მარგველაშვილი: თუ მუხტის დაგდების ტენდენცია წავა, ოცნებას ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული საზოგადოების “მუხტის დაგდების ტენდენცია” წავა, არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას კვლავ ქართული ოცნება მოიპოვებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ელოდა, რომ ქართული ოცნება რუსულ კანონს მიუბრუნდებოდა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა. “შეუძლებელია არ ელოდო. შენ უნდა ცხოვრობდე ილუზორულ რეალობაში, რომ გადაწყვიტო, მოძალადემ ერთხელ დაგითმო და სავლედან გახდა პავლე, ეს აბსურდია. მე მინდა, რომ ასე იყოს, მოხდეს მეტამორფოზი და ქართული ოცნების კომკავშირული აქტივი უცებ გახდეს ჯეფერსონის და ვაშინგტონის შთამომავალი, თუმცა ხომ არ ვიქნები რეალისტური, ამას რომ ველოდე. შესაბამისად, მე ამას ველოდი, მე…

მეტი...

„ჩვენმა ფეხბურთელებმა ფატიურად მიტინგი მოაწყეს, – „აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა“ – კახა გოგიძე

„ამათ აქვთ მხოლოდ ერთი ჟინი, კიდევ ერთი ოქროს უნიტაზი დაიდგან,“ – ამის შესახებ მსახიობმა, კახა გოგოიძემ განაცხადა. მსახიობი ხელისუფლებას ადარებს „ვირთხას ხაფანგში“, ის დარმწუნებუია, რომ „ოცნებამ“ ბრძანება კრემლიდან მიიღო: „ფაქტიურად ჩვენმა ფეხბურთელებმა მიტინგი მოაწყეს, ეს რომ ნახეს რუსებმა ვერ აიტანეს, ფეხბურთი მოიგეს ამათ და მოუნდებათ სოხუმიცო და მისცეს დავალება „ოცნებას“. სადამდე წავლენ არ ვიცი, ხედავთ რა ხდება, შეხედეთ მოსამართლეებს, მოსამრთლე ხარ თუ „ტონი მონტანა“, რად გინდა ამხელა სახლი? კორუფციაში იძირებიან, ჩვეულებრივი ტაქსის მძოლი ისე ჩაოგიყალიბებს  ნებისნიერი ქვეყნის პოლიტიკას, ამათ ვის რა უნდა მოატყუონ,“ – ამბობს გოგიძე. ცნობისთვის, „არა რუსულ კანონს“…

მეტი...

„ძმრად ვადენინებთ” – კონსტანტინე მორგოშია

ალტ–ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია იუსტიციის მინისტრის განცხადებას ტრაგი-კომედიად აფასებს და ამბობს: რატი ბრეგაძის განცხადება ტრაგი-კომედიაა. ის რას იტყვის სხვას, ამ სისტემის ნაწილია. თუ ის ჰგონიათ და ხუდნაძე წაიღებს ჩვენს ხმებს, მაშინ ფსიქიატრთან უნდა მივიდნენ და იმკურნალონ. საერთოდ ადეკვატურობავ დაუკარგავთ. ამ ასიათასობით ადამიანს ჩვენ თავისუფლებას არ დავუკარგავთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ძმრად ვადენინებთ აი ამ საქციელს, რაც ჩაიდინეს. გამოსავალლები ნანახია. აქცია ჩატარდება 2 საათზე “ქართული ოცნების” ოფისის წინ შაბათს. ეს იქნება ძალიან მასშტაბური აქცია და ქართველი საზოგადოება გაიგებს ყველაფერს”. რატი ბერგაძე ამბობს, რომ “ალტ-ინფოს” გაუქმების გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე მიიღო. მისი…

მეტი...

საელჩოები 9 აპრილის ტრაგედიას ეხმაურებიან

9 აპრილის ტრაგედიას სოციალურ ქსელებში განცხადებებით ეხმაურებიან საქართველოში აკრედიტებული საელჩოები. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას, ყურადღებას ამახვილებენ თავისუფლების, როგორც ღირებულების მნიშვნელობაზე და მხარს უჭერენ საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო. ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია”.

მეტი...

15 აპრილს „აგენტების“ კანონის გახილვის პარალელურად, აქცია გაიმართება

15 აპრილს რუსული კანონის პარლამენტში განხილვის პარალელურად აქცია გაიმართება. ამის შესახებ დღეს თავისუფლების მარშის ორგანიზატორებმა თქვეს. “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე თავისუფლების მარში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება გააპროტესტეს. რუსული კანონის განხილვას იურიდიული კომიტეტი 15 აპრილს დაიწყებს. დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი”…

მეტი...

ჩინეთის პირველი „ეროვნული ეკოლოგიური დღე“

15 აგვისტოს ჩინეთის პირველი „ეროვნული ეკოლოგიური დღე“ აღინიშნება. დეჰონგი იუნანის პროვინციაში მდებარეობს და ის ცნობილია  როგორც “სახეობათა გენების მსოფლიო ბანკი”. მოგზაურობა  CGTN-ის სპეციალური ეთერში 15 აგვისტოს გამოვა. ვიდეო: https://amsp.link/details/9f0d07a2-b1bb-3d45-b16d-9a38d64b1731

მეტი...

უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანია განმუხურში დაკრძალეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი, 48 წლის თენგიზ ჭანია, მშობლიურ ოტობაიასთან ახლოს, ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ განმუხურში სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებმა და მოქალაქეებმა. განმუხურში ჩავიდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი. მისი სიტყვებით, მესამე წელია, რაც უკრაინელებთან ერთად ქართველი მეომრები იბრძვიან და სიცოცხლეს სწირავენ საერთო მტერთან, რუსეთთან ბრძოლაში. სერგეი კრავჩუკის თქმით, თენგიზ ჭანია ერთ-ერთი ასეთი მებრძოლია, რომელმაც სიცოცხლე დათმო უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის. თენგიზ ჭანია ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან…

მეტი...

“საქართველო რუსეთში არასდროს დაბრუნდება” – პოლიტიკოსები აქციიდან

რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა მთელ პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს. დღეს ისევე, როგორც ერთი წლის წინ, ქუჩაში დგას ყველა პრ დასავლური პარტია ერთი საერთო მიზნით -კიდევ ერთხელ აიძულონ ხელისუფლება, არ წავიდეს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ეს ქვეყანა რუსეთში არასოდეს დაბრუნდება – ასეთი პოლიტიკოსების გზავნილი დედაქალაქის ცენტრიდან.

მეტი...

ფოტო აქციიდან – გიორგი ქოჩორაშვილი, სოციალურ ქსელში ოჯახის წევრის ფოტოს აქვეყნებს

„არა რუსულ კანონს“ – ფოტოს  აქციიდან , საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი აქვეყნებს, სადაც ანანო ქოჩორაშვილი ჰყავს მოთაგული, პატარა გოგონა ევროკავშირის დროშით, რომელიც მისი ოჯახის წევრია. ცნობისთვის შარშან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, მარტის აქციების , ევროპის მხარდამჭერი პოსტებით აქვიის მონაწილეების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

მეტი...

„წლების წინ აქ დაიღუპნენ ბავშვები, ახალგაზრდები, ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ“ – ნინო ლომჯარია აქციიდან.

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აქციას უერთდება, ის თვლის, რომ ხელისუფლების სურვილია საზოგადოებას „დამღა“ დაატყოს, აგენტების სახელით, ლომჯარია ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის იმ ხალხისგან დაცლა, სურს ვინც საღად აზროვნებს: „ამ კანონის მიზანია, საზოგადებას აგენტების დამღა დააყოს, როგორ შეიძლება გავჩერდეთ ან სახლები, ან სამსახურში ვიყოთ, როცა ჩვენი თავისუფლებაა დასაცავი, ჩვენი, როგორც ევროპული ოჯახის წევრობა, რისთვისაც დაიღუპნენ წლების წინ აქ ბავშვები, ამ ბრძოლას ყველა ასაკის ადამიანი შეეწირა, მე აქ ვდგავარ ჩემი ოჯახით,“ – ამბობს ლომჯარია. აქცია რუსთავლეზე რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება, სადაც იმყოფებიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, ასევე…

მეტი...

„არა რუსულ კანონს“ – აქცია პარლამენტთან გრძელდება

თავისუფლების მარში – რუსული კანონის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად რამდენიმე წუთში რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა დაიწყება, რომლის საბოლოო დანიშნულების ადგილი პარლამენტის შენობა და 9 აპრილის გმირთა მემორიალია. 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები კვლავ მათი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე დგებიან. პარლამენტთან სიმბოლურად წაიკითხავენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღგდენის აქტსაც, რომელიც 1991 წელს უზენაესმა საბჭომ სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა. დღევანდელ მსვლელობას უერთდებიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები. საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ რუსულ კანონს უპირისპირდებიან ახალგაზრდებიც. ისევე როგორც 7-8 მარტის აქციების დროს, სტუდნეტები ამჯერადაც “ქართული ოცნების” რუსული…

მეტი...

ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და რუსეთის საზღვართან თავდაცვით და საფორტიფიკაციო სამუშაოებს გაეცნო. „ხარკოვის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მზად უნდა ვიყოთ და რუსებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ თავი. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა მზადაა იმ შემთხვევაში, თუ მტერი შეეცდება წინსვლას“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა. როგორც ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, იდგმება ბლოკადები: ბეტონის პირამიდები, ე.წ. „დრაკონის კბილები“, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები და სხვა თავდაცვითი საშუალებები.

მეტი...

აშშ-მა უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალა გადასცა

აშშ-ის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 5000-ზე მეტი AK-47s, ტყვიამფრქვევი, შაშხანა, RPG-7 და 50 0000-ზე მეტი საბრძოლო მასალა გადასცა. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალა 2021 წლის მაისიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში ჩამოართვეს გემებს, რომლებსაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევით ჰუსიტ მეამბოხეებს გადაჰქონდათ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსიდან. ,,ეს იარაღი დაეხმარება უკრაინას რუსეთისგან თავის დაცვაში…აშშ მოწოდებულია იმუშაოს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანის ლეტალური დახმარების ნაკადს რეგიონში ყველა კანონიერი საშუალებით, მათ შორის აშშ-სა და გაეროს სანქციებით და აკრძალვებით. ირანის მხარდაჭერა შეიარაღებული ჯგუფებისთვის საფრთხეს უქმნის…

მეტი...

ესპანეთი „ოქროს ვიზებს“ გააუქმებს

ესპანეთის მთავრობა გააუქმებს „ოქროს ვიზის“ პროგრამას, რომელიც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე მსხვილი ინვესტიციის დაბანდების შემთხვევაში უცხოელებს ბინადრობის უფლებას ანიჭებს. ესპანეთის მინისტრთა კაბინეტი პროგრამის ლიკვიდაციის პროცესს დღეს, 9 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე დაიწყებს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 8 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროგრამის შეწყვეტა საცხოვრებელზე წვდომას აქცევს უფლებად და არა სპეკულაციურ ბიზნესად. „ოქროს ვიზის“ პროგრამით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქე იპოთეკის გარეშე სულ მცირე 500 ათასი ევროს უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში იღებს სამი წლის განმავლობაში ესპანეთში ცხოვრების და მუშაობის უფლებას. ესპანეთის მთავრობის მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან, 2013 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით გაიცა 5000-მდე…

მეტი...

სტამბოლის აეროპორტში მგზავრებს სტრესისა და შფოთვის მოსახსნელად ძაღლებით დაეხმარებიან

სტამბოლის აეროპორტმა დაიწყო საპილოტე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მგზავრებისთვის ძაღლების დახმარებით სტრესისა და შფოთვის მოხსნას. პროგრამაში მონაწილე ყველა ძაღლი არის სერტიფიცირებული, პროფესიონალურად გაწვრთნილი, რათა დაამშვიდონ დასტრესილი ადამიანები. ძაღლებს, რომლებიც ოფიციალურ უნიფორმას ატარებენ და აეროპორტის თანამშრომლები არიან, განსაზღვრული აქვთ სამუშაო გრაფიკი დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. გუნდის ვეტერინარის თქმით, თითოეული ძაღლის ტემპერამენტი კარნახობს მათ სამუშაო საათების რაოდენობას. აეროპორტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი უკვე გეგმავენ საპილოტე პროექტის გაფართოებას, რადგან პროექტს მოგზაურებისგან დადებითი შეფასებები მოჰყვა.

მეტი...

„მტერი ვინაა, ამას ვერ დავივიწყებთ, სანამ თქვენ არ დაგივიწყებთ! მადლობა თავისუფლებისთვის“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულ გმირებს თავისუფლებისთვის მადლობას უხდის. „მტერი ვინაა, ამას ვერ დავივიწყებთ, სანამ თქვენ არ დაგივიწყებთ! მადლობა თავისუფლებისთვის! ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულიშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40…

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია, მშობლიურ სოფელში, ენგურზე გავლებულ საოკუპაციო ზოლთან დღეს, სამხედრო პატივით დაკრძალეს. აფხაზეთიდან დევნილი ჭანია ქალაქ ავდეევკასთან მასირებულ საარტილერიო დაბომბვას 22 მარტს ემსხვერპლა. უკრაინაში ის ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე იბრძოდა. ირიცხებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ,,აზოვის” პოლკის შემადგენლობაში. როგორც მეგობრები იხსენებენ, საბრძოლო შეტაკებების დროს ჭანია ორჯერ დაიჭრა, თუმცა ორივეჯერ ფრონტის წინა ხაზზე დაბრუნდა. 48 წლის ჭანია აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი იყო.

მეტი...

სპილოს მთა და გამოქვაბული – ვიდეორეპორტაჟი (Elephant Trunk Hill)

გორაკი, რომელიც სპილოს ჰგავს, ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში, გუილინში მდებარეობს. Elephant Trunk Hill-ის ფორმა ისეთივეა, როგორც უზარმაზარი სპილო, რომელიც მდინარიდან ხორთუმით წყალს ისრუტავს. Elephant Trunk Hill არის ქალაქ გუილინის სიმბოლო. ტერიტორია მოიცავს იუნფენგის მონასტერს,  სიყვარულის კუნძულს და არაერთ ტურისტულ ატრაქციონს. შუი იუეს მღვიმე არის სპილოს ხორთუმსა და ფეხებს შორის მანქძილი და ის ნახევრად მრგვალი ფორმის გამოქვაბულია. გამოქვაბულის ზედა ნაწილი კი სავსე მთვარის ფორმისაა. გამოქვაბულში მიედინება მდინარე ლი. კიდევ ერთი გამოქვაბული, რომელიც სპილოს თვალებად ითვლება, ბორცვზე მდებარეობს. აქედან ტურისტებს შესსაძლებლობა აქვთ, გუილინის პანორამული ხედებით დატკბნენ.    

მეტი...

მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში – ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება და წერს, რომ მხარში უდგას საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში. ,,დღეს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც 35 წლის წინ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში,” – წერს საელჩო X-ზე.

მეტი...

სიცოცხლით ვაგებ პასუხს, არანაირი გარიგება „ალტ-ინფოსთან“ არ გვაქვს – მდინარაძე

სიცოცხლით ვაგებ პასუხს იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი გარიგება „ალტ-ინფოსთან“ არ გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა. „რაც შეეხება „ალტ-ინფოს“, მსგავსი შეთქმულების თეორია ბუნებაში არ არსებობს. ის გადაწყვეტილება, რაც შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს, დამყარებულია სამართლებრივ არგუმენტებზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ რეგისტრაცია გააუქმა.

მეტი...

ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი – პრეზიდენტი

,,ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა. ,,დღევანდელი დღე, რაც არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა, ეს არის უზარმაზარი გამარჯვების დღე, ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვერაფერი დაემუქრება საქართველოს და მის დამოუკიდებლობას. ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე საქართველოსთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ ვერ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას. ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს და ის, რომ 8…

მეტი...

ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ასე მჭიდროდ უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია – აშშ-ის საელჩო

ამერიკის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება: ,,აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო. ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ელჩი რობინ დანიგანი 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც გზის სავალი ნაწილის გვერდულზე შენიშნეს ავტომობილი, რომლის მძღოლმაც პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას დაძრა ავტომობილი, შეეჯახა სავალი ნაწილის გვერდულს და სცადა მიმალვა. პატრულ-ინსპექტორებმა არაერთხელ მოუწოდეს ავტომობილის მძღოლს დამორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აღნიშნულ პიროვნებას შეენარჩუნებინა სიმშვიდე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი იქცეოდა აგრესიულად. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ცივი იარაღის დემონსტრირებით, პატრულ-ინსპექტორებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს. აღნიშნული პირი, რომელიც სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის…

მეტი...

ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან, ან სანქციებს ელოდებიან – გოცირიძე სებ-ის გადაწყვეტილებაზე

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმაურება. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან, ან ელოდებიან სანქციებს. გოცირიძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას 7 ტონა ოქროს შეძენის მიზანშეწონილობა: ,,ქვეყნის რეზერვების 11 პროცენტი, 500 მილიონი დოლარი ჩაყარო ისეთ აქტივში, ოქროში, რომლის ფასი მკვეთრად მერყევია, იყიდო ღირებულების პიკზე, ჩამოიტანო თბილისში და დაასაწყობო, არის უაზრობა. ამ ხუთას მილიონ დოლარს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დოლარი შემოსავალი მოჰქონდა. ბოლო პერიოდში, ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან ან…

მეტი...

ახალგაზრდა, რომელსაც თბილისში 5 აპრილიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

29 წლის ნოდარ რუსაძე, რომელსაც ოჯახი თბილისში 5 აპრილის შემდეგ ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კანონპროექტი – გაერო რუსულ კანონზე

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის, იგივე “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების გამო. როგორც გაერო ამბობს, კანონპროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებების სულისკვეთებას და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, უკან გამოიწვიოს. ,,გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში იხსენებს რა 2023 წლის 26 თებერვლის განცხადებას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში. საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. 9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მეტი...

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოთხი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროში, შრომის ინსპექციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არსებული ფერმების მფლობელმა, ტრეფიკინგის მიზნით, ოთხი პირი მოტყუებით, ძალადობით და იძულებით, გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარ ფერმებში უსასყიდლოდ ამუშავა. ბრალდებული მათ აიძულებდა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეესრულებინათ მისი დავალება, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სახლში წასვლის უფლებას არ აძლევდა. დაზარალებულებმა გაუსაძლისი პირობების გამო ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს, თუმცა ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობით და მუქარით ისინი უკან დააბრუნა და კვლავ იძულებით…

მეტი...

აფეთქება ბოჭორმის ქუჩაზე – სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სასროლეთს თავს რუსეთის სპეცსამსახურები დაესხნენ

რუსული სპეცსამსახურების ტერორისტული თავდასხმა – ასეთ კვალს ხედავენ ქართველი სამხედროები ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაში. გენერალი თათუხაშვილი და უკრაინაში მებრძოლი ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე ამტკიცებენ, რომ სასროლეთ ბათლგრაუნდში აფეთქება არ იყო შემთხვევითი. ამ თავდასხმის მსხვერპლი, ეგრეთ წოდებული, კოდორის სპეცოპერაციის კიდევ ერთ მონაწილე პოლკოვნიკი იური ლომიძე გახდა.

მეტი...

,,ჩვენ ვართ განწირულები იმისთვის, რომ ვიყოთ ერთიანები და თავისუფლები!” – კობა კობალაძე

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა ვლადიმერ იმნაძემ, დღეს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ,,35 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა ამ ახალგაზრდებმა, ამ მამულისთვის გულანთებულმა ადამიანებმა თავიანთი თავი სამსხვერპლოზე მიიტანეს. ფაქტობრივად, პირველად იყო მაშინ ახალი აღდგენილი დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ ჩვენ მზად ვიყავით გვებრძოლა თავისუფლებისათვის და თავი გაგვეწირა მისთვის. ჩვენ ვართ განწირულები იმისთვის, რომ ვიყოთ…

მეტი...

დარწმუნებული ვარ ,,ოცნებას” კარგი დღე არ ელოდება – ნიკა გვარამია მილერის განცხადებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე მორიგ განცხადებას აკეთებს. სახ.დეპის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ ეს უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, ასევე, პრობლემას შეუქნის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ასევე, გუშინ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, რომელმაც თქვა, რომ ,,რუსული კანონის” მიღებით ,,ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ხურავს კარებს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ. მილერის განცხადებას აფასებენ ოპოზიციაში. ,,ახალის” ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ დასავლეთი ყოველთვის იმ ნაბიჯებს დგამს, რასაც ქვეყანა იმსახურებს. ,,დარწმუნებული ვარ კარგი დღე ,,ქართულ ოცნებას” არ ელოდება, ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ,…

მეტი...

„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ – დღეს, 18 საათზე თავისუფლების მარშია

„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ – დღეს 6 საათზე თავისუფლების მარშია. პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტური მოძრაობები, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფები და მოქალაქეები ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლის დასაცავად ერთიანდებიან. მსვლელობა 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საქართველოს პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 13 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 159-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.

მეტი...

შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მის კუთვნილ ფერმაში ამუშავებდა. ბრალდებული დაზარალებულებს ტერიტორიის დატოვებასა და მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა. ნ.გ. ოთხივე მათგანს აიძულებდა შეესრულებინათ მისი ნებისმიერი მითითება, თუნდაც ეს არ ყოფილიყო დაკავშირებული მათ ფერმაში მუშაობასთან. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყოდნენ, ან ის უკმაყოფილო დარჩებოდა შესრულებული სამუშაოთი, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა”,…

მეტი...

თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ჩვენთვის, ყველასთვის მუდმივი ვალდებულებებია – ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩმი, პეტერ ფიშერი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ,,დღეს ვიხსენებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და დაზარალდნენ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის, ეს მოხდა გერმანიაში ბერლინის კედლის დანგრევამდე ნახევარი წლით ადრე. ასე რომ, თქვენ იბრძოდით დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის ისე, როგორც ჩვენ ამას გერმანიაში ვაკეთებდით. თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ჩვენთვის, ყველასთვის მუდმივი ვალდებულებებია,” – აღნიშნა ფიშერმა.

მეტი...

ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირა – EU-ს წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება: ,,1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა. ბევრმა ქართველმა დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაიღო. ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...