,,ბრძოლა გრძელდება! ამ ბრძოლაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ” – ზელენსკი

,,ბრძოლა გრძელდება! ამ ბრძოლაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

,,მადლობა ჩვენს ყველა ჯარისკაცს, ყველას, ვინც თავდაცვისთვის მუშაობს, ყველას, ვინც ეხმარება. ამ კვირაში, ყველა მზრუნველ გულს და არა მხოლოდ უკრაინაში, აწუხებს ჩვენი გმირების, ჩვენი ავდიივკას, მისი თითოეული დამცველისა და მთელი ჩვენი ხალხის ბედი, მთელი სახელმწიფოს ბედი.

ბრძოლა გრძელდება, მთავარია, ამ ბრძოლაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავამარცხოთ რუსული ბოროტება და დავიცვათ რაც შეიძლება მეტი უკრაინელის სიცოცხლე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელები გმირულად იბრძვიან, მაგრამ პირველად ისტორიაში უკრაინამ მიაღწია ასეთ გლობალურ სოლიდარობას და მხარდაჭერას. და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში განსხვავებული პოლიტიკური განწყობაა, სხვადასხვა პრობლემების გაჩენა, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს, ჩვენ მაინც – ყველა ერთად – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსოფლიო ჩვენთან იყოს – უკრაინასთან და რათა ჩვენმა ჯარისკაცებმა შეაჩერონ რუსი არაადამიანები და უკრაინელები დააბრუნონ უკრაინაში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის, ვინც ეხმარება, ინარჩუნებს სტაბილურობას და მონდომებას.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მტკიცედ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გადამწყვეტად. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენს უკრაინულ მიზნებს ამ ომში. დიდება უკრაინას!” – თქვა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები