თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, ამთენიისას ტექნიკის მაღაზია გატეხეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერები და მობილური ტელეფონები.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის უკან არასრულწლოვანები დგანან.