20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, ექთანს პატიმრობა მიუსაჯეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს, თეა ბეგიაშვილს სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, საქმე კორონავირუსით გარდაცვლილ, 20 წლის ფეხბურთელის ვახტან ჩარკვიანს ეხება.

ექთანი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში იყო ბრალდებული.

არსებული ინორმაციითმ  ამავე საქმეზე 26 თებერვალს, 14:00 საათზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის, ქეთევან ცერცვაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. მისი თქმით, გამოძიება მას სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ედავება.

„ახალი გარემოებებიც გამოიკვეთა. ჩვენი ბრალი არ არისო და ხელმძღვანელობისკენ გაიშვირეს ხელი, არადა 2 წლის განმავლობაში ამ ხალხს ვეუბნებოდით, რომ დანაშაული ეღიარებინათ. ამაზე კატეგორიულ უარზე იყვნენ, მაგრამ მართლმსაჯულებისგან თავის დაძვრენის მიზნით ეს გადაწყვეტილება მიიღეს“,- განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.

 

მსგავსი თემები