,,ეროვნული ბანკი, დროზე გააუქმეთ ეგ სამარცხვინო ბრძანება, სანამ მოთმინება გვყოფნის”- ნინო ლომჯარია

,,საქართველოს ეროვნული ბანკი, დროზე გააუქმეთ ეგ სამარცხვინო ბრძანება, სანამ მოთმინება გვყოფნის”,- ამ სიტყვებიით ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეროვნულ ბანკს მიმართავს.

მისი თქმით, ამერიკული სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ იწვევს გარდაუვალ და უფრო მძიმე სანქციებს.

,,მოკლედ, რა იქნება ამის შემდეგ: ამერიკული სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ იწვევს გარდაუვალ და უფრო მძიმე სანქციებს. ეს სანქციები უკვე შეეხებათ არა მხოლოდ ფარცხალაძისნაირ რუსეთის აგენტებს, არამედ, მთლიანად საბანკო სისტემას, ბიზნესს, რიგით მოქალაქეებს.

ის, რომ ევროკავშრის სტატუსი ცხვირწინ გამოგვაცალეს, არ ეყოთ და ახლა იზოლირებულ და დასანქცირებულ ქვეყნად უნდათ რომ გვაქციონ!

ნათია თურნავა ხარ, თუ ვინც ხართ მანდ, საქართველოს ეროვნული ბანკი, დროზე გააუქმეთ ეგ სამარცხვინო ბრძანება, სანამ მოთმინება გვყოფნის, რუსეთის აგენტებს გადაგაყოლებინებთ ახლა ზუსტად ამ ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს! სამარცხვინოებო თქვენ!”,- აცხადებს ლომჯარია.

 

 

მსგავსი თემები