„სააკაშვილს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა“ – იაგო ხვიჩია

პრეზიდენტს მივმართავდი სააკაშვლს დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა და მისცეს პოლტიკაში ჩართვის საშუალება – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ- ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია ამბობს, რომ ზურაბიშვილს აქვს ბერკეტი ყოფილი პრეზიდენტის გასათავისუფლებლად, ის შეწყალების მოთხოვნის შემთხევაში სააკაშვილის სურვილს მხარს დაუჭერს:

„გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი, თუ შეიწყალა ყოფილი პრეზიდენტი სალომემ,  მაგრამ თუ სააკაშვილი ითხოვს, რომ ივანიშვილმა გაათავისუფლოს მე მოვუწერ ხელს და მხარს დავუჭერ, თუ გთხოვს ადამიანი უნდა შეიწყალო, პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა დაუბრუნოს სააკაშვილს მოქალაქეობა, ყველაფერი, რომ დაბრალო იმას ვერ დაბრალებ, რომ ქართველი არ არის.“

იაგო ხვიჩია მართებულად მიიჩნევს, რომ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდეს და პოლიტიკაში ჩაერთოს.

 

მსგავსი თემები