გეგმაა, რომ „ნაცმოძრაობა“ ორი ფრონტით გამოვიდეს არჩევნებზე, ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია შევლენ მეორე გაერთიანებაში -კობახიძე

გეგმა ასეთია, რომ ამ არჩევნებზე „ნაცმოძრაობა“ ორი ფრონტით უნდა გამოვიდეს. უნდა იყოს პარტია „ნაცმოძრაობა“ და მეორე – ახალი გაერთიანება, სადაც მაღალი ალბათობით, შევლენ ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია. რამდენად იქნება ეს გაერთიანება წარმატებული, თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მისი პროგნოზით ისინი ბარიერსაც ვერ გადალახავენ.

„გეგმა არსებობს, რომლის მიხედვითაც, მათი გათვლით, ოპოზიციიდან ორმა სუბიექტმა უნდა გადალახოს 5-პროცენტიანი ბარიერი. ეს უნდა იყოს „ნაცმოძრაობა“ და ამ ადამიანების გაერთიანება. რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ძალიან რთულია იმის მიყიდვა, რომ ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია „ნაცმოძრაობა“ არ არიან. ეს პროექტი ზუსტად ისევე ჩავარდება, როგორც თავის დროზე „ევროპული საქართველოს“ პროექტი ჩავარდა. შემდეგ „ლელო“, შემდეგ გახარიას პროექტი. ისინი ბარიერსაც ვერ გადალახავენ, ეს არის ჩემი პროგნოზი“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები