საქართველოს მოქალაქემ ყაზახეთის საზღვარზე 100 000 აშშ დოლარის უკანონოდ გადატანა სცადა

საქართველოს მოქალაქემ ყაზახეთის საზღვარზე 100 000 აშშ დოლარის უკანონოდ გადატანა სცადა.

როგორც ყაზახური მედია წერს, KC7993 ატირაუ-ქუთაისის რეისის მგზავრმა აუეჟაი-ატირაუს საბაჟო პუნქტის თანამშრომლებს შეატყობინა, რომ ხელბარგში 10 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა. თუმცა საბაჟო კონტროლის დროს სასაზღვრო სამსახურის დეპარტამენტისა და ეკონომიკური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქის ბარგის განყოფილებაში დამალული კიდევ 90 ათასი აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

მსგავსი თემები