„ხომ გამაგიჟეთ, ხომ მიწყევლეთ ამბიონებიდან შვილები” – რას წერს პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კოლხი მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელით ეხმიანება: „ხომ გამაგიჟეთ, ხომ მიწყევლეთ ამბიონებიდან შვილები და ოჯახი, ცხოვრება ხომ ჯოჯოხეთად გვიქციეთ, წლების მანხილზე ხომ ჯვარს გვაცვით, არასდროს გაჩერდით და დაწყნარდით… ჩემი ადამიანობის გამო, ვითმინე, გავჩუმდი, ხმა არ ამოვიღე… ვიფიქრე, მიხვდებიან და გაჩერდებიან, მაგრამ უარესებს აკეთებენ…სხვას კომენტარის გამო საპატრიარქოში იბარებენ და უზიარებლობით ემუქრებიან, მე რომ ცხოვრება გამიმწარეს, ამაზე ჩუმდებიან…არ იმჩნევთ?! მე შევიმჩნევ და მე მარტო ვეყოფი ყველა მოძალადეს, ბოროტს, კაცისმკვლელს, გარეწარს… მადლობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინეთ!..“, – წერს პეტრე კოლხი.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან…

მეტი...

ისრაელში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ისრაელში, ქალაქ ჰოლონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეა მკვლელობაში ეჭვმიტანილიც. დამნაშავე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობები დაღუპულს დანით აქვს მიყენებული. მძიმედ დაჭრილი 40 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს ძიება.

მეტი...

ქარელში, 138 გველი აღმოაჩინეს (ვიდეო)

17 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს წითელმუცელა მცურავების (Dolichophis schmidti) გამოსაზამთრებელი ადგილი აღმოაჩინეს. კერძო მესაკუთრის დახმარებით ადგილზე ჩავიდნენ ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი (“ორკინი – საქართველოს” ველური ბუნების მენეჯერი) და ილიაუნის მკვლევრები და სტუდენტები: გიორგი იანქოშვილი, იოანე როსტიაშვილი, ანდრო სოლომანაშვილი, ალისა სანაკოევა და მარი წულაია. სამუშაოების დროს ამოიყვანეს 136 წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti), 1 წენგოსფერი მცურავი (Platyceps najadum) და 1 წყლის ანკარა (Natrix tessellata). მკვლევრებმა სარდაფში გაზომეს ტემპერატურა, ტენიანობა და შემდეგ გველები მსგავს გარემოში, ერთ-ერთის აგარაკზე, უსაფრთხოდ გამოსაზამთრებლად გადაიყვანეს. ,,ამდენი და მეტი გველიც ბინადრობს და სულ…

მეტი...

საბერძნეთში საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს – ერთს ამ დრომდე ეძებენ

საბერძნეთში, ძარცვისთვის, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ერთს ამ დრომდე ეძებენ. საქმეზე დაკავებულია სულ მცირე 6 პირი – მათ შორის ბულგარეთის და საბერძნეთის მოქალაქეები. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქმე ეხება დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრები აღმოსავლეთ სალონიკში სხვადასხვა კაფეებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ. წაღებულია 20 000 ევროზე მეტი და 6 600 ევროს ღირებულების თამბაქო. პოლიციის ცნობით, ჯგუფის წევრებმა 2023 წლის აგვისტოს შემდეგ კალამარიას, პილაიასა და ქსიროკრინის რაიონები სულ მცირე 14 ჯერ გაძარცვეს, ასევე იყო ერთი ყაჩაღობის მცდელობაც. დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას, ამოღებულია ძარცვებთან დაკავშირებული ტანსაცმელი, იარაღი, ორი ჟურნალი და დანა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მეტი...