,,არღვევენ კონსტიტუციას, რომ ხელი დააფარონ სასამართლოში არსებულ კორუფციულ და კლანურ მმართველობას”- ლომჯარია უმრავლესობაზე

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩავარდნას ეხმაურება.

მისი თქმით, უმრავლესობა მიუღებელი ხერხებით ცდილობს გამოიგონოს გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ხელი ოპოზიციას, ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით.

,,საპარლამენტო ოპოზიციას არ სჭირდება უმრავლესობის თანხმობა იმისთვის, რომ შექმნას მათ საგამოძიებო კომისია, თუ აქვთ მათ საკმარისი ხმები. იმის გამო რომ ეს ხმები არსებობს და აღმოჩნდა პარლამენტში, უმრავლესობა ცდილობს მიუღებელი ხერხებით გამოიგონოს გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ოპოზიციას ხელი ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით. სინამდვილეში ეს ყველაფერი ემსგავსება საპარლამენტო ცხოვრების ბოიკოტს. ისინი არღვევენ კონსტიტუციას იმის გამო, რომ ხელი დააფარონ სასამართლოში არსებულ კორუფციულ და კლანურ მმართველობას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღესაც ჩავარდა

 

მსგავსი თემები