„ეს არის კანონი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია ინფორმირებული მოქალაქეების გარეშე არ არსებობს“ – არჩილ თალაკვაძე

თუ ვინმეს უნდა, სხვა სახელი დაარქვას ამ კანონს, შეგვიძლია სხვა სახელი დავარქვათ. ეს არის კანონი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია ინფორმირებული მოქალაქეების გარეშე არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას განუცხადა. „ეს არის დამახინჯებული ინფორმაცია. სრულფასოვანი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის არავითარი მექანიზმი ახლა არ არსებობს. მით უმეტეს, თავადაც ძალიან კარგად იციან – არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით. თუ ვინმეს უნდა, სხვა სახელი დაარქვას ამ კანონს, შეგვიძლია სხვა სახელი დავარქვათ. ეს არის კანონი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია ინფორმირებული მოქალაქეების გარეშე არ არსებობს. მათ არ…

მეტი...

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 4 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი პირი პატიმრობაში რჩება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით ოთხივეს პატიმრობა შეუფარდა. მათგან ერთს უშუალოდ მკვლელობას, სამს კი ჯგუფურ ძალადობას და ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. პროცესზე კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დაკავებულების პროტესტი ბრალდების შუამდგომლობას მოჰყვა. დაკავებულები არ დაეთანხმნენ პროკურორის განცხადებას და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც ორ ბრალდებულს სხდომა იძულების წესით დაატოვებინეს. ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. მისი თქმით, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმავლის ალბათობა, დაცვის მხარის თქმით, ბრალდებულებს სამი დღის განმავლობაში არ დაუტოვებიათ მუნიციპალიტეტი. 2…

მეტი...

8 აპრილი 15:00 საათი – პარლამენტი ხვალ „აგენტების“ კანონის განხილვას იწყებს

8 აპრილი 15:00 საათი – საქართველოს პარლამენტი ხვალიდან „აგენტების“ კანონის განხილვას იწყებს. უცხოელი პარტნიორების წნეხის მიუხედავად,  მმართველი გუნდი პოზიციას არ იცვლის. ინფორმაციას „პირველები“ ავრცელებს.

მეტი...

ბათუმში დაკარგული ბავშვი იპოვეს

ბათუმში დაკარგული ბავშვი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახის ახლობელი ავრცელებს. მისივე ცნობით, ბავშვი უკვე ოჯახთანაა და თავს კარგად გრძნობს.

მეტი...

ბათუმში დაკარგულ ბავშვს ეძებენ

ბათუმში მცირეწლოვანს ეძებენ, ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ბავშვი დღეს, დაახლოებით 16:00 საათისთვის გაუჩინარდა. “დაიკარგა დღეს შუადღის 4 საათისთვის ბარბარე გელაძე ბოლოს შეამჩნიეს ევროპის მოედანზე. მთელი ბათუმის მასშტაბით ვეძებთ! აცვია მწვანე ზედა ვარდისფერი შარვალი. მთელი ჩვენი გვერდის ყველა მომხმარებელს გთხოვთ დაგვეხმაროთ თქვენი ერთი გადაზიარებაც მნიშვნელოვანია !!! პოვნის შემთხვევაში დაუკავშირდით ნომერზე: 595915891 – ნუკრი გელაძე (მამა)”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

ლავროვი ხვალ ჩინეთში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ ჩინეთში ჩავა. როგორც უცხოური მედია წერს, მისი შეხვედრების მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი, ასევე მოსკოვსა და პეკინს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება იქნება. ცნობილია, რომ ლავროვი, ვიზიტის ფარგლებში, ჩინელ კოლეგას, ვანგ ის შეხვდება. გამოცემა Reuters წერს, რომ 2023 წელს ჩინეთ-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 240 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლების მაჩვენებლებთან 26%-ით მეტია.

მეტი...

მამუკა მდინარაძე: საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის ხარჯზე

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ფეისბუკის“ თავის გვერდზე დაწერა, რომ „საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, იდენტობის დაკარგვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე“ „სიმართლეს ხალხის მხარდაჭერა აქვს, დეზინფორმაციას და შავი ფულით ქვეყნის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას – მხოლოდ ლობირების იმედად დარჩენილი უსამშობლო ადამიანების! დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს!..“ – დაწერა მამუკა მდინარაძემ და გააზიარა ახალი „ქარდი“, სადაც „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „უცხოელი აგენტების კანონი“ რუსული კი არა, „ევროპული გამჭვირვალობისათვის“ არის. წინა მსგავსი „ქარდი“ „ფეისბუკმა“ დეზინფორმაციად მონიშნა და წაშალა.

მეტი...

შსს: აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია

დღეს ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი, ხოლო დაშავებული ადამიანებიდან 2 მათგანი უწყების თანამშრომელია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილითაა დაწყებული, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის…

მეტი...

არასამთავრობო ორგანიზაციები – მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ავცრცელებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „რუსული კანონის“ ავტორი პარტიის წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის: ირაკლი კობახიძე – ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ისა და გაერო-ს ორგანიზაციებში; შალვა პაპუაშვილი – 17 წელი მუშაობდა გერმანულ ფონდში; გივი მიქანაძე – 10 წელი ევროსაბჭოს, ეუთო-ს, გაერო-სა და ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა; რატი იონათამიშვილი – ცხრა წელი ევროკავშირის, USAID-ისა და…

მეტი...

არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა მძევლების დაბრუნების გარეშე – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელი მიაღწევს „ჰამასზე“ სრულ გამარჯვებას. „საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად განვუცხადე: არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა მძევლების დაბრუნების გარეშე. ეს უბრალოდ არ მოხდება. ეს არის ისრაელის მთავრობის პოლიტიკა და მივესალმები იმ ფაქტს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ნათლად აჩვენა, რომ ეს მისი პოზიციაცაა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. რაც შეეხება მიმდინარე მოლაპარაკებებს დროებითი ზავისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე, ნეთანიაჰუ მტკიცებით, შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის არა ისრაელი, არამედ „ჰამასი“. „მისი მოთხოვნების მიზანია, ომი დასრულდეს და თავად ხელუხლებელი დარჩეს. უზრუნველყოფილ იქნას მისი გადარჩენა, რეაბილიტაცია, შესაძლებლობა, რომ საფრთხე შეუქმნას ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს…

მეტი...

ჩეჩნეთში ძალიან ნელი და სწრაფი მუსიკა აკრძალეს

ჩეჩნეთში ხელისუფლებამ ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი მუსიკა აკრძალა. კერძოდ, მუსიკალური ნაწარმოების შესრულება არ შეიძლება თუ მისი ტემპი ნაკლებია ან აღემატება წუთში 80-დან 116 დარტყმას. როგორც მედუზა წერს, აკრძალვა ჩეჩნეთის მეთაურთან, რამზან კადიროვთან შეთანხმებულია. გარდა ამისა, კადიროვის დავალებით, ჩეჩნეთის კულტურის სამინისტრო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მუსიკალური, ვოკალური და ქორეოგრაფიული ნაწარმოებები “ჩეჩნურ მენტალიტეტსა და მუსიკალურ რიტმს”. დაწესებულ ლიმიტს ქვემოთ ექცევა რუსეთის ეროვნული ჰიმნი.

მეტი...

“სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდასთან ერთად” – ილია თოფურია ლიონელ მესის შეხვდა

MMA-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია მაიამის “ინტერის” ბაზას ეწვია და ამ გუნდის ვარსკვლავებს – ლიონელ მესის, სერხიო ბუსკეტსს, ჟორდი ალბასა და ლუის სუარეზს შეხვდა. სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდასთან ერთად… მაგალითი ჩემთვის… და მისაბაძი მაგალითი ყველასთვის” – ვკითხულობთ ილია თოფურიას ინსტაგრამ გვერდზე.

მეტი...

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.  შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მათ მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

“კეთილი ინებონ და მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ” – მეუფე იაკობის ევროკავშირზე

“მიგვიღეთ ისეთები, როგორიც ვართ” – სინოდის გავლენიანი წევრი ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს. მეუფე იაკობი დღეს ამბინიოდან რუსულ კანონს იცავდა და ამტკიცებდა, რომ აღნიშნული კანონი ევროპას არც აშორებს და არც აახლოებს და ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ზოგი შეშფოთდა, ზოგი, ნატოს გენერალურ მდივანზე ვიტყვი, იმას ვეწინააღმეგებიო. შე დალოცვილო, შენამდე რომ ნატოს გენერალური მდივნები იყვნენ, მიგვიღეთ საქართველო მაშინ! ევროპის ქვეყნები რომ წუხდებიან, თვითონ ხომ იციან, რომელი გვბლოკავდა რომ არ შევსულიყავით? ევროკავსირისკენ რომ არ გაგვეხედა? მივეღეთ და დღეს ხომ კანონებზე და რაღაცეებზე საუბარი არ გვექნებოდა. ახლა გვაცადეთ, ჩვენს ქვეყანას მივხედავთ. კეთილი ინებონ და როგორებიც…

მეტი...

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ცხინვალში უკრაინიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი მეორე მოხალისე დაასაფლავეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი მებრძოლი დაასაფლავეს. რუდოლფ ცხოვრებოვი უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. ოსური მედიის ცნობით, ის ომში მოხალისედ იყო წასული. მისი კვალი გასული წლის ბოლოს დაიკარგა. დაღუპული მებრძოლის ცხედარი კი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს და მისი ამოცნობა მხოლოდ დეენემის ანალიზით გახდა შესაძლებელი. ცხოვრებოვის დასაფლავებაზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი მივიდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაგლოევმა ცხოვრებოვი, სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს დამცველის მედლით დააჯილდოვა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებულ მებრძოლს ასაფლავებენ. 24 მარტს დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში დაასაფლავეს ზელიმ ხარებოვი,…

მეტი...

ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირი კლინიკაში გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. აფეთქება თბილისში, ისნის რაიონში 12:00-ისათვის მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, რომ აფეთქება ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მოხდა. ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება – ბოჭორმის ქუჩის აფეთქების დეტალები

მეტი...

“საქართველო ევროპაში რუსული კანონებით ვერ შევა!” – სტუდენტები კობახიძეს თსუ-ში დახვდნენ

“საქართველო ევროპაში რუსული კანონებით ვერ შევა!” – ამ შინაარსის ბანერით სტუდენტები პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახვდნენ. თუმცა მოძრაობა დაფიონის წევრები ამბობენ, რომ კობახიძის თანმხლებმა პირებმა მათ ბანერი არ გააშლევინეს. ახალგაზრდული მოძრაობის წევრები მალევე დაიშალნენ, თუმცა როგორც თავად ჰყვებიან, მათი მისამართით ისმოდა შეურაცხმყოფელი ფრაზები და ადგილი ჰქონდა ბულინგსაც. შემთხვევა გუშინ, 6 აპრილს მოხდა. დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში…

მეტი...

ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება – ბოჭორმის ქუჩის აფეთქების დეტალები

ამ დრომდე რჩებიან ბოჭორმის ქუჩაზე ექსპრეტ- კრიმინალისტები, აფეთქება მოხდა , შენობის იმ ადგილას, სადაც არის სასროლეთი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ივარჯიშონ სროლაში, შსს- მ დაადასტურა, რომ შემთხვევის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გაჟღერდება აფეტქების მიზეზები, თვითმხილველებს აფეთქების ხმა არ გაუგიათ, შსს ექსპერტიზის დასკვნას ელოდება: „ეს არის აბსოლიტურად უცნობი მიზეზი, გამოყვანილია 6 ადამიანი, 2 გარდაცვილი 4 დაშავებული, ძიება ძალიან მალე დადებს პასუხს,“ – აცხადებენ სამაშველო სამსხურში. დაშავებულები ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ცნობისთის, აფეთქება ბოჭორმის ქუჩაზე დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

მეტი...

რუსებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს

რუსებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინული მედიის ცნობით, არიან დაშავებულები. დანგრეულია ადმინისტრაციული და ტექნიკური შენობები. ოკუპანტებმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტით დღის განმავლობაში ორჯერ დაარტყეს.

მეტი...

რეპორტაჟი იმპერატორების საზაფხულო სასახლიდან (ქართულ-ჩინურად)

სპილოს მთა და გამოქვაბული – ვიდეორეპორტაჟი (Elephant Trunk Hill)

მეტი...

მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება სამაშველო სამსახური – შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთ სასროლეთში აფეთქება მოხდა, ამ დრომდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მეტი...

ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია ბეთლგრაუნდი-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე. უწყებაში ამბობენ, რომ დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. “შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება”, – აცხადებენ შსს-ში. თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

მეტი...

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

დღეს თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის, დაშავებულებისა თუ დაღუპულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე უკვე იმყოფებიან უწყების ეკიპაჟები.

მეტი...

8 აპრილიდან ონკოპაციენტები კანცელარიასთან უწყვეტ აქციებს აანონსებენ

ონკოპაციენტებისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს დაპირება არასაკმარისი აღმოჩნდა, ისინი ხვალიდან უწვეტ აქციებს აანონსებენ. ონკოპაციენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მოთხოვნები სრულად არ გაიზიარა და მათი სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია. ჯანდაცვის სამინისტრომ 25 000-ლარიანი ლიმიტი მოხსნა, თუმცა ონკოპაციენტების თქმით, ეს საკმარისი არ არის და გადაწყვეტილების ბევრი დეტალი ბუნდოვანია. “ამ განცხადებით არაფერი ახალი არ თქმულა ონკოპაციენტებისთვის. არც არაფერი დიდი ცვლილებები არ მომხდარა. ვითხოვთ, რომ ყველა საჭირო მედიკამენტი შედიოდეს საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში და ონკოპაციენტები, რომლებიც ვერ ჯდებიან დაფინანსების პროგრამაში, ეს არის ძალიან ცუდი მოცემულობა, იმიტომ, რომ ყველა ონკოპაციენტი უნდა იყოს საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში. ჩვენ ვითხოვთ პერსონალიზირებულ მედიცინას, ვითხოვთ…

მეტი...

კასპის მუნიციპალიტეტში სტადიონის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

უბედური შემთხვევა შიდა ქართლში – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, სტადიონის მშენებლობაზე, მუშა დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 32 წლის კაცი მიწის მასამ მოიყოლა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთი შეწყვეტს, ხორბლის მოწოდებას, ჩვენ საკმარისი მარაგი გვაქვს“ – ლევან სილაგავა

„მარაგების მხრივ საკაოდ დიდი მარაგები გვაქვს, ადგილზე არის ქართული ხორბალიც. მსოფლიოში ხორბლის ჭარბი მოსავლის მოლოდინია, რაც სტაბილურობის შენარჩუნების გარანტიაა,“ –  ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა” ლევან სილაგავამ განაცხადა. სილაგავა აღნიშნავს, რომ საქართველო ერთ- ერთი პირველი იყო, ვინც გადაწყვიტა ხორბლის შეძენის პროცესში ადგილობრივი წარმოების ხორბალს უპირატესობა მინიჭებოდა: „საქართველო ერთ – ერთი პირველი იყო, ვინ ფერმერების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აქცენტი ადგილობრივი წარმოების ხორბალზე გააკეთა, დღეს მსოფლიოში იგივე ტენდეცია მიდის , სახელწიფოებმა დაიწყეს ადგილობრივი წარმოების ხორბლის უფრო მასშტაბური რეალიზაცია საკუთარ ბაზარზე,“ – ამბობს სილაგავა. როგორც…

მეტი...

ISW: რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს ემუქრება და დასავლეთთან კონფრონტაციისთვის ემზადება

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს ემუქრება და დასავლეთთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის ემზადება. “კრემლი რეგულარულად ემუქრება ფინეთს NATO-ში გაწევრიანების გამო. ამ გზით აგრესორი ქვეყანა ცდილობს, შეაჩეროს ალიანსის გაფართოება და დასავლეთთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის საინფორმაციო ნიადაგს ამზადებს”, – ნათქვამია განცხადებაში. ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, “დაკარგა დამოუკიდებლობა საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების კუთხით”. ამ ტიპის ნარატივს კრემლი რეგულარულად იყენებს იმისთვის, რომ დეზინფორმაცია გაავრცელოს, რომ NATO აკონტროლებს უკრაინას და იყენებს მას რუსეთისთვის საფრთხედ. “რუსი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების განცხადებები NATO-ს წარმოსახვითი საფრთხეების შესახებ მიზნად ისახავს შექმნას…

მეტი...

“Metam” “ოცნების” კამპანია მეორედ დაბლოკა

“ქართული ოცნების” ცრუ კამპანია მეორედ დაიბლოკა. საქართველოს ხელისუფლება დიდ სკანდალში ეხვევა. ფეისბუკი ერთი მეორეს მიყოლებით შავ სიაში უშვებს ხელისუფლების მიერ დასპონსორებულ სიანფორმაციო ბანერებს. პოსტებს, რომლითაც ოლიგარქის პარტია ამტკიცებს, რომ რუსული კანონი რუსული არ არის. კომპანია “მეტამ” ერთ დღეში, ჯამში, 400-მდე  გვერდიდან დადებული პოსტი დაბლოკა. საჯარო მოხელეები, ქალაქების მერები,ოცნების რიგითი და ხალხის მაგინებელი დეპუტატებიც, ვინც ამტკიცებს, რომ სიმართლესს იცავს, აღმოჩნდა, რომ სხვა პროპაგანდით არიან დაკავებულები. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ რუსულ კანონს ისეთივე წინააღმდეგობას გაუწევენ, როგორც ეს შარშან მოხდა. ოპოზციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის თქმით, ბანერები, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ, ფარსი და სიცრუეა.…

მეტი...

“უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის გასაღებია” – შოლცი

გერმანია უკრაინას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ჰპირდება. ბუქარესტში ჩასულმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს, თუ პუტინი ნახევარად ოკუპირებული ქვეყნიდან ბოლო ჯარისკაცსაც კი გაიყვანს. “სოციალ-დემოკრატების’ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას შოლცმა აღნიშნა, რომ  პუტინს სჭირდება მკაფიო და ერთიანი მესიჯი დასავლეთისგან, რომ ომის მოგებას ვერ შეძლებს. გერმანიის კანცლერის გზავნილი ზელენსკისთვის ბევრს ნიშნავს. ყოველდღიურ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი აანონსებს, რომ გააკეთებს შესაძლებელს და შეუძლებელსაც, რათა უკრაინის მისამართით მხარდაჭერა არ შენელდეს.

მეტი...

„სეპარატისტულმა რეჟიმმა კვლავ დააყენა ოკუპაციის ხაზის ე.წ. “საზღვრის” დელიმიტაციის საკითხი“ – დავით ქაცარავა

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა, სეპარატისტების მიერ, საქართველოს ახალი ტერიტორიების მითვისების მცდელობაზე საუბრობს, როგორც ქაცარავა აღნიშნავს,ხდება  208 კვადრატული კილომეტრის დამატებით მითვისების მცდელობა: „სეპარატისტულმა რეჟიმმა კვლავ დააყენა ოკუპაციის ხაზის(ე.წ. “საზღვრის”) დელიმიტაციის საკითხი. რაც შეეხება 208 კვადრატული კილომეტრის დამატებით ოკუპაციის საკითხს, კვაზი წარმონაქმნის ე.წ. “პრეზიდენტმა”, გაგლოევმა, აღნიშნული პროცესი თავისი განცხადებით დროებით გადაავადა. მისი თქმით, საქართველოში არსებობს მე-5 კოლონა, რომელიც მოახდენს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, თუ ისინი დაიწყებენ 208 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის თავის საზღვრებში მოქცევას, რითაც პრობლემები შეექმნება არსებულ ხელისუფლებას შეგახსენებთ, 208 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია გულისხმობს იმ ტერიტორიების წართმევას, , რომლებიც არ მოხვდნენ რუსეთის მიერ…

მეტი...

NYT: ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე უკრაინას NATO-ში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიას არ შეუცვლიათ პოზიცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უფრიანის გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უკრაინა ვერ მიიღებს ოფიციალურ მიწვევას გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გაზეთის ცნობით, ვაშინგტონსა და ბერლინში შიშობენ, რომ უკრაინის ოფიციალური მიწვევა ალიანსში შესაძლოა რუსეთისა და NATO-ს სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. გაზეთის წყაროების ცნობით, ამერიკელებსა და გერმანელებს სურთ, საკითხი სამიტის დღის წესრიგიდანაც მოიხსნას. ამ დროისთვის მხარეები იმ წინაპირობების მკაფიო ფორმულირებებზე მუშაობენ, რომლებიც უკრაინამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად უნდა შეასრულოს, თუმცა ამ კუთხითაც პროგრესი ჯერჯერობით მინიმალურია.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი – უახლოეს დღეებში რადა მობილიზაციის შესახებ კანონს უყრის კენჭს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში რადა მობილიზაციის შესახებ კანონს უყრის კენჭს. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „პარლამენტთან ვსაუბრობთ, რომ უახლოეს დღეებში კენჭი უყარონ კანონს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსებმა ამ კანონით შეძლეს, დაესვათ საკითხი, რომ ჩვენი ხალხი არ არის მზად სახელმწიფოს დაცვის გასაგრძელებლად. დასავლეთი კი გვეკითხება – მობილიზაცია თუ არ გინდათ, პარლამენტს არ სურს ხმის მიცემა, მაშინ რატომ გჭირდებათ დახმარება? რატომ უნდა დაგეხმაროთ?”- თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტმა საზოგადოება ორ ნაწილად გაყო – მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, სამხედროებად და სამოქალაქოებად. ზელენსკიმ ამას დიდი…

მეტი...

მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მართლმადიდებლებისთვის თევზით ხსნილია.  

მეტი...

გერმანიაში, სიგარეტების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, თამბაქოს ნაწარმის ქურდობისთვის, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ 25 და 29 წლის კაცებმა თამბაქოს აპარატიდან სიგარეტები, IQOS-ები და ფული მოიპარეს. პოლიციამ ბრალდებულების ავტომობილი მაშინ გააჩერა, როცა ისინი ადგილიდან მიმალვას აპირებდნენ. მანქანის ჩხრეკისას პოლიციელებმა აპარატის გახსნისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტებიც იპოვეს. გარდა ამისა, შემოწმებისას დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო და საჭესთან მართვის მოწმობის გარეშე იჯდა. ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მეტი...