ვიზიარებ ლომჯარიას პოზიციას, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჰქონდა დაფიქსირებული – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის  განცხადებით, იზიარებს წინა სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არ სურს სააკაშვილის მიმართ, ისეთი ქმედება განხორციელდეს, რამაც შესაძლოა სააკაშვილის მდგომარეობა დაამძიმოს.

,,მე არ ვიცი “ვივა მედის” განცხადება გულისხმობს თუ არა სააკაშვილის მაინცდამაინც ციხეში დაბრუნებას, შეიძლება აქ დაწესებულებაზეა საუბარი და სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. სახალხო დამცველს (ნინო ლომჯარიას) აქვს გამოქვეყნებული პოზიცია, რომ მისი ციხეში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჰქონდა დაფიქსირებული. მე არ მინდა, რომ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს მის მიმართ, რამაც შეიძლება მისი მდგომარეობა დაამძიმოს”, – განაცხადა იოსელიანმა.

 

მსგავსი თემები