,,რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის ჩათლახობა” – ირაკლი ზარქუა

რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის ჩათლახობა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

„პირდაპირ ვთქვათ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის ჩათლახობა. ე.ი. თანამდებობები ხომ ვირტუალურად გადაინაწილეს, თვითონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, ასე დასახელდა. მსხვერპლი რომ ჰყავს, რომ მისდევს ხოლმე, მანჯგალაძე ეკონომიკის მინისტრია. ხაზარაძეს ჩააბარეს ინფრასტრუქტურა. ანაკლია ხომ ააშენა და ინფრასტრუქტურა მიაბარეს. ბიჭო, კაცი გამოვიდა ერთპროცენტიანი რომ იყავი, მიგიკედლა, დაგბანა, დაგვარცხნა და რა გაუკეთეთ? პირველი, სცენიდან ჩააგდეთ და შენ და პეტრემ ჩაუტარეთ პრეზენტაცია ამერიკულ სტილში, მოვცხეთ ტაში იქაც და ამის შემდეგ, საერთოდ განაწილებაშიც ვერ მოახვედრეთ. კაცმა მთელი ზაფხული ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრად მაინც არ ეკუთვნის? არა ხარ სწორი კაცი შენ.

ხაბე, ამოიღე შენც ხმა, ბიჭო, რა დასჯილივით ხარ. სირცხვილია, სერიოზულად რა უნდა ვილაპარაკო ამაზე. არახალია ეს. მე საკრებულოში ვიყავი, როდესაც ვირტუალური მთავრობის იდეა ჰქონდათ და გადაინაწილეს, შსს მინისტრი იყო მაშინ ხაბე და ახლა საერთოდ გააქრეს. ამათი ხელწერაა თამაშები. ეტყობა, ამით ერთმანეთს დაპირებებს აძლევენ, თუ მხარს დამიჭერ, შემდეგ მეც დაგიჭერ მხარს და ეს სიგიჟეები აქვთ მთავრობების, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში და თანამდებობები როგორ გადაინაწილონ. ეს არის ამათი ამოცანა და ინტერესი, დანარჩენი არაფერი აინტერესებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისათვის, დღეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია ოპოზიციის ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობის შესახებ. მათივე ინფორმაციით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს.

მსგავსი თემები