თუ „ჰამასი“ ღაზაში მყოფ მძევლებს 10 მარტამდე არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყება

თუ „ჰამასი“ ღაზაში მყოფ მძევლებს 10 მარტამდე არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყება.  ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და ქვეყნის თავდაცვის ყოფილმქ მინისტრმქ ბენი განციმ განაცახდა.

მისი თქმით, თუ მძევლები რამადანისთვის შინ არ დაბრუნდებიან, ბრძოლები გაგრძელდება ყველგან, რაფაჰის ტერიტორიების ჩათვლით.

პარალელურად, ისრაელი სამხედრო ოპერაციას ატარებს დასავლეთ სანაპიროზეც. რეიდისას რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის მუჰამედ აუფი გაანადგურეს, რომელიც, ცახალის ცნობით, „ჰამასის“ მაღალჩინოსანი იყო და ისრაელის ობიექტებზე თავდასხმებში მონაწილეობდა.

მსგავსი თემები