“განაგრძეთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის და მოგიწოდებთ, დამიდექით გვერდით” – ნავანლის მეუღლე

“მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. განაგრძეთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის და მოგიწოდებთ, დამიდექით გვერდით. გაიზიარეთ არა მარტო მწუხარება და გაუთავებელი ტკივილი, რომელიც შემოგვეჩვია, გთხოვთ, გაიზიარეთ ჩემთან ერთად ბრაზი, სიძულვილი მათ მიმართ, ვინც გაბედა ჩვენი მომავლის მოკვლა, სირცხვილი არ არის ცოტას გაკეთება, სირცხვილია არაფრის კეთება. სირცხვილია საკუთარი თავის შეშინების უფლება“ – იულია ნავალნაია, ქმრის დაწყებული საქმის გასაგრძელებლად, მოაზროვნე საზოგადოებას გვერში დგომისკენ მოუწოდებს:მან პირობა დადო, რომ გამოავლენს ქმრის მკვლელობის მიზეზებსა და უშუალოდ მონაწილე პირებს: “აუცილებლად გავარკვევთ ზუსტად ვინ და როგორ ჩაიდინა ეს დანაშაული. დავასახელებთ სახელებს და დავასახელებთ სახეებს”, – აღნიშნა ნავალნაიამ.

შეგახსენებთ, ქმრის სიკვდილის შემდეგ,  იულია ნავალნაიამ პირველი განცხადება იმავე დღეს, მიუნხენის კონფერენციაზე გააკეთა და მომხდარზე პასუხისმგებლობა პირადად პუტინს დააკისრა.

მსგავსი თემები