,,სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში” – ფაშინიანი

,,სომხეთი არ არის რუსეთის ფედერაციის მოკავშირე უკრაინის საკითხში”. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენისა და მეზობელი რეგიონების სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

,,მე დიდი ხანია ვამბობ, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში და ეს არის ჩვენი გულწრფელი პოზიცია. ძალიან გვტკივა, რომ ამ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. უკრაინელი ხალხი მეგობარი ხალხია“, – განაცხადა ფაშინიანმა გერმანიაში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მსგავსი თემები