს, აქტიურია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრი “მთავარში”. პედიატრმა იმ ვირუსილ ინფექციებზე ისაუბრა, რაც დღეს ქვეყანაში ცირკულირებს და ყურადღება გაამახვილა სამი სახის ვირუსზე. რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი – გიორგი ვაშაძე

„ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. ეს კანონი ნიშნავს, რომ მათ ევროკავშირი არ უნდათ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. ეს კანონი ნიშნავს, რომ მათ ევროკავშირი არ უნდათ. შესაბამისად, 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს იმარჯვებს ოპოზიცია – მოგვაქვს ევროპული პერსპექტივა, სამუშაო ადგილები, ინვესტიციები და განვითარება. იმარჯვებს „ქართული ოცნება“ – მუდმივი სიღარიბე, შიმშილი, „მაძღარი“ ჩინოვნიკები და გაღარიბებული ხალხი. ეს არის ცალსახა, პირდაპირი, მკაფიო განცხადება, ამას სხვა განმარტება არ აქვს. რაც არ…

მეტი...

მივმართავთ ,,ოცნებას”, სტუდენტები რუსულ კანონს არ გაგატანინებთ – ,,სტუდენტები ევროპული მომავლისთვის”

სტუდენტური მოძრაობა ,,სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” ,,ქართული ოცნების” მიერ ,,რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებას ეხმაურება: ,,ზუსტად 1 წლის წინ, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ მარტის გამარჯვებისთვის. მივმართავთ ქართულ ოცნებას. სტუდენტები რუსულ კანონს არ გაგატანინებთ!”.

მეტი...

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციამ გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივის გაკრიტიკებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაც გააპროტესტა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დაინიცირებას ეხება. დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით განაცხადეს, რომ ეს არის „რუსული კანონი“, რამაც „ქართლი ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. მამუკა მდინარაძემ კი ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა განმარტონ, თუ რატომ უწოდეს აღნიშნულ კანონს „რუსული“ და ფინანსების დეკლარირება რატომ არის „რუსული საქმე“. შელაპარაკება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარების განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთიანი…

მეტი...