„ნინო ლომჯარია ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი“ – დეპუტატი ყოფილ სახალხო დამცველს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე ნინო ლომჯარიას განცხადებას ასე პასუხობს: „ნინო ლომჯარია ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი.“ აღნიშნული განცხადებით სამხარაძემ ლომჯარიას „პოსტს“ გამოეხმაურა, სადაც ყოფილი სახალხო დამცველი გარკვეულ მედიასაშუალებებს რუსულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად მოიხსენიებს.

„ნინო ლომჯარია ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი! მატყუარა რომ ხარ გასაგებია, კანონის რუსულობაზე შენც თუთიყუშივით იმეორებ მესიჯს, მაგრამ ნაცებზე უარესი ნაცი აღმოჩნდი, ტელევიზიებს არბევ, როგორც შეგიძლია ისე, იარლიყებს აკერებ, ცდილობ ფაშისტურად გარიყო ადამიანები, გამოყო დანარჩენი ხალხისგან და ღირსება წაართვა. ჩვეულებრივი ფაშისტი ხარ! დავალების ცივსისხლიანად შემსრულებელი ფაშისტი! და სახალხო დამცველი გერქვა!..

ეს ქვეყანა უსამშობლო ფაშისტებს არ შეეგუება, ამ ქვეყანას თავისი ხასიათი აქვს! ბარემ ვინ გაფინანსებს, შენით გამოაქვეყნე და ხალხიც უკეთესად მიხვდება, ვის ინსტრუქციას მიყვები. მაშველ რგოლად რომ გამოხტებიან-ხოლმე, იმ რუსების თუ სხვების – ორმაგები არ გვიკვირს შენი ბელადი სააკაშვილის გადამკიდე, მაგას ეახლე ხოლმე და ჩამოართვი ხელი…“ – წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი სამხარაძე.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი სამხარაძე იყო ის ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც დღეს, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მოგვიანებით კი განცხადება გაკეთდა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო.

„მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და მარგო სიმონიანი გიცავთ“ – ნინო ლომჯარია

მსგავსი თემები