,,ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს, ნავალნის ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმი დავარქვათ” – ბორელი

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო ევროკავშირი სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორაციას ბრიუსელში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

ბირუსელში ევროკავშირის ლიდერები მინისტერიალზე იკრიბებიან. შეხვედრას ნავალნის ცოლიც დაესწრება. ბორელმა თქვა, რომ გასული დღეების განმავლობაში ნავალნის ხსოვნის აქციაზე რუსეთის არაერთ ქალაქში ასობით ადამიანი დააკავეს.

,,ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მხარდაჭერის მესიჯი რუსეთის ოპოზიციას”, – თქვა ბორელმა.

ბორელმა ასევე შესთავაზა ევროკავშირს ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს სახელი შეეცვალოს და “ნავალნის ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმი” დაერქვას.

მსგავსი თემები