კრამონი: რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იარსებებს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ რუსული კანონი რუსულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. კრამონი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს გაწევრიანებისთვის დადებითი შეფასების მიცემა შეუძლებელი იქნება. “უკეთ რომ ვთქვათ: შეუძლებელი იქნება დადებითი შეფასების მიცემა. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იარსებებს. სრული გაჩერება”, – წერს კრამონი.  

მეტი...

Meta მთავრობის მიერ ფაქტების გადამოწმების პროგრამის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

Meta საქართველოს მთავრობისა და მისი მხარდამჭერების მიერ ფაქტების გადამოწმების პროგრამის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს. ინფორმაციას ამის შესახებ ფაქტ-მეტრი ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის სპიკერი ბრალდებებს ტყუილსა და სახიფათოს უწოდებს და აცხადებს, რომ ფაქტებს დამოუკიდებელი გადამმოწმებლები აფასებენ და სწორედ ისინი განსაზღვრავენ, თუ რა მასალას შეაფასებენ. “საქართველოში და მსოფლიოს გარშემო, Meta თანამშრომლობს დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებლებთან, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მიუკერძოებელი გაერთიანებების, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის & ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის მიერ. დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები, და არა Meta-ს თანამშრომლები, განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ. მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო” – ვკითხულობთ Meta-ს სპიკერის განცხადებაში. ფაქტ-მეტრი ასევე წერს, რომ გამოცემამ…

მეტი...

კაცი, რომელმაც საკუთარი ცოლი ჯერ დანით დაჭრა, შემდეგ კი გაგუდა, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული მამაკაცი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა, თუმცა ბრალდებულს საკანში მას შემდეგ მოათავსებენ, რაც საავადმყოფოს დატოვებს. ემიგრაციიდან დაბრუნებულმა კაცმა მეუღლე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ჯერ დანით მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი დაახრჩო. სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობაა. მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა თავადაც მძიმე დაზიანებები მიიყენა, რის გამოც დღემდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ადვოკატმა თავისუფლების სანაცვლოდ 10 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პატიმრობაში გაუშვა.

მეტი...

თსუ-ს სტუდენტური კლუბი 15 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას უერთდება

თსუ-ს სტუდენტური კლუბი 15 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას უერთდება – ამის შესახებ ინფორმაციას “თავისუფალი თაობა” სოციალურ ქსელში ავრცელებს და სტუდენტებს  თსუს ეზოში 12:00 “ბრძოლისკენ” მოუწოდებს. თსუ-ს სტუდენტური კლუბი “თავისუფალი თაობა” უერთდება 15 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას. ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დავიცავთ იმ ძირეულ, ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელსაც უნივერსიტეტის კედლები, ისტორია მუდამ თან ატარებს. “შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ” – ივანე ჯავახიშვილი – 1921 წლის თებერვალი,…

მეტი...

SJC: რუსული კანონის მიღება შეუქცევადად დაგვაყენებს ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი Freedom House კრიტიკულ ანგარიშს ეხმაურება. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ანგარიშში გაკეთებულმა დასკვნებმა უფრო ცხადი გახადა საფრთხეები, რომლის წინაშეც ქვეყანა ამ კანონის მიღების შემთხვევაში აღმოჩნდება. “ანგარიშში გაკეთებული დასკვნების მიხედვით, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ 2024 წელს რუსული კანონის მიღება საქართველოს შეუქცევადად დააყენებს ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე და განუსაზღვრელი ვადით შეზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივას. სწორედ ამიტომ, ქართულმა ოცნებამ პატივი უნდა სცეს 2023 წლის საზოგადოებრივი პროტესტის მონაპოვარს და საბოლოოდ თქვას უარი  კანონპროექტის მხარდაჭერაზე”, – ნათქვამია SJC-ს განცხადებაში. *** Freedom House-მა დღეს ახალ ანგარიშს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო სერბეთსა და უნგრეთთან ერთად, ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული…

მეტი...

საპენსიო სააგენტოს აქტივები 4.8 მილიარდ ლარს შეადგენს

2024 წლის 31 მარტის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 503 ათასი ადამიანია, ხოლო საპენსიო აქტივების ღირებულება 4.8 მლრდ ლარს შეადგენს. სააგენტოს ინფორმაციით, ამავე პერიოდში, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 8 958 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 29 257 490 ლარი. ამასთან, საპენსიო სააგენტო, 2024 წლის მარტის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელების მოგებიანობის შედეგებსაც აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, პორტფელების მიხედვით, 2024 წლის 31 მარტის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოდან დღემდე ჯამური რეალური (ინფლაციის გათვალისწინებით) ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება: კონსერვატიული პორტფელი 6.27% დაბალანსებული პორტფელი 7.73% დინამიკური პორტფელი 8.26%

მეტი...

თბილისში ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მოპედი შეეჯახნენ, დაიღუპა ერთი ადამიანი

თბილისში, თემქაზე ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მოპედი შეეჯახნენ. შემთხვევა დღეს, შუადღისას მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, მოპედის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

თუკი მეგობრები გვეტყვიან, ქართულად აღარ ილაპარაკოთ, ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ? – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 11 აპრილს, პარლამენტში მედიასთან საუბარში შეაფასა აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის კომენტარი, რომელიც „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირებას შეეხება. დანიგანმა თქვა, რომ იმ კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს, ოკუპანტი კი მიესალმება, ქართველებმა თავს უნდა ჰკითხონ, “არის თუ არა ის კარგი რამ მათი ქვეყნისთვის”. მამუკა მდინარაძემ, როგორც თავად თქვა, “უტრირებითა” და “ოდნავი დრამატიზებით” შემდეგი შედარება გააკეთა: „ქართულად ხომ ვლაპარაკობთ ჩვენ? და ხომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად, ვიდრე ვიარსებებთ, სამყარო სანამ იარსებებს? მე მგონია, რომ ქართულად უნდა ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ დრამატიზირებისა და უტრირებისთვის დიდი ბოდიში. თუკი ჩვენ მეგობრები…

მეტი...

ავარია თემქაზე, მოპედის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

თბლისში, თემქაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოპედი და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.  მოპედის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

“გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას” – მინისტრი

„საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს ყველა სავალდებულო რეფორმას საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი შეთანხმების ფორმატში. გამჭვირვალობის შესახებ კანონი  ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას“ – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშილის თქმით, მინისტრის თქმით, საქართველოს რეკომენდაციების შესრულებისთვის აქვს ძალიან ცალსახა სამოქმედო გეგმა. „ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რა თქმა უნდა, გაუზიარებს ინფორმაციას გერმანელ კოლეგას იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც გაატარა ჩვენმა ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტმა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები და ყველა ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრის განცხადებით, გამჭვირვალეობა არის ერთ-ერთი ის მთავარი ღირებულება, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახთან აახლოვებს. შესაბამისად,…

მეტი...

საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: „იწყება სამოცდამეცხრე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 2024 წლის 15 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით; ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით. საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810;558 651 159;593 464 571“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

მურუსიძის 5 გადაწყვეტილებაზე სტრასბურგში დარღვევა დადგინდა, სახელმწიფოს ჯამში 105 988 ევროს გადახდა მოუწია – TI

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის განხილულ სულ ცოტა ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. საქმეების ჩამონათვალს “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს. საქმეები: სანდრო გირგვლიანის საქმე; სულხან მოლაშვილის საქმე; გიორგი მიქიაშვილის საქმე; ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმე; პაატა როსტომაშვილის საქმე; ამ საქმეების გამო საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებულების სასარგებლოდ ჯამში 105 988 ევროს გადახდა მოუწია. ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ლევან მურუსიძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს, რასაც ის, სასამართლო კლანის სხვა წევრებთან და ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად ეწინააღმდეგება.

მეტი...

საქართველო ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა – Freedom House

Freedom House-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველო სერბეთსა და უნგრეთთან ერთად, ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების სიაშია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავს ქვეყნებში ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა მედია და სასამართლო გასცდნენ პოლიტიზაციის იმ დონეს, რომელიც დამახასიათებელია კლასიკური ჰიბრიდული რეჟიმებისთვის და ახლა “ფაქტობრივად, მმართველი პარტიის ტყვეობაში იმყოფებიან, რომელიც მათ ბოროტად, პარტიული და პირადი სარგებლობისთვის იყენებენ.” ანგარიშის მიხედვით, მსგავსი რეჟიმების მქონე ქვეყნებისთვის დამახასიათებელია “დომინანტური ძალის პოლიტიკა”, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას აქვს გარკვეული სივრცე მოქმედებისთვის, მაგრამ მმართველ პოლიტიკურ ძალას შეუძლია თავიდან აიცილოს ნებისმიერი ცვლილება ხელმძღვანელობაში. ასეთი სახელმწიფოს მაგალითად სერბეთია მოყვანილი. Freedom House თავის ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ…

მეტი...

არა რუსეთს, კი ევროპას – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები აქციას გამართავენ

არა რუსეთს – კი ევროპას – ამ ლოზუნგით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან 15 აპრილს, 14 საათზე, ისინი აქციას გამართავენ: ,,ბათუმელი სტუდენტები ისევ უნდა გავერთიანდეთ. ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენი აქციებით შეშინებულმა ხელისუფლებამ უკან დაიხია, რუსული კანონი გაიწვია და პირობა დადო, რომ აღარასდროს აღარ შემოიტანდა. ოცნებამ სიტყვა გატეხა, გადაგვაგდო. ეროვნული ნაკრების წარმატებით გაერთიანებული ერი, ივანიშვილმა კვლავ გაგვყო. -ოცნება გვართმევს უკეთესი განათლების შესაძლებლობას. -უკეთესი ჯანდაცვის შესაძლებლობას -დამოუკიდებელ სასამართლოს -ისინი გვართმევენ ჩვენივე მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს და გვართმევენ ევროპას ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, გვინდა საქართველო იყოს იქ, სადაც მისი ადგილია. ამ გზას თაობები სიცოცხლის…

მეტი...

არა რუსულ კანონს! – ხვალ, 13:00 საათზე, ქუთაისში აქცია გაიმართება

ხვალ, 12 აპრილს, 13:00 საათზე ქუთაისში, კოლონადებთან, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო სექტორისა და მედიის ორგანიზებით აქცია გაიმართება. ,,საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, კანდიდატის სტატუსის ფონზე, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას. რუსული კანონის მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მეტი...

9 ნაბიჯი EU-სკენ, 7 შესასრულებელია, 2 ნაწილობრივ შესრულდა – სტატუსმეტრი

ბრიუსელის მიერ გაწერილი 9 დათქმიდან 7 მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პროგრესი არ აქვს. დარჩენილ 2 პუნქტში, რომელიც კორუფციასთან ბრძოლასა და ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის თანხვედრას მოიცავს, მხოლოდ ნაწილობრივი პროგრესია მიღწეული. ასეთია 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ მომზადებული პირველი შუალედური ანგარიშის შედგები, რომელიც საქართველოს პროგრესს ზომავს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ნაბიჯი N1 დეზინფორმაციასთან ბრძოლა – შესასრულებელია ნაბიჯი N2 ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა – ნაწილობრივ შესრულდა ნაბიჯი N3 პოლარიზაციის დაძლევა – შესასრულებელია ნაბიჯი N4 თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – შესასრულებელია ნაბიჯი N5 საპარლამენტო ზედამხედველობა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობა – შესასრულებელია ნაბიჯი N6 მართლმსაჯულების…

მეტი...

ეს არის გაკვეთილი ოპოზიციისთვის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი არ დადგებიან ქართველი ხალხის მხარეს, მიიღებენ ასეთ ვერდიქტს – შალვა პაპუაშვილი

„გორბის“ კვლევები აჩვენებს იმას, რაც არის რეალობა. ეს არის გაკვეთილი ოპოზიციისთვის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი არ დადგებიან ქართველი ხალხის მხარეს, მიიღებენ ასეთ ვერდიქტს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვინც საქართველოს მხარეს დგას, მას აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. „გორბის“ კვლევები აჩვენებს იმას, რაც არის რეალობა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით კიდევაც და მგონი, თავადაც კარგად ხვდებიან, სად იმყოფება ოპოზიცია მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ დგანან საქართველოს მხარეს. ხოლო ვინც საქართველოს მხარეს დგას, იმას აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ეს არის გაკვეთილი მათთვის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი არ…

მეტი...

ტყუპებს ცხვირიდან და პირიდან ქაფი ამოსდიოდათ – შვილების მკვლელობისთვის დედა დააკავეს

ნიუ-იორკში მოკლული 5 წლის ტყუპების დედას მკვლელობის ბრალდება ემუქრება. ქალის დაკავების ორდერი გაცემულია და ის ამჟამად ახლომდებარე საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში იმყოფება. „გაკვეთა ცხადყოფს, რომ ორივე ბავშვის გარდაცვალების მიზეზი იყო ასფიქსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაახრჩეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ასამოა საავადმყოფოში გადაიყვანეს ფსიქიკური პრობლემების გამო. აქამდე რაიმე ძალადობის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არ შესულა. იგი ბავშვებთან და ქმართან ერთად ცხოვრობდა. ქალმა პოლიციას უთხრა, რომ მან ბავშვები გარდაცვლილები საწოლში იპოვა. მაშინ როდესაც პოლიციამ ბავშვები იპოვა, მათ ცხვირიდან და პირიდან ქაფი ამოსდიოდათ. ქალმა თქვა, რომ სასწრაფოს მოსვლამდე მან ბავშვებს ხელოვნური სუნთქვაც ჩაუტარა.…

მეტი...

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე სოფელ ხურვალეთის მიდამოებში პატრულირებისას უმასპინძლა ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს (PSC). პატრულირებისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით მდგომარეობის შესახებ. უფრო კონკრეტულად, მათ განმარტეს, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს “ბორდერიზაციას” და გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე. „ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ. ღრმად მადლობელი…

მეტი...

,,გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდა ლეგიტიმური მიზანია, თუმცა არაპროპორციული ჩარევის გარეშე” – ომბუდსმენი რუსულ კანონზე

რუსული კანონის ინიცირებასა და საპარლამენტო განხილვების დაწყებას, სახალხო დამცველი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  გამჭვირვალობაზე ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს მოქმედ კანონმდებლობაში სხვაგვარი ცვლილებების შეტანის გზით. ომბუდსმენი სრულ მზაობას გამოხატავს, განსახილველი ინიციატივების ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დამატებითი კონსულტაციები გამართოს კანონპროექტის ავტორებთან. იხილეთ განცხადება: ,,საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განმეორებით ინიციირებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივის მიზანი – საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა – წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა მისი მიღწევა შესაძლებელია გაერთიანების უფლებაში არაპროპორციული ჩარევის გარეშე, რაც არ…

მეტი...

ეტყობა გაგიჭირდათ, თორემ მორალი არ დაგიშლიდათ – მელია მდინარაძეზე

,,ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სპორტსმენებს მოუწოდებს, არ ჩაერიონ პოლიტიკაში ,,ჯერ ერთი, ეტყობა გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით. ექიმებო პაციენტებს მიხედეთ, მსახიობებო სპექტაკლი ითამაშეთ, მოცეკვავეებო იცეკვეთ, მომღერლებო იმღერეთ, ფეხბურთელებო, ბურთი აგორავეთ, ქვეყნის ბედს კი ჩვენ განგისაზღვრავთ, ამბობს მდინარაძე. ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი ეროვნული არჩევანია, ეს კანონი გვეხება ყველას, ვისაც გვინდა ევროპა”, – წერს ნიკა მელია.

მეტი...

თუ ჩვენი მეგობრები გვეტყვიან, ქართულად აღარ ილაპარაკოთო, უნდა შევწყვიტოთ? – მდინარაძე

,,ქართული ოცნების” დეპუტატს, მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ამერიკის ელჩის განცხადებაზე, რომელმაც რუსულ კანონზე თქვა, რომ ,,როცა ოკუპანტი ქვეყანა მიესალმება ამ კანონპროექტს, მეგობრები შეშფოთებას გამოხატავენ, კითხვა უნდა დაისვას, არის თუ არა ის კარგი”. მდინარაძემ თქვა, რომ ელჩის კრიტიკას არ იღებენ. ,,დრამატიზირებისათვის და უტრირებისთვის ბოდიში, თუ კი ჩვენი მეგობრები გვეტყვიან მოდით, ქართულად აღარ ილაპარაკოთ და რუსები იტყვიან, რომ კარგია, ისინი ქართულად რომ ლაპარაკობენ, ჩვენ ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ, თუ უნდა გავაგრძელოთ?!”, – აღნიშნა მდინარაძემ.

მეტი...

უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. ბოლო ორი დღის განმავლობაში უზენაესმა რადამ კანონპროექტში თითქმის 4000 ცვლილება განიხილა, თუმცა საბოლოოდ მიღებული იქნა ყველა ის ნორმა, რასაც ხელისუფლება მოითხოვდა. დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა მოაწეროს და ამის შემდეგ, ის ერთ თვეში ამოქმედდება. დოკუმენტი ავალდებულებს 18-დან 60 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის ყველა მოქალაქეს, დარეგისტრირდეს სამხედრო სამსახურში და ეს ეხება საზღვარგარეთ მცხოვრებლებსაც. სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტის გარეშე, უკრაინელებს საკონსულო მომსახურება არ ექნებათ. მობილიზაციისთვის გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდა. ხოლო მათთვის, ვინც თავს აარიდებს სამხედრო სამსახურს, ვერ იმუშავებს საჯარო სამსახურში,…

მეტი...

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, შუახევის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლის ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მის ღირსებას, გენდერის ნიშნით დაზარალებულს ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. გარდაცვლილი ქალის ცხედარი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნენიის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საავადმყოფოში დააკავეს. დაკავებამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა”, – აღნიშნულია განცხადებაში. დაკავებულს ბრალდება…

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება. ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს: ,,გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!”, – წერს თამთა კალანდაძე. შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 8 აპრილს დასრულდა. მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა.

მეტი...

შეიძლება იყოს მძიმე საუბარი, მაგრამ კრიტიკა იქნება 0 არგუმენტით – მდინარაძე კობახიძე-შოლცის შეხვედრაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა პრემიერისა და გერმანიის კანცლერს შორის ხვალ გასამართ შეხვედრაზე და იმაზე, ელოდება თუ არა, რომ მხარეებს მძიმე საუბარი იქნება, რაზეც მან უპასუხა: ,,შეიძლება იყოს მძიმე და კრიტიკული საუბარი, მაგრამ პასუხი იქნება არგუმენტებით სავსე, კრიტიკა იქნება 0 არგუმენტით, გარანტირებულად გეუბნებით. რაც არ უნდა მძიმე იყოს საუბარი”, – აღნიშნა მდინარაძემ.

მეტი...

,,ქართული ოცნება” რუსული კანონის მიღებას 17 მაისს გეგმავს

,,ქართული ოცნება” რუსული კანონის მიღებას 17 მაისს გეგმავს. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტზე 15 აპრილის 10 საათზე იწყება, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით 16 აპრილს იმსჯელებენ. ბოლო მოსმენის თარიღად კი 17 მაისია მითითებული.

მეტი...

აქცია ბათუმის სასამართლოსთან – ქმრის მიერ მოკლული ქალის ოჯახი ბრალდებულის დასჯას ითხოვს

ქმრის მიერ მოკლული 32 წლის მელანო ქიძინიძის ოჯახის წევრები ბრალდებულის, რაულ დეკანაძის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. მოკლული ქალის ოჯახის წევრები და ნათესავები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მკვლელობა ორი კვირის წინ აჭარის მაღალმთიანეთში მოხდა. ქმარმა ახალგაზრდა ქალს ეჭვიანობის ნიადაგზე ყელი ცივი იარაღით გამოჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. ქალი ადგილზე დაიღუპა. სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. დეკანაძე ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

მეტი...

მოიხსნას დაფინანსების ზედა ზღვარი – ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრს დროს სამშაბათამდე აძლევენ

ონკოპაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს ვადას სამშაბათამდე აძლევენ და პასუხს ელოდებიან მთავარ კითხვაზე – მოიხსნება თუ არა პაციენტებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების 25 000 ლარიანი ზღვარი. თუ სამშაბათამდე ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხი არ იქნება, ონკოლოგიური პაციენტები პერმანენტული აქციების დაწყებას აანონსებენ. ,,3 ადამიანის პრობლემის გადაჭრა არ ნიშნავს ზოგადად პრობლემის გადაჭრას. აი ის ადამიანი მოვიდა მიხეილ სარჯველაძესთან და შეხვდა მას, თუმცა ის ადამიანი, ვინც ვერ ხვდება არ აქვს საშუალება, ვერ მოდის, ჩვენამდე ვერ მოდის რეგიონების მოსახლეობას რას ვეუბნებით. გავიდა დრო და ადამიანების სიცოცხლე მოკვდება. ძალიან დიდი დრო გჭირდებათ ერთი ხელის მოსმით გასაკეთებელი საქმისთვის, როდესაც თქვენ გჭირდებათ ერთ…

მეტი...

ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის პოზიტიური შეფასების გაკეთება – ჰერჩინსკი რუსულ კანონზე

ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის პოზიტიური შეფასების გაკეთება, – ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინკიმ კითხვას, შეიძლება თუ არა რომ რუსული კანონი გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ,,ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში”, – აღნიშნა ელჩმა.

მეტი...

ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკუთარი მონაწილეობა შეაჩერა

საქართველოს პარლამენტში ცესკოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. პროცესს ბოიკოტს უცხადებს პრეზიდენტის წარმომადგენელი. ლევან შენგელია ამბობს, რომ ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომელიც სოლიდარობას უცხადებს არასამთავრო ორგანიზაციებს და ვიდრე რუსულ კანონთან დაკავშირებით არ იქნება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, აზრი არ აქვს განხილვის პროცესში მონაწილეობას. ,,ამ შემთხვევის მე, როგორც კომისიაში წევრი პრეზიდენტის წარმომადგენელი ასევე ვაჩერებ ჩემს მონაწილეობას კომისიაში და ეს გვინდა, რომ აღქმული იქნას, როგორც სოლიდარობის დასტური, იმ პოზიციისადმი, რომელიც ზოგადად აქვს საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს და კონკრეტულად იმ წევრებს, რომლებიც წარმოადგენენ ამ საზოგადოებას” – ამბობს ლევან შენგელია.

მეტი...

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის – ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცნობისთვის, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 19 აპრილს შეუდგა. მოსამართლის პოზიციაზე ის ცხრა წლის ვადით არის არჩეული. გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველი მოსამართლეა ამ პოზიციაზე.

მეტი...

,,ეს აუცილებლად იქნება საუბრის თემა პრემიერ კობახიძესა და კანცლერ შოლცს შორის” – ელჩი რუსულ კანონზე

რუსული კანონი პრემიერ კობახიძისა და კანცლერ შოლცის საუბრის თემა აუცილებლად იქნება, – განაცხადა გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერმა. ,,პრემიერმინისტრი ხვალ გაემგზავრება გერმანიაში, სადაც შეხვდება კანცლერ შოლცს. გერმანია გამოთქვამს შეშფოთებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან ის არ შეესაბამება ევროკავშირში მიღებულ პრაქტიკას. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო აკმაყოფილებდეს ჩვენს სტანდარტებს. ეს აუცილებლად იქნება საუბრის თემა პრემიერ კობახიძესა და კანცლერ შოლცს შორის”, – განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე გერმანიაში დღეს გაემგზავრა. გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ის ხვალ, 12 აპრილს შეხვდება. ცნობისთვის, გერმანიის ელჩი გუშინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს,…

მეტი...

დრო გადის, 9 ნაბიჯი რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს – ჰერჩინსკი

დრო გადის, 9 ნაბიჯი რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მომდევნო, მოლაპარაკების გახსნის ეტაპზე გადავიდეს, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. მისი თქმით, უკვე დაწყებულია გაფართოების მომდევნო მოხსენების მომზადება და ის ან პოზიტიური იქნება, ან ნეგატიური. მისი განცხადებით, ეს მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე ,,გასული წლის სექტემბერში იყო ჩემი პროფესიული კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე. მე სცენაზე ვიდექი ქართველ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად და ჩვენ ვზეიმობდით ამ ქვეყნის მიერ ფორმალურად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს უზარმაზარი მიღწევაა, რასაც კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. სტატუსთან ერთად ევროპელმა ლიდერებმა…

მეტი...

კობახიძე გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. 12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მოსე თოიძის ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში მოსე თოიძის ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარა. ღონისძიება მოსე თოიძის ქუჩის ბინადარ ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაციით განხორციელდა, რომლებმაც ოპერაციის დასრულების შემდეგ, გასტერილებული და ვაქცინირებული ცხოველები ჩაიბარეს. სააგენტოს მობილური ვეტკლინიკა თბილისის მასშტაბით გადაადგილდება და მიუსაფარ ცხოველებს სხვადასხვა მისამართზე მათზე მზრუნველი ადამიანების ჩართულობით ასტერილებს. მობილური ვეტკლინიკის საშუალებით, მიუსაფარი ცხოველების თავიანთ უბნებში სტერილიზაცია, მნიშვნელოვნად დააჩქარებს დედაქალაქში ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირების პროცესს.

მეტი...