„მალე რუსები კუპიანსკზე დაიწყებენ დიდ შეტევას“ – ვანო ნადირაძე ომის ხაზიდან „მედიაცენტრ მთავართან“

გასული კვირიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდე მასობრივი შეტევების ახალი ტალღა დაიწყო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, შავი ზღვიდან „კალიბრის“ რაკეტების გაშვების და რუსული Ту-95мс ბომბდამშენებიდან რაკეტების გაშვების გამო,  15 თებერვალს, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, ავდიივკაში უკრაინელებმა კონტროლი დაკარგეს.

ვეტერანი მებრძოლი ვანო ნადირაძე, რომელიც რუსეთ- უკრაინის ყველა ომის მონაწილეა, ფრონტის ხაზზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ მედიაცენტრ მთავარს ესაუბრა. მებრძოლი შეიარაღების დეფიციტზე აკეთებს აქცენტს და მოვლენების არასაიმედო განვითარებას პროგნოზირებს.

„ავდიივკა დავკარგეთ. როგორც იცით ახლა და გადაერთვებიან კუპიანსკზე, კუპიანსკზე დაიწყება რუსების დიდი შეტევა, სამწუხაროდ ეს იმიტომ ხდება, რომ ჭურვების დეფიციტს განვიცდით, მოგვაწოდა გერმანიამ, მაგრამ ეს საკმარისი არაა.

ერთადერთი ნათელი წერტილი არის ხერსონის მარცხენა სანაპიროზე შედარებით პლაცდარმით ვაკავებთ, დანარჩენი სულ თავდაცვაშია გადასული მთელი ფრონტის ხაზი, დაახლოებით – 1200 კმ, ბალანსს, კამიკაძე დრონებით ვინარჩუნებთ“ –  განაცხადა ვანო ნადირაძემ მედიაცენტრ მთავართან“.

მებრძოლები, ამ ეტაპზე, თავდაცვითით პოზიციებს ამაგრებენ , უკრაინა კი ცივილიზებული მსოფლიოსგან დახმარების მოლოდინშია, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტემ განაცხადა, რომ ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინის არმიაში იარაღის, განსაკუთრებით საარტილერიო და შორი მოქმედების იარაღის დეფიციტი აძლიერებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

მსგავსი თემები