,,გამოლაპარაკება ნებისმიერ ადგილას შეიძლება” – სამხარაძე ზურაბიშვილისა და ზელენსკის შეხვედრაზე

,,გამოლაპარაკება ნებისმიერ ადგილას შეიძლება”, – ამბობს საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ზურაბიშვილისა და ზელენსკის შეხვედრაზე.

,,ოფიციალური ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის და ზელენსკის შეხვედრის შესახებ არ მიმიღია. კადრები ვნახეთ კონფერენციის რაღაც ერთ-ერთი პანელის დასრულების შემდეგ, გამოლაპარაკების კადრები. თუ შეხვედრა შედგა კარგია, მაგრამ კიდევ ვერ ვამბობ, რომ ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტებს შორის არ ყოფილა. გამოლაპარაკება ნებისმიერ ადგილას შეიძლება”, – განაცხადა სამხარაძემ.

მსგავსი თემები