,,ომბუდსმენობას არ იმსახურებს არცერთი კანდიდატი, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის”- ლომჯარია

,,ჩემთვის არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის,”- ამის შესახებ ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

ლომჯარიას თქმით, ეს არის მისთვის ტესტი.

,,ჩემთვის არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის, არ იბრძვის, განგაშის ზარებს არ რეკავს, არ ხმაურობს, ხალხს არ აფხიზლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ატალახებს. ეს არის ჩემთვის ტესტი”,- წერს ნინო ლომჯარია

მსგავსი თემები