24 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ჯემალ სირაძეა

თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა. ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ჯემალ სირაძეა, რომელსაც გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. სირაძე ყაზბეგში, ლარსის გამშვებ პუნქტთან ახლოს დააკავეს.

,,საქმის მასალები არ მაქვს. სანამ საქმის მასალებს არ გავეცნობი, მანამდე არავის არც ინტერვიუს მივცემ. ყაზბეგში რომ დააკავეს, ყაზბეგში რომელ საათზე წავიდა ისიც უნდა გაიგოთ, მიმალვის მიზნით ყაზბეგში არ წასულა. არაფერი არ ვიცით, იმიტომ, რომ გუშინ პირველ საათზე ღამე შევიდა განყოფილებაში”, – ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი – 1983 წელს დაბადებული გ.ზ. მას გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.

მსგავსი თემები