პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან საზღვარზე გამშვები პუნქტი გადაკეტეს

ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფარგლებში, პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან საზღვარზე დოროგუსკ-იაგოდინის გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების მოძრაობა ორივე მიმართულებით დაბლოკეს.

ფერმერები დოროგუსკის რკინიგზის სადგურზე მატარებლების მოძრაობის დაბლოკვაც უნდოდათ, მაგრამ მათ მცდელობებს პოლონურმა პოლიციამ შეუშალა ხელი.

მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელთან სატელეფონო საუბრისას განიხილა საზღვარზე არსებული ვითარება. პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩესლავ სეკერსიმ კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უკრაინასთან აგრარული პროდუქციის ნაწილის ექსპორტთან დაკავშირებით ფინალურ სტადიაზეა.

პოლონელი ფერმერები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ. 16 თებერვლის მონაცემებით, პოლონელ ფერმერებს უკრაინასთან საზღვარზე 6 გამშვები პუნქტი ჰქონდათ ბლოკირებული.

მსგავსი თემები