რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია – ლანდსბერგისი

ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილი არის “საშინელი შეხსენება”, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

,,სულ მცირე, პირველ რიგში სანქციებზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ წარსულში. დიახ, ეს საშინელი შეხსენებაა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა რუსეთში ოპოზიციის წევრს კლავენ, ევროპას ჰქონდა სანქციების პაკეტი. ახლა, მე ვგულისხმობ, ეს არის მინიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და შემდეგ მოვითხოვოთ, მისი ცხედრის გათავისუფლება და სათანადო დაკრძალვა, რასაც იმსახურებს მისი ოჯახი და ხალხი, ვინც მას ენდობოდა”, – თქვა ლანდსბერგისმა.

 

მსგავსი თემები