წელს რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე დავდგებით, რადგან ოქტომბერში არჩევნებია – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საქართველო რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე დადგება, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია.

ზურაბიშვილის თქმით, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, რადგან საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.

,,ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ. იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს, ასე რომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები