„ქართული კი არა, ცოტა მეგრულიც ვიცი…“ – ილია თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს ილია თოფურიას ერთ-ერთმა გამომწერმა სოციალურ ქსელში მისწერა – “მიკვირს, რომ ქართული იცი”.

,,ქართული რომ არ ვიცოდე, მოსაკლავი ვიქნებოდი. ქართველმა კაცმა ქართული უნდა იცოდეს. ქართული კი არა, ცოტა მეგრულიც ვიცი”, – უპასუხა თოფურიამ გამომწერს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

მსგავსი თემები