დასაქმება ნარკოტოკების კურიერად, ხელფასი 1000 დოლარი

ეს ინგლისურენოვანი წარწერა, რაც ფოტოზე ჩანს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშია გადაღებული. შეთავაზება საკმაოდ მიმზიდველია – ხელფასი კვირაში 1000 დოლარი. სწორედ ასე იზიდავენ ნარკოტიკების რეალიზატორები კურიერებს, რომლებიც ნარკოტიკებს მითითებულ მისამართზე მიიტანენ.

ამბავი ნარკოკურიერებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის უკან „გასკდა,“ კერძოდ, მას შემდეგ. რაც, ერთ-ერთ რეალიზატორს წამალი დაეკარგა, ჩათვალა რომ კურიერმა მოჰპარა და 300-ზე მეტი ნარკოკურიერი პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვა.

ნუ ენდობით მსგავს განცხადებას და შესაბამისად, ნუ დარეგისტრირდებით მითითებულ ტელეგრამ ჯგუფებში, რადგანაც თუ თქვენ ნარკოკურიერობაში ჩაგითრევენ, თქვენი სიცოცხლე საფრთხეშია.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

ნარკოტიკების კურიერების სია გასაჯაროვდა – სტუდენტები, პენსიონერები, ვის არ ნახავთ აქ…  

მსგავსი თემები