სალომე ზურაბიშვილი თუ გადადგამს ნაბიჯს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება გამზიარებელი და იმავე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენენ – კალაძე

სალომე ზურაბიშვილი თუ გადადგამს ნაბიჯს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება გამზიარებელი და იმავე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენენ –  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა და ხალხი უყვარს, როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში, გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი, გააკეთო და აკადრო შენი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა თავის ხალხს. ხომ არ ჰგონიათ, რომ ამ ადამიანებმა მოინანიეს, აღიარეს შეცდომები, ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას, არა, პირიქით, დღესაც იმავეს აგრძელებენ, ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ რაც შეუძლიათ ყველაფერს იყენებენ სიძულვილისთვის, შანტაჟისთვის, ბულინგისთვის, ეს არის მათი ჩვეულებრივი ხელწერა, ფსიქოლოგიური ტერორი და ა.შ. თუ სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს გააკეთებს და გადადგამს ნაბიჯს შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება გამზიარებელი და იმავე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენენ“, – განაცხადა კალაძემ.

 

მსგავსი თემები