სამი მცირეწლოვანი მოკლული იპოვეს – პოლიციამ ეჭვმიტანილი ქალი დააკავა

ინგლისში, სამი მცირეწლოვანი მოკლული იპოვეს. ბავშვები შემთხვევის ადგილას უკვე გარდაცვლილები იპოვეს. 42 წლის ეჭვმიტანილი ქალი კი პოლიციაშია გადაყვანილი.

,,ეს არის წარმოუდგენლად ტრაგიკული და გულის ამაჩუყებელი ინციდენტი, რომელშიც სამწუხაროდ სამი ბავშვი დაიღუპა… ჩემი გულწრფელი სამძიმარი ბავშვების ახლობლებს და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მათ დახმარებას შესთავაზებენ ჩვენი ოჯახური სამეკავშირეო განყოფილების მეშვეობით… გვჯერა, რომ ეს არის იზოლირებული ინციდენტი და არ არსებობს შემდგომი რისკი ფართო საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ინსპექტორმა ვიკს ჰეივარდ-მელენმა.

მწუხარება გამოთქვა ქალაქის მერმაც: “თითქმის შეუძლებელია სიტყვების პოვნა ამ შუადღის დამანგრეველი ამბების აღსაწერად. ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვინც ამ სამ მცირეწლოვან ბავშვს იცნობდა. ჩვენ ვიმუშავებთ სკოლებთან, საზოგადოებასთან და ეივონისა და სომერსეტის პოლიციასთან ხალხის მხარდასაჭერად.”

მსგავსი თემები