,,ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია.

,,იოსელიანის არჩევისთანავე გამოაქვეყნეს ნეგატიური განცხადება მის არჩევასთან დაკავშირებით, ეს იყო დაახლოებით 10-15 ენჯეო, ეს არიან ყველაზე მდიდარი ენჯეოები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე რადიკალური ქმედებებით, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის უბრალოდ შემადგენელი ნაწილი. მიზეზი არის ერთი, მათ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში და მათ გაუჭირდებოდათ ლევან იოსელიანი დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს მარტივად თავის დროზე ნინო ლომჯარია. ლევან იოსელიანი არასდროს არ გახდება ნინო ლომჯარია, მე ამის ღრმად მწამს და ამის ეშინოდათ, რა თქმა უნდა, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც უნდოდათ აგენტი და ჯაშუში ამ თანამდებობაზე,”- აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები