„ეს კანონი არის პუტინისტური რუსეთის გადმოსახედიდან შექმნილი – ამ კანონს ვერ მიიღებენ“ – ნინო ლომჯარია

„რატომ დააბრუნეს კანონპროექტი ამაზე პასუხი ალბათ „ქართული ოცნების“ წევრებსაც არ აქვთ, დაიბარეს გუშინ და დაავალეს,“ –ამის შესახებ, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ნინო ლომჯარია განმარტავს, რატომ არის კანონი რუსული, მისი აზრით კანონს ახალი ვერსია გაცილებით ცუდია ძველ ვერსიაზე:

„კანონში პირდაპირ ჩაწერეს, რომ ნებისმიერი ოგანიზაცია, რომელიც იღებს ევროპული ორგანიზაციების მხრიდან, თუნდაც 20 პროცენტს დაფინანსებას, უნდა დარეგისტრირდეს, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია და ხარ აგენტი, ამიტომ არის ეს კანონი რუსული, ამ კანონს ვერ მიიღებენ, ბევრ ბენეფიციარს, ბევრ სასიკეთო საქმეს უსპობენ საარსებო საშუალებას, განწობები დავინახე და საზოგადოება ხედავს, რომ ეს არის ჩვენი საგარეო კურსის გადახვევა დეკლარირებულად,“ – ამბობს ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ  კანონი დაწერილია პუტინისტური რუსეთის გადმოსახედიდან:

„ეს კანონი არის რუსული პუტინისტური ინტერესების მატარებელი, ევროპას ჩვენი ხელისუფლება აცხადებს მტრად,“ – ამბობს ლომჯარია.

მსგავსი თემები